x
image
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
10 მცენარე, რომლებსაც ოჯახში ბარაქა და იღბალი მოაქვთ

image
ბევრმა არ იცის, რომ ოთახის დეკორატიულ მცენარეებს ოჯახში წარმატება, ბარაქა და იღბალი მოაქვთ. ზოგიერთ მათგანს ოჯახის სიმტკიცეშიც კი მიუძღვის წვლილი. წარმოგიდგენთ 10 ასეთ მცენარეს:
1. ია

image

იას მშვიდობის ყვავილს ეძახიან. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ოჯახებში, სადაც ია ხარობს, წევრები ერთმანეთში არასოდეს ჩხუბობენ. ია ერთგულების სიმბოლოცაა. თუ ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ, თეთრი ია შეიძინეთ. სულიერი დარდის გადატანაში დაგეხმარებათ.

image2. სპატიფილუმი

თუ მეუღლესთან ან დედამთილ-მამამთილთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ქოთანში სპატიფილუმი დარგეთ. ტყუილად კი არ უწოდებენ მას "ქალური ბედნიერების" ყვავილს.

image3. ჩინური ვარდი

მალაიზიის სიმბოლო და ჰავაის ემბლემა. ამ ქვეყნებში ეს ყვავილი მშვიდობის და ვნების სიმბოლოა.

image4. მირტი

ახალგაზრდა ოჯახისთვის საუკეთესო საჩუქარია. მირტს ოჯახში ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს.

image5. ხოია, ანუ ცვილის სურო

ბევრ ქვეყანაში ეს ყვავილი სიყვარულში გამოტყდომის სიმბოლოა. ოჯახში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი საძინებელია. მთელი წლის განმავლობაში სასურველია იმყოფებოდეს ოთახში - არ უყვარს გადაადგილება.

image6. კალათეა

ძალიან კარგი საჩუქარი იქნება იმ წყვილისთვის, ვისი ქორწინებაც ჩაშლის პირასაა. თუ ოდნავი შანსი არსებობს, ეს მცენარე ქორწინებას გადაარჩენს.

image7. კრასულა, ანუ ბარაქის ხე

ამბობენ, რომ მას ოჯახში წარმატება და ბარაქა მოაქვს. თუ ფენშუის დავუჯერებთ, ეს მცენარე ნამდვილი სასწაულია და აუცილებელია ყველას ჰქონდეს ოჯახში.

image8. ქლოროფიტუმი

ეს მცენარე ოჯახში კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მომტანია. აქვს ოთახში ჰაერის გაწმენდის საუცხოო უნარი. ქლოროფიტუმი კარგი არჩევანია საოფისე გარემოშიც, სადაც ბევრი ხალხი მუშაობს და ურთიერთგაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად შეიტანეთ ახალგარემონტებულ სახლში - საღებავებისა და ყოველგვარი ქიმიის სუნს სწრაფად შთანთქავს.

image9. ანტურიუმი

ეს მამაკაცის თილისმაა. მას მამაკაცური ბედნიერიების სიმბოლოდ თვლიან. ის ძალიან კარგად მოქმედებს პოტენციაზე... ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. ამიტომაც ამ ყვავილის ადგილი სამზარეულოში არ არის.

image10. ოქსალი

ასეთი უსიამოვნო სახელის მიუხედავად, ძალიან ეხმარება ადამიანს მეორე ნახევრის პოვნაში.

3
7923
21-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
7923
  
3 ოქტომბერი, 19:14
მასე ყველა მასალაზე რომ იყოს ნახვები მაშინ გავაკოტრებთ ინტერმედიას :)))))
3 ოქტომბერი, 17:40
აქ რომაა ნახვები ისეთი ნახვები კარგი იქნებოდა ყველა მასალაზე. :)
საინტერესო სტატიაა, სამი ყვავილი მეცნო აქედან, მეუღლეს აქვს ქალაქის სახლში...
0 1 3