x
როგორი პიროვნება ხართ თქვენი დაბადების თვის მიხედვით

დაბადების თვე ადამიანის პიროვნების დასადგენად უძველესი დროიდან გამოიყენება. სტანდარტულ ნუმეროლოგიაზე დაყრდნობით, დაბადების თვეს ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენზე. მეცნიერებისა და სტატისტიკის მიხედვით, თქვენი დაბადების თარიღი გავლენას ახდენს კარიერაზე, სიყვარულზე, სხვდასხვა დამოკიდებულებებზე და ა.შ

image

იანვარი

იანვარში დაბადებულები ლიდერები არიან. დამოუკიდებლები და ანალიტიკურები, ისევე როგორც ჭკვიანები და შემოქმედებითები. ყოველთვის გამოირჩევიან სხვებისგან. ის ქარიზმა კი, რომელიც ახასიათებთ, ადამიანებს მუდმივად ხიბლავს და იზიდავს.

პიროვნული თვისებები:

სერიოზული
თავდაჭერილი
მოტივირებული
ყურადღებიანი
კომუნიკაბელური
ჯიუტი


თებერვალი

თებერვალში დაბადებულთათვის ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია, მათი მთავარი მახასიათებელი კი თანაგრძნობის გამოხატვაა სხვებისადმი. განსაკუთრებული პარტნიორის პოვნა მთავარი მიზანია მათთვის და თუ წარმატებას ვერ მიაღწევენ ამ მხრივ, შეიძლება დეპრესიულები და ნეგატიურები გახდნენ. არიან ძალიან მზრუნველები და საუკეთესო მშობლები.

პიროვნული თვისებები:

რეალისტი
ინტელიგენტი
მიმზიდველი
მორცხვი
გულწრფელი
ლოიალური
თავმდაბალი


მარტი

მარტში დაბადებულები იღბლიანები არინ. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენის შემთხვევაში დიდი პოტენციალი აქვთ ბევრი ფული გამოიმუშაონ. მაგრამ ასევე მისი სწრაფად დაკარგვაც შეუძლიათ. ურთიერთობები ყოველთვის არ შეესაბამება მათ შეხედულებებს, მაგრამ თუ შეუყვარდათ, ეს გრძნობა საკმაოდ ღრმა იქნება.

პიროვნული თვისებები:

მიმზიდველი
მორცხვი
გულჩათხრობილი
მგრძნობიარე
გულუხვი
გამგები

აპრილი

ამბიციურები და ქარიზმატულები არიან, ლიდერობისთვის დაბადებულნი. ჯიუტები, მბრძანებლობის მოყვარულები, ჭკვიანები და კრეატიულები, რაც კარგი კომბინაციაა. ყოველთვის მეგობრებით და საყვარელი ადამიანებით არიან გარშემორტყმულნი. ძალიან მბრძანებურებიც არ უნდა იყვნენ, ეს ცოტა საფრთხილოა. ნებისმიერ შემთხვევაში კი მიზნის მიღწევაში ხელს ვერაფერი შეუშლით.

პიროვნული თვისებები:

აქტიური
დინამიური
მტკიცე
ემოციური

მაისი

მაისში დაბადებულებს უმტესად მუსიკის, მსახიობობის, წერის ნიჭი აქვთ. ძალიან შემოქმებებითები არიან. მეგობრები დიდ პატივს სცემენ. ძალიან სოციალურები არიან, ამიტომ დროდადრო განტვირთვა და ბუნებაში მარტო დარჩენა ესაჭიროებათ.

პიროვნული თვისებები:

ჯიუტი
მოტივირებული
გამგები
შრომისმოყვარე

ივნისი

ამ თვეში დაბადებულები ფანტასტიური შეყვარებულები არიან. ძალიან მგრძნობიარე და რომანტიკულები, მაგრამ დროდადრო ძლიერ ეჭვიანები. ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ იმ მომენტით უნდა იცხოვრო, რომელშიც ხარ. კეთილი გული აქვთ. ცუდად რეაგირებენ ჭორებზე.

პიროვნული თვისებები:

ზრდილობიანი
მგრძნობიარე
ჯიუტი
ტემპერამენტული
მხიარული
მეგობრული
მეოცნებე

ივლისი

მზრუნველი, თანამგრძნობი და გულწრფელი. ივლისში დაბადებულები ძალიან წრფელები არიან, ამიტომაც ყველა გარშემომყოფს უყვარს ისინი. პოტენციალი აქვთ, რომ გენიოსები იყვნენ. ძალიან მგრძნობიარენი არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპრესიისკენ აქვთ მიდრეკილება. ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მარტოხელებს, მაგრამ როგორც კი მეგობრებს გაიჩენენ ეს შეხედულება იცვლება.

პიროვნული თვისებები:

მხიარული
მშვიდი
გულწრფელი
ტაქტიანი
გონებამხვილი
მეგობრული

აგვისტო

აგვისტოში დაბადებულები ძალიან რომანტიკულები არიან. ყოველთვის ზრუნავენ სხვებზე. მათთვის ძალიან ღირებულია ურთიერთობები, ქორწინება. ყოველთვის კარგს ხედავენ სხვებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამან ზიანი მიაყენოთ. მარტივად სწავლობენ და ყოველთვის შთააგონებენ სხვებს თავიანთი ენთუზიაზმით.

პიროვნული თვისებები:

მხიარული
რომანტიკული
მეგობრული
მგრძნობიარე
ეგოისტი
უშიშარი
მამაცი

სექტემბერი

ამ თვეში დაბადებულები წარმატებას ორგანიზებულ გარემოში მიაღწევენ. ინტელიგენტურები და ხშირ შემთხვევაში მორწმუნენი არიან. მათი ყველაზე დიდი სისუსტე ისაა, რომ დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი. თუ წარმატების მირწევა მართლა უნდათ, მაშინ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალონ.

პიროვნული თვისებები:

ფრთხილი
მშვიდი
თანამგრძნობი
გამგები

ოქტომბერი

ამ თვეში დაბადებულები ძალიან იღბლიანები არიან. ყოველთვის აღწევენ თავისას. თუ ფიქრობენ, რომ რაიმეს იმსახურებენ, მაშინ აუცილებლად აღწევენ მას. ხანდახან შურისმაძიებლები და კამათისმოყვარულები არიან, მაგრამ თუ ამ ორი მახასიათებლის გაკონტროლებას შეძლებენ, მაშინ წარმოუდგენელი წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

პიროვნული თვისებები:

ლოიალური
თავდაჯერებული
ემოციური
გულწრფელი
მტკიცე

ნოემბერი

ნოემბერში დაბადებულები პოზიტიურები და მტკიცეები არიან. ყოველთვის ცდილობენ წარმატების მიღწევას. ხანდახან მატერიალური პრობლემები აღიზიანებთ, მაგრამ იმდენად შრომისმოყვარეები არიან, რომ ამას მარტივად უმკლავდებიან.

პიროვნული თვისებები:

შრომისმოყვარე
რომანტიკული
მგრძნობიარე
ემპათიური


დეკემბერი

ამ თვეში დაბადებულები დიდ დროს ატარებენ ოჯახთან და მეგობრებთან, რამაც შეიძლება პასუხისმგებლობებზე უარი ათქმევინოთ. ძალიან იღბლიანები არიან, სიმდიდრე და სიყვარული მარტივად პოულობთ. ძალიან პრაქტიკულები არიან და სტაბილური ცხოვრების წესით ცხოვრობენ.

პიროვნული თვისებები:

ინტერაქტიული
სანდო
პატრიოტი
გულუხვი
გულწრფელი

0
312
1-ს მოსწონს
ავტორი:მაშოო
მაშოო
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0