x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80843
  • ვიდეო:333144
  • სურათი:438224
მოზრდილობაში წარმოქმნილი ნეირონები მონაწილეობენ სენსორულ დასწავლაში

ფოტოზე ნაჩვენებია ახალი ნეირონების გენერირება მოზრდილი ადამიანის ტვინში.


image


მეცნიერებმა(Institut Pasteur/CNRS) დაამტკიცეს, რომ მოზრდილ ადამიანებში წარმოქმნილი ახალი ნეირონები რეაგირებენ უპირატესად ჯილდოსთან დაკავშირებულ სტიმულებთან და ზრდიან კავშირს სენსორულ ინფორმაციასა და ჯილდოს შორის. ამისგამო ზრდასრულობაში წარმოქმნილი ნეირონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, როგორც სენსორული სტიმულების იდენტიფიკაციაში, ასევე მათ პოზიტიური მნიშვნელობასთან დაკავშირებაში. ის ნეირონები კი, რომლებიც ახალშობილის ტვინში გენერირდებიან ამ ფუნქციას ვერ ასრულებენ.


ეს აღმოჩენები გამოქვეყნებულია ნაციონალური აკადემიის სამეცნიერო შრომებში(PNAS), 19.02.2018 .


მიუხედავად იმისა, რომ ნეირონთა დიდი ნაწილი გენერირდება ემბრიოგენეზის დროს, ძუძუმწოვრებში ზოგიერთ ტვინის უბანს შესწევს უნარი მუდმივად წარმოქმნას ახალ-ახალი ნეირონები მოზრდილთა ტვინებშიც.


ის რომ მოზრდილობაში ნეირონები მუდმივად იბადებიან დამტკიცებულია, მაგრამ ბევრი კითხვა, რომელიც ეხება მათ ფუნქციებს და ინტეგრაციის გზებს სამიზნე არეებთან, უპასუხოდ რჩება..


კვლევა, ჩატარდა აღქმისა და მეხსიერების ჯგუფის მიერ(Institut Pasteur/CNRS), პიერ-მერ ლედოს ხელმძღვანელობით, შედეგად კი ფარდა აეხადა მოზრდილობაში გენერირებული ნეირონების სპეციფიკურ დანიშნულებას. კვლევა იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ პოზიტიური მნიშვნელობის მინიჭება სენსორულ გამოცდილებაზე უშუალოდ მოზრდილობაში გენერირებული ნეირონების დამსახურებაა, და მას კავშირი არ აქვს ჩვილობაში წარმოქმნილ ნეირონებთან. სწორედ ეს ნეირონები განაპირობებენ ინდივიდების მიერ ჯილდოს პროგნოზირებას.


მეცნიერთა ჯგუფი ფოკუსირდა მოზრდილ ვირთხაში ახალი ნეირონების წარმოქმნაში, ზუსტად კი, იმ ნეირონების, რომლებიც დაკავშირებული არიან ყნოსვით ბოლქვთან(ტვინის უბანი, რომელიც სუნის ანალიზს ახდენს). ეს ნეირონები ძირითად როლს თამაშობენ ყნოსვითი სენსორული გამოცდილების დასწავლასა და დამახსოვრებაში.


მეცნიერთა ჯგუფმა(Institut Pasteur and the CNRS) აღმოაჩინა, რომ ეს ნეირონები განსხვავებულად რეაგირებდნენ ყნოსვით სტიმულებზე, იმის მიხედვით ჯილდო მოჰყვებოდა მათ თუ არა. მათ ასევე იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ თუ სუნზე ვირთხას დადებითი განმტკიცება აკავშირებდა, ერთი ნეირონის აქვიტაციაც კი საკმარისი იყო, რომ სხვა ნეირონებიც გააქტიურებულიყვნენ, ხოლო მომავალში მათი პასუხი წარსულში განცდილი დადებითი სტიმულის მსგავს სტიმულზეც იგივე იყო.


შეჯამებისთვის, ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან გვეუბნება, რომ მოზრდილობაში გენერირებული ნეირონების მნიშვნელობა არა მარტო სენსორული სტიმულების იდენტიფიკაციაა, არამედ მათი განსხვავება მინიჭებული მნიშვნელობებით. კვლევის მიხედვით, ჯილდოთი წახალისებული დასწავლა უმეტესად დამოკიდებულია ზრდასრულობის ნეიროგენეზისზე.


შედეგები რომ გადავიტანოთ ადამიანებზე, შესაძლებელია უკეთესად გავიგოთ ახალი ნეირონების როლი ჰიპოკამპში, რომლებიც კავშირშია ასოციაციით დასწავლის პროცესებთან.


0
13
შეფასება არ არის
ავტორი:მართა ვარძიელი
მართა ვარძიელი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0