x
მეტი
  • 26.05.2018
  • სტატია:77352
  • ვიდეო:330077
  • სურათი:433473
ნივთები, რომლებიც იმაზე ბინძურია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მათ კი ყოველდღე ვეხებით

ექიმები ხშირად მოგვიწოდებენ ვაკონტროლოთ პირადი ჰიგიენა, ხშირად ვიბანოთ ხელები, რომლებზეც უამრავი უხილავი ბაქტერია იყრის თავს და ვირუსების გადადების ერთ-ერთი პირდაპირი მიზეზი ხდება. თუმცა, ბაქტერიებს გადაცემა შეუძლიათ საყოფაცხოვრებო ნივთებიდანაც, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და ვერ წარმოგვიდგენია რამხელა ზიანის მოტანა შეუძლიათ.


წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია, ვიდრე ფიქრობთ.



1. ტელეფონის ეკრანი.image

თუ გაგიწმენდავთ ტელეფონის ეკრანი, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბინძური ხელი მოკიდეთ და ეკრანი დაიბურა, რის გამოც გამოსახულება კარგად აღარ ჩანდა. რამდენი თქვენგანი წმენდს მას ბაქტერიების მოსპობის თვალსაზრისით? ალბათ არცერთი და ძალიან სამწუხაროა. თქვენი ტელეფონი ერთ-ერთი პირველი ნივთია, რომლის ეკრანზეც უამრავი ბაქტერია იყრის თავს და ძალიან ხშირად უნდა წმენდდეთ ანტიბაქტერიული საშუალებით ან სპეციალური ხელსახოცით. ნუ დაივიწყებთ როგორც თქვენს, ასევე თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას.






2. კომპიუტერის კლავიატურა.image

შეიძლება კლავიატურის ზედაპირიდან მტვერს რეგულარულად წმენდთ, თუმცა ღილაკებს შორის და ზოგადად შიგნით მტვრის ნაწილაკები, ცხოველური თმა, საკვების ნარჩენები, კანის მკვდარი უჯრედები და ა.შ, მასში ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება. იმისათვის, რომ თქვენი კლავიატურა სუფთა და უსაფრთხო იყოს, გთავაზობთ მარტივ ხრიკს, თუ როგორ გავწმინდოთ ის ხელსახოცი-ჟელეს მეშვეობით. (წასაკითხად, გადადით ლინკზე)






3. გასაღები.image

გაიხსენეთ, რამდენჯერ დაგივარდათ ლიფტში, ქუჩაში, სახლში, ოფისში და სხვა ადგილებში, გასაღებები, რომლებსაც ყოველდღიურად ბინის, ავტომობილის თუ სხვა ადგილების გაღებისთვის იყენებთ? ალბათ, გახსენებაც გიჭირთ. ბაქტერიის უამრავი სახეობა იყრის მათზე თავს და ყოველი შეხებისას, ის ჩვენს ხელებზე აღმოჩნდება. მათი სისუფთავისთის გამოიყენეთ ლიმონის წვენი და მარილი, შემდეგ კი კარგად გაამშრალეთ, რათა არ დაჟანგდეს.






4. პლასტიკური ბარათები.image

რამდენიმე წლის წინ, ფული ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ ნივთად ითვლებოდა, თუმცა, დღეს, ისინი პლასტიკურმა ბარათებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც მიკრობებითაა სავსე, მათ ხომ მრავალ ბანკომატში ვიყენებთ. ამიტომ, კარგი იქნება თუ სადეზინფექციო საშუალებებით ან ანტიბაქტერიული ხელსახოცით ხშირად გაწმენდთ.






5. ფუნჯები მაკიაჟის გასაკეთებლად.image

კოსმეტიკა და კოსმეტიკის საჭირო ხელსაწყოები აუცილებლად უნდა იყოს ინდივიდუალური, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია. გამოყენების შემდეგ, მათზე რჩება ბაქტერიები, კანის ცხიმოვანი მკვდარი უჯრედები, რომლებიც შემდეგი გამოყენებისას გამოიწვევს ანთებას, აკნეს და კანის სხვადასხვა ინფექციას. ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ ფუნჯი საპნიან წყალში, მაკიაჟის მოსაცილებელ საშუალებაში ან ბავშვის შამპუნში.






6. სარეცხი მანქანის ფხვნილის ჩასაყრელი კონტეინერი.image

გარდა იმისა, რომ სარეცხი მანქანის ფხვნილის ჩასაყრელ კონტეინერში ლაქები გამოიყურება არაესთეტიურად, შუძლიათ მიაყენონ თქვენს ჯანმრთელობას გარკვეული ზიანი. ყოველი გამოყენების შემდეგ, კარგი იქნება თუ უჯრას დატოვებთ გამოღებულს, რადგან ბუნებრივად გაშრეს, თვეში ერთხელ კი ამოიღეთ და გარეცხეთ ონკანის ქვეშ ჯაგრისით.





იხილეთ აგრეთვე:


ამოიღეთ თმა და ნამცეცები კლავიატურიდან და ავტომობილის დაფიდან "ჩვარი–ჟელეს" მეშვეობითimage




აუცილებლად გარეცხეთ ახალი ნაყიდი ტანსაცმელი და აი, რატომimage




რატომ არ უნდა გაიპარსოთ ინტიმური ადგილებიimage




3 მთავარი ცნება ინტიმური ჰიგიენის შესახებ. დაიმახსოვრეთ!image




როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგებაimage




სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩებაimage




საწოლის თეთრეულის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!image




ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე საჭიროა– დაიმახსოვრეთ!image




რა მოგვივა თუ ტანს 2 დღე არ დავიბანთ? გაითვალისწინეთimage





ყველაზე ბინძური საგნები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეხებითimage






აღარასოდეს ჩაიცვათ ორჯერ ზედიზედ საღამური (პიჟამო)image

0
266
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0