x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაიმართა მიტინგი, სადაც "ქართულ ტერორს" აპროტესტებდნენ
imageცხინვალში გაიმართა მიტინგი იმ საინფორმაციო ხმაურის გარშემო, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარშემო დატრიალდა.აქციაზე შეიკრიბნენ უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული ადამიანების ნათესავები."ქართველი დივერსანტის" გვამი, როგორც ისინი ტატუნაშვილს მოიხსენიებენ, ჯერ არ გადაუციათ ქართული მხარისთვის.

image

ქალაქის მოედანზე შეიკრიბნენ მომიტინგეები, რომლებსაც 1989 -იდან 2008 წლამდე დაღუპულთა ფოტოები და ტრანსფარანტები ეკავათ ხელში წარწერით:"საქარათველო დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ნეშტები", "ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი ქართულ ტერორს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ", "საქართველო თქვენს კისერზეა 145 უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი."

image


"1920-იანი წლებიდან დაწყებული საქართველო მიზანმიმართულად დევნის ოს ხალხს, ჩვენ გვახსოვს "სისხლიანი შობა"(შენიშვნა:იგულისხმება 1991 წლის 6 იანვარს ქართული შსს-ს ქვეგანაყოფების შესვლა ცხინვალში), ოპერაცია"სუფთა ველის" მცდელობა, ერედვის ტრაგედია, გვახსოვს როგორ უნდოდათ ქართველ ფაშისტებს ჩვენი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ყოველი ოსის სახელი, რომლის სისხლითაცაა გაჟღენთილი ჩვენი მიწა თავისუფლების და დამოუკიდებლობის სახელით"-აღნიშნა «Рес» -სთან საუბარში რეჟისორმა თემერლან ძურცევმა.

image

მანვე დასძინა, რომ ერთი მათი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გვამის გადაცემა საქართველოს ხელისუფლებამ, მედიამ და საზოგადოებამ საერთაშორისო დონეზე აიყვანა, მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი იმ ჩვენი ბიჭების ნეშტების დაბრუნებაზე, რომელიც ქართველებმა მოკლეს?

ორგანიზაცია «Стыр Ныхас» წარმომადგენელმა, რობერტ გაგლოევმა გაიხსენა თანაკურსელის, მურატ თიბილოვის მკლელობის ფაქტი, რა დროსაც მისი მტკიცებით, ქართულმა ბანდფორმირებებმა ცოცხლად დამარხეს ასფალტის ქვეშ.

"როდესაც ქართული მხარე თავის ე.წ. გმირის ექსტრადიციას მოითხოვს, ბევრი კითხვა წარმოიქმნება ჩვენი შვილებისა და ქალიშვილების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ", - განაცხადა გაგლოევმა.

image

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, რომელიც 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში დაკავების შემდეგ გარდაიცვალა, ოჯახს ამ კვირის ბოლომდე გადასცემენ, დაღუპულის ცხედარს, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი" გადმოასვენებს.





1
184
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
2018, 6 მარტი, 23:24
ფრისში მომხდარი ტრაგედია არ ახსოვთ? როცა 9 თვის ბავშვი ჩაცხრილეს ოსებმა... სათაური იქნებ ჩაასწორებინოთ და თვითგამოცხადებული დაურთოთ ,,სამხრეთ ოსეთს"
0 1 1