x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77926
  • ვიდეო:330671
  • სურათი:433820
ქალები გორიდან და ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილი ფაქტები

საქართველოში ქალთა როლის გაძლიერებისთვის სხვადასხვა დროს არაერთი ადამიანი იბრძოდა და ბევრმა მათგანმა ისტორიის ფურცლებზე წარუშლელი კვალი დატოვა. ერთ-ერთი პირველი ვინც ქალთა უფლებებზე ზრუნვა აქტიურად დაიწყო ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო. მისი მოღვაწეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ქალების პრობლემებს ეხებოდა.

image

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია 1868 წელს გორში დაიბადა, იგი იყო პირველი ქართველი მწერალი ქალი, რომელმაც ყურადღება ქალების პრობლემებზე გაამახვილა. მისი შექმნილი ნოველები და მოკლე ისტორიები აღწერდნენ ქართველი აზნაური ქალების ცხოვრებას მე-19 საუკუნეში, სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა ძველი ფასეულობების ცვლილება და ახალი ეკონომიკურ-მორალური წესრიგის ჩამოყალიბება.

image

ანასტასია ხოშტარია აქცენტს აკეთებდა ისეთ იდეალებზე, როგორიცაა თავისუფალი შრომა და გულწრფელი სიყვარული.

ანასტასია ხოშტარია 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ წავიდა მწერლობიდან, თუმცა თავისი ნაწარმოებების „პოლიტიკურად კორექტულ“ შესავლებს წერდა.

მისი მოღვაწეობა სრულად ორიენტირებული იყო ქალთა უფლებებზე და საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერებაზე. სწორედ ის იყო ერთ-ერთი ქალი, ვინც საქართველოში პირველი ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“ ჩამოაყალიბა.

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ეკატერინე გაბაშვილი 1851 წელს გორში დაიბადა, ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი. მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი „სამოციანელების“, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. მისი მოთხრობების მიხედვით რამდენიმე შესანიშნნავი მხავტრული ფილმი შეიქმნა, როგორიცაა „მაგდანას ლურჯა“ და „ჭიაკოკონა“.

image

მე-19 საუკუნის არტისტულ ლეგენდად წოდებული ნატო გაბუნია 1859 წელს გორში დაიბადა, ის იყო პირველი მსახიობი ქალი, ვისთვისაც საგანგებოდ წერდნენ პიესებს ისეთი გამოჩენილი მწერლები, როგორებიც იყვნენ ა.წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, დ.კლდიაშვილი და სხვები. ნატო გაბუნია გამოირჩეოდა ხალხური, ეროვნული კოლორიტით, უშუალობით, ბუნებრიობით. ის ჭეშმარიტად სახალხო მსახიობი იყო. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში და სოფლად. დიდია მისი ღვაწლი სენაკის დაბის თეატრალურ ცხოვრებაშიც.

ნატო გაბუნიამ განსაკუთრებულ წარამტებას მიაღწია ძლიერი ნებისყოფის ქალთა როლების შესრულებისას. მაყურებელი მის თამშს ყოველთვის ოვაციებით ხვდებოდა, ხშირად მის გამოსვლას სცენაზე რამდენჯერმე ითხოვდნენ.

image

ანა ოლა სოლოღაშვილი 1882 წელს გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა, იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძვნებული კრების წევრი. ის იყო ერთ-ერთი ვინც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. ანა სოლოღაშვილი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურად ჩაერთო ანტისაბჭოთა არალეგარულ მოძრაობაში.

image

ანა ამილახვარი (იღუმენია ნინო ამილახვარი) 1815 წელს გორში დაიბადა, მისი მშობლები ადრე გარდაიცვალნენ და იგი მამიდამ ნინო ამილახვარმა აღზარდა, რომელიც მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. ბუნებრივია რომ ძმისწული მონასტრული წესით აღზარდა. მამიდის გარდაცვალების შემდეგ ანას მონასტერი არ მიუტოვებია, იგი საკუთარი ხარჯებით აცხოვრებდა მონაზვნებს და ხელსაქმესთან ერთად წმინდა წერილსაც ასწავლიდა.

image

თავადის ასული ანა ამილახვარი მონასტერში იმ დროს მივიდა, როდესაც საქართველოში თითქმის ყველა ეკლესია დახურული იყო. შემდგომში როცა ნინოს სახელით მონაზვნათ აღიკვეცა და მონასტრის წინამძღვარიც გახდა ძალ-ღონე არ დაუშურებია, რათა ტაძარი აღედგინა და შემოწირულობების შეგროვებით შეძლო მონასტერი მოეწესრიგებინა და ეკლესიისთვის საჭირო ნივთები შეეძინა. თითქმის ორმოცწლიანი მმართველობის განმავლობაში ნინო ამილახვარმა შეძლო სამთავრო ექცია საქართველოს დედა-მონასტრად, მისი წინამძღვრობის პერიოდი კი, მონასტრის ისტორიაში „ოქროს ხანად“ შერაცხულიყო.


წყარო: radiomosaic.ge რადიო "მოზაიკა"


0
60
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0