x
იცოდით? ზიგმუნდ ფროიდი ექიმი იმიტომ გახდა, რომ საყვარელ ქალზე ექორწინა

26 წლის ასაკში, ზიგმუნდ ფროიდს თავდავიწყებით შეუყვარდა 21 წლის ქალი, მართა ბერნეისი. გაცნობიდან ორი თვის შემდეგ, ისინი დაინიშნენ. ფროიდს, როგორც ღარიბ სტუდენტს, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობდა, საკუთარი ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა არ შეეძლო. მისი ლაბორატორიული სამუშაოები ამის საშუალებას არ იძლეოდა. " ჩემო საყვარელო გოგონა, ტკივილს მაყენებს იმის გაფიქრებაც კი, რომ ჩემი უძლურება საშუალებას არ მაძლევს დაგიმტკიცო შენდამი სიყვარული" – წერდა იგი მართას.

image

გაცნობიდან ექვსი თვის თავზე, ფროიდმა სამეცნიერო კარიერაზე უარი თქვა და ექიმი გახდა. მან ვენის გენერალურ საავამდყოფოში სამი წელი გაატარა. ვენაში ცხოვრება საშუალებას აძლევდა საცოლე იშვიათად მაინც ენახა, რომელიც იმ დროისთვის გერმანიაში ცხოვრობდა. ოთხ წლიანი ლოდინის შემდეგ, 1886 წლის 14 სექტემბერს, ფროიდმა და მართამ იქორწინეს. მათ 6 შვილი შეეძინათ.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად ფროიდის დიდი სიყვარულისა ცოლისადმი, მოგვიანებით მან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა მართას დასთან, მინასთან.

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:მაშოო
მაშოო
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0