კონფლიქტები ღაზა კვდება, მსოფლიო კი დუმს!!! 2012, 20 ნოემბერი, 17:21 "ღაზა კვდება, მსოფლიო კი დუმს!!!" ეს სიტყვენი ჩემმა პალესტინელმა მეგობარმა მომწერა. ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ისრაელის არმია მეშვიდე დღეა მოძრაობა "ჰამასის" წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციას აწარმოებს.დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ბავშვი. ღაზას სექტორში მიმდინარე ქმედებებთან დაკავშირებით, კომენტარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მზადაა, "ჰამასის" წინააღმდეგ საომარი მოქმედების არეალი გააფართოვოს. ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას გააფართოებს და სახმელეთო მოქმედებებს დაიწყებს. ამ ფონზე მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება ქაიროში. კონფლიქტის ზონაში კი მოლაპარაკებებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მართავს. 10000 16-ს მოსწონს
|