x
image
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
რომელი ჯიშის ძაღლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

საინტერესოა, აქამდე თუ შეგიდარებიათ თავი რომელიმე ჯიშის ძაღლისთვის და თუ დაემთხვევა თქვენი შედარება ასტროლოგიურს?


image
ვერძი-ალაბაი




image



ნამდვილი მებრძოლი ამხანაგი მტერს არ გაახარებს და თუკი თქვენს ზურგს უკან დაიმალა მხოლოდ ერთი მიზნით: მოულოდნელად ამოვარდეს და ყველა დაკბინოს, ვინც ცუდი თვალით შემოგხედავთ. ისინი ჯორივით ჯიუტები არიან: თუკი ალბაიმ რაიმე გადაწყვიტა, მაშინ ასეც იქნება.ვინც კამათს დააპირებს, მას ჯერ 70 კილოგრამის გაწევა მოუწევს არადა ალბაი მგლებთან საბრძოლველად არის შექმნილი სხვათა შორის, ისევე, როგორც ქალი ვერძები. კურო-ბასეტ=ჰაუნდი



image
მსოფლიოში ყველაძე შტერ ძაღლებში საპატიო პირველი ადგილი უკავია! მათი აღზრდა თითქმის შეუძლებელია. მათი გარეგნობის მიხედვით სამყაროს აღსასრული წუთის შემდეგ დადგება. ბასეტებს არაფრის გაკეთება არ სურთ-სხედან თბილად სავარძელში და არაფერი ესმით. მაგრამ სინამდვილეში ბასეტი ასეთი სულელი სულაც არაა.ის ხომ მეძებარია, თუ კვალი აიღო, ბოლომდეს მიჰყვება. და ამის გამო მის უკან მოგიწევთ, მას ხომ სხვა რამის დარდი არ ექნება. კუროს თავშიც თუკი რაიმე გეგმა გაჩნდა, ის რეალობის შეგრძნებას დაკარგავს და მხოლოდ მის შესრულებას შეეცდება. იმ პერიოდში მას სხვა აღარაფერი სურს. ტყუპები=ციმბირული ჰასკი



image
საშინელი არსებაა! ძალიან ლამაზი და მეგობრული, ამის გამო ყველას ერთი ნახვით უყვარდება. ალბათ, თქვენც. მაგრამ ჰასკი ხომ ძაღლი არ არის, ის ბუნების ხუმრობაა, დარტანიანისა და ენოტის ნაჯვარია. მოდით, გავერთოთ: ვდიოთ კატებს, ვეჩხუბოთ ძაღლებს, მოვიპაროთ კოტლეტები. ახლა სიმღერის დროა. მოკლედ, ყველაფერ ამის გაძლება მხოლოდ ერთი მიზნით შეიძლება, რომელიც ჩვენ არ ვიცით არადა არის ხალხი, ვისაც ჰასკი ყავს და ტყუპებთან ცხოვრობს. კირჩხიბი-კოლი



image


მრავალფუნქციური ძაღლი. საუკეთესოდ შეუძლია მწყემსვა და პატრონის სამსახური. ამ ორი ფუნქციის შესრულებაზე უარს არასდროს იტყვის, სიკვდილის წინაც კი კოლის მთავარი ამოცანაა, ფარას თავი მოუყაროს და სვლის მიმართულება მისცეს, თუკი მეცხვარე კოლია, ანუ ქალი კირჩხიბი, მაშინ შეგიძლიათ, მოდუნდეთ და უბრალოდ, ღეჭოთ დანარჩენს ყველაფერს ის მიხედავს. ლომი-იორკშირის ტერიერი


image
ლამაზი ძაღლუკა: მოდური ჩვენებებისა და მაღალი წრის საღამოების მუდმივი სტუმარი. ზოგჯერ ის ჩანთა უფრო ძვირი ღირს, რომლითაც მას დაატარებენ. იორშიკ ტერიერები მარტო ყველაზე ლამაზები კი არ არიან, ისინი ყველაზე მამაცებიც არიან. შეიძლება ისინი ხელით ვატაროთ და კოცნით და ფერებით ავავსოთ და სულაც არ გავიხსენოთ მათი წარსული.არადა ეს ჯიში ნაგავსაყრელზე სამუშაოდ გამოიყვანეს- ისინი ბუნებით ვირთხებზე მონადირეები არინ. ყველაზე მეტი ვირთხა კი სანაგვეზეა. ქალწული-რიზენშნაუცერი


image


დაინახავ ამ ძაღლს ღამით ბნელ ქუჩაში და გული გაგიჩერდება.არადა მათი დანახვა საკმაოდ ძნელია. ის ძლიერია, სწრაფი და ჯოჯოხეთურად ეშმაკი. ამასთანავე, ძალიან მძინვარე ქვემოთ წვერი, ზემოთ "ჩოლკა", არც თვალები უჩანს, არც მიმიკა, ამიტომ არავინ იცის, რაზე ფიქრობს ეს ნიანგისპირიანი შავი ძაღლი. მათ შორის პატრონმაც. სამაგიეროდ მათი გაწრთვნაა ადვილი. რიზენები ჭკვიანები და წესების მოყვარულები არიან. სწორედ ამის თვისებების დამსახურებაა ის, რომ გარშემო ყველა არ დაუხოცავთ, თუმცა ვინ იცის? ისინი ხომ ქალწულებივით არაფრისმთქმელი გამომეტყველებით სხედან, მეორე წუთში და ვიღაცას ბრდღვნიან.


სასწორი-ჩიჰუაჰუა

image

ჩიჰუაჰუას გვერდით ყველა თავს გმირად გრძნობს: ის ხომ ასეთი პატარა და სუსტია! მას მთელი სამყარო ემუქრება: დიდი ძაღლები და მოთამაშე ბავშვები, ყვავები და მაწანწალა კატები სწორედ ამიტომ ჩიჰუაჰუას მათი განადგურება სურს: ნელა და ტანჯვით. სწორედ ამიტომ არ სვამენ მათ ძირს ისევე როგორც ქალ-სასწორებს. ჩიჰუაჰუა ხომ კილო-ნახევარი მრისხანებაა.


მორიელი-დობერმანი


image


დემონური ძაღლი.ძალიან ლამაზი და გადარეული, მიზნამდე დამარცხებული მტრების გვამებზე გადავლით მივა. მისი ცხოვრებისეული კრედოა: "დომინირება და დამცირება" თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ უცხოებს ეხებათ. ახლობლებთან დობერმანები ქალი-მორიელებივით არიან. ისტერიული ტიპის ეტალონური ქორელიკები.

მშვილდოსანი-სტაფორდშირული ტერიერი


image


მსოფლიოში საუკეთესო კომპანიონი! მათი ცუდი რეპუტაცია ხელს არ უშლის, ახლობლის სიყვარულში ლაბრადორებს გაეჯიბრონ. სტაფორდი ყოველთვის ბედნიერია:სეირნობა? კი ბატონო, ცურვა?დიახ, მოვდივარ.მთაში? პირველი ვარ, რაიმეა სათრევი? ორივე მომეცით. ყველაზე მეტად სტაფორდებს ადამიანები უყვარს ნებისმიერი ჩვილებიდან დაწყებული ბებიებამდე დამთავრებული.
სტარფორდი თავად სიკეთეა, სიამოვნება და პოზიტიურობა. უბრალოდ, ის ყველა დანარჩენი ძაღლების დაუძინებელი მტერია. ყველას თავისი ნაკლი აქვს. სტაფორდს, ისევე როგორც მშვილდოსანს, სიყვარულისა და მეგობრობის აკვიატებული სურვილით ნუ შეაწუხებთ.


თხის რქა-გერმანული ნაგაზი


image


ეტალონური სასამსახურო ძაღლია.უსაქმოდ მოიწყენს და ჩამოხმება, დაკარგავს ბეწვს და ცხოვრების აზრს. მხოლოდ თავის საქმეს ასრულებს: შეიძლება ფლოსტები მოგიტანოთ, მაგრამ ცირკში გამოსვლაზე დიდი ბოდიში. ასე რომ, ნაგაზთან ცხოვრება- ეს მუდმივი შრომა:ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში სად მიდიხა?, სდექ!ჯოხი გადმოაგდე, სწრაფად! მეორე მხრივ, ეს დისციპლინას გვაჩვევს, მაგრამ გერმანული ნაგაზი ერთხელაც პენსიაზე გავა. ქალი თხის რქა კი არასოდეს.


მერწყური-ჯეკ-რასერ ტერიერი


image


თუკი ჯეკ-რასერი ფაქტზე წაგასწრებთ-თავის დაძვრენა ძნელი იქნება.გაზეთის კითხვა დაიწყე? ტყუილად გადააგდე ბურთი, კიდევ, კიდევ, კიდევ, თუმცა სხვა ვარიანტიც არსებობს-თავად ჯეკ-რასერის გადაგდება.წავიდეს და თავისი თავი გაართოს. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ჯეკ-რასელ-ტერიერი უბრალოდ მხიარული ძაღლი არაა.ის მონადირეა, ასე რომ თუკი ჯეკ-რასერი დამოუკიდებლად გართობას გადაწყვეტს, შედეგი შეიძლება არ მოგეწონოთ. ისევ ბურთის გადაგდება ჯობია.


თევზები-ავღანური მწევარი


image


ის ძალიან ლამაზია თავად სრულყოფილება, მასზე ლამაზი ძაღლი არ არსებობს და ამ სილამაზის შენარჩუნებას უამრავი დრო და ფული ესაჭიროება. თუმცა ერთიცაა, ავღანურ მწევრებს ყველაზე სულელ ძაღლებში მეორე ადგილი უკავიათ, რაც ტყუილი და ცილისწამებაა.ისინი უბრალოდ ადამიანთან სამუშაოდ არ არიან შექმნილები.მათ დიდი ხანია არავითარი საქმე არ აქვთ, გარდა საკუთარი თავის მოვლისა



2
476
7-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
476
  
6 მარტი, 14:33
ვერძი - ალაბაი :)
0 1 2