x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80843
  • ვიდეო:333144
  • სურათი:438229
მწერლობა წითელი ტერორის დროს - როგორ დაიწყო ყველაფერი

ტოტალიტარული სისტემის ერთ-ერთი ძირითადი, მკვეთრი შტრიხი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მედიის და შემოქმედების წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლაა, რისი მიზეზიც ბევრი ახსნა-განმარტების გარეშეც ნათელია.

სიტყვის თავისუფლება უზარმაზარ საფრთხეს უქმნის უსამართლობაზე, მოქალაქეთა თავისუფლების უკიდეგანო შეზღუდვასა და ძალადობაზე დაფუძნებულ სისტემას. დიქტატურას ახასიათებს საკუთარი ტირანული მიზნებისა საერთო, სახალხო სიკეთედ გამოცხადება, მისთვის “საზოგადოებრივი ინტერესების“ ფერუმარილის წაყრა . დიქტატურის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლნი და კრიტიკოსები ცხადდებიან ანტისახელმწიფებრივ ელემენტებად და იწყება მათი მასობრივი ჟლეტა, დევნა, საერთო ისტერიკა, მთელი საზოგადოებრიობის დარაზმვა“ დაუმორჩილებელი

, მოღალატე “ელემენტების წინააღმდეგ . მასობრივი დევნის და შევიწროვების მსხვერპლნი, ძირითადად, მედიის და შემოქმედებითი სფეროების წარმომადგენლები ხდებიან, განსაკუთრებით კი მწერლები და პოეტები. ამ მხრივ ჩვენ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. საბჭოთა ისტერიამ “ ხალხის მტრების“ წინააღმდეგ წარმოებულ “ ომში “ ყოველგვარ შესაძლო ზღვარს გადააჭარბა. მწერალთა სახლი გადააქცია პირად რუპორად, საბჭოთა პოლიტიკის აგიტაცია-პროპაგანდის უნიკალურ საშუალებად, წამოიწყო საერთო რეპრესიები, ფიზიკურად გაანადგურა აბსოლუტურად ყველა “საეჭვო“ აზროვნებისა და პოლიტიკური ორიენტაციის, მრწამსის მქონე მწერალი თუ პოეტი : ზოგიერთი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, სხვები კი სამუდამოდ მოათვინიერა. სისტემა თითქმის სასამართლოს გარეშე ასამართლებდა “საეჭვო ელემენტებს“ ახდენდა მათ ეტიკეტირებას “ ტროცკისტებად“ “ ხალხის მტრებად “ “ანტირევოლუციონრებად“ და ზედმეტი თავისმტვრევის გარეშე, ყველაფერი მათი ფიზიკური ლიკვიდაციით მთავრდებოდა. ასე გადაიქცა მწერლობა “ საბჭოთა მწერლობად “ “ მოთვინიერებულები “ ჩადგნენ პარტიის სამსახურში, დაუმორჩილებლები კი მოღალატეებად შეირაცხნენ და გაანადგურეს, დანარჩენებმა თავი გაინადგურეს, სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი დილემაც გადაიჭრა.

როგორ დაიწყო ყველაფერი?


1917 წლის ეგრეთ წოდებული ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. მათ განიზრახეს მეზობელი ქვეყნების და თითქმის მთელი აღმოსავლეთ ევროპის “ გაწითლება“, განახორციელეს რამდენიმე წარუმატებელი შეტევა დამოუკიდებელ საქართველოზეც, თუმცა საბოლოო მიზანი 1921 წლის 25 თებერვალს იქნა მიღწეული. საქართველოს, აზეირბაიჯანის და სომხეთის ანექსიით დასაბამი დაედო სრულიად ახალ ერას, იმპერიას, რომელიც შემდგომში საბჭოთა კავშირის სახელით გახდა შემდგომში ცნობილი.

ისტორიის ეს მონაკვეთი პოლიტიკური ანექსიით არ დასრულებულა . საბჭოთა ლიდერებმა მიზნად დაისახეს ინტელიგენციის, რბილად რომ ვთქვათ, მოთვინიერება. მათი მიზანი იყო მწერლობის საკუთარი ინტერსების სასარგებლოდ გამოყენება და ამაში მას აუცილებლად სჭირდებოდა საზოგადოების დახმარება . შესაბამისად, მას უნდა მოეხდინა აპელირება ხალხზე, საჯარო ინტერსზე და ხალხისა და პარტიის მტრად გამოეცხადებინა ყველა ის მწერალი თუ პოეტი, რომელიც შეეცდებოდა რეალურად, ობიექტურად აესახა თანამედროვე პოლიტიკური თუ სოციალურ - ეკონომიკური სინამდვილე.

საბჭოთა პირველი დეკადა იყო ამის მიზანმიმართული, კანონზომიერი და თანმიმდევრული მცდელობა. მესვეურები კი თანდათან რწმუნდებოდნენ, რომ მხოლოდ დაშინების და ფსიქოლოგიური ტერორის გზით სასურველი შედეგის მიღება მეტისმეტად რთული იქნებოდა . ასე მომზადდა ნიადაგი “დიდი ტერორის“ სახელით ცნობილი ისტერიისთვის, რამაც საბოლოოდ საყოველთაო წმენდის სახე მიიღო.

რეპრესიებმა 1937 წელს პიკს მიაღწია. მისი მსხვერპლნი შეიქმნენ ცისფერყანწელთა ორდენის წარომადგენლები, რომელთაც პოლიტიკურად განსაკუთრებით “არასაიმედოდ“ თვლიდნენ. მწერალთა კავშირის სასახლეში პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა, გადაასახლეს და დახვრიტეს ტიციან ტაბიძე, რომელიც იმდენაად ცხადად გრძნობდა ბედისწერას, ერთგან დაწერა :

“ მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია,

ჩვენ ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ“

ან :

“ მომართულია ჩემსკენ ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“

მსგავსი ბედი ეწია ვალერიან გაფრინდაშვილსაც . რეპრესიებს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად უწევდნენ ორგანიზებას და კონტროლს, თითქმის ყველა ინტელექტუალის სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას პირადად ესწრებოდა ლავრენტი ბერია.

დაიმორჩილეს გიორგი იგივე გოგლა ლეონიძე და უარი დემონსტრაციულად ათქმევინეს საკუთარ პრინციპებზე, მსოფლმხედველობასა და სიმართლეზე.

ანალოგიურად მოიქცა კონსტანტინე გამსახურდიაც, გალაკტიონმა შექმნა “დროშები ჩქარა“ შემოქმედებითი და სულიერი კაპიტულაციის აშკარა მანიფესტი.

ამავე პერიოდში ის აქვეყნებს ლექსს :

საბჭოთა ხალხის გმირული ეპოქა სჭედავს ხელოვანს.

იგი გმობს, გულმოპირული,

სიცოცხლეს არსახელოვანს.

ეს იყო დროებითი კომპრომისი პოეზიის მეფის მხრიდან


საბოლოოდ მანაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, სავარაუდოდ, რეჟიმის წნეხი და შემოქმედებითი შეზღუდვაც უნდა ყოფილიყო.დაუნდობელმა ეპოქამ თავის მარწუხებში მოაქცია რუსი მწერლებიც, ისინიც დააყენა ურთულესი დილემის წინაშე : სიცოცხლე და მთელი ცხოვრება ხარკის ხდა ეპოქისთვის თუ წინააღმდეგობა და სიკვდილი. პაოლოს მსგავსად სიკვდილი აირჩია მაიაკოვსკიმ. სიკვდილით დასაჯეს ნიკოლაი გუმილიევი. მიუხედავად სასტიკი ტერორისა, იატაკქვეშა საქმიანოას მაინც აგრძელებდა ზოგიერთი მწერალი და პროზაიკოსი, მაგალითად, ბორის პასტერნაკი, მიხაილ ბულგაკოვი, გადასახლებაში აღმოჩნდა ივანე ბუნინი. ხოლო პასტერნაკი სასწაულით გადაურჩა რეპრესიას. საეჭვო გარემოებებშიი გარდაიცვალა პოეტი ესენინიც.





სისხლიანმა რეპრესიებმა საბოლოოდ თავისი ხანგრძლივი შედეგები მოიტანა, მწერლობა და ინტელიგენცია გადააქცია საბჭოთა იდეოლოგიის ძირითად დასაყრდენ ძალად, ბასრ იარაღად. ეს აგონია კი რამდეიმე ათეული წელი გაგრძელდა, რის შედეგებსაც პოსტსაბჭოტა სამყარო, შეიძლება ითქვას, დღემდე იმკის.


ერთ-ერთ ყრილობაზე ლავრენტი ბერიამ განაცხადა :

“ საბჭოთა მწერალი, პირველ რიგში, ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას, სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი, საბჭოთა სამშობლო და ღრმად სწამდეს მისი ძალა და ძლიერება. ის მართალი და გულწრფელი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში, მან უნდა განამტკიცოს და გააფართოვოს კავშირები მუშათა ფართო ფენებთან“


.

ამ სიტყვებში დაუფარავად მჟღავნდება სრული ავტორიტარიზმი, ხელისუფლება არავითარ საჭიროებას არ ხედავს თუნდაც თავისუფლების ილუზია შეუქმნას მოქალაქეებს, ამაში კი ძირითად როლს ლიტერატურას აკისრებს.

მწერლის დილემაც სწორედ აქ ჩნდება: და დილემა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩვნის გაკეთებას ნიშნავდა, მწერლობა თუ ერთი კაცის რუპორობა, რომელიც თავს ხალხის სულიერ და პოლიტიკურ ლიდერად და თავად ხალხად აცხადებს. აი, რატომაც ჯდებოდა ეს არჩევანი ასეთი ძვირი.




image

2
104
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
104
  
კი, მაგრამ მე არასდროს მჯროდა , რომ გალაკტიონს ამ რევოლუციის გულწრფელად სწამდა
7 მარტი, 19:25
გალაკტიონმა დროშები ჩქარა თუ სწორად მახსოვს 1917 წელს შექმნა...
0 1 2