x
რა კავშირი აქვს ადოლფ ჰიტლერს, ნახევარდისშვილის, გელი რაუბალის სიკვდილთან?

ანგელა, იგივე გელი რაუბალი, მეოცე საუკნის დასაწყისში გერმანიაში ცხოვრობდა. 1931 წლის 18 სექტემბერს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოყენებული იარაღი, ნახევარბიძას და შესაძლო საყვარელს, ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა. როგორც ცნობილია, ფიურერმა ახალგაზრდა ქალი მისი სახელგანთქმულობით მოხიბლა.

image

რაუბალი ჰიტლერს ყველა მოგზაურობაში თან ახლდა. საბოლოოდ კი მიუნხენში, ფიუერის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, როგორც მისი დიასახლისი. წყვილის ერთად ყოფნის პერიოდში, ჰიტლერი გელის აღმერთებდა და ყველა სხვა ქალისგან გამოარჩევდა, თუმცა დანარჩენები რაუბალს სე არ აღიქვამდნენ. ერთ–ერთმა მოწინააღმდეგემ იგი საკმაოდ უკმეხად მოიხსენია და ჰიტლერზე მანიპულირებაც კი დასდო ბრალად. გელის გარდაცვალების წინა ღამეს, წყვილმა იკამათა. სავარაუდოდ, მათ შორის შელაპარაკება იმიტომ მოხდა, რომ გელის ვენაში უნდოდა გამგზავრება. მას სურდა სხვა კაცზე ექორწინა.

თვითმკვლელობის შემდეგ, ჰიტლერის ხალხმა განაცხადა, რომ გელი მოახლოებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე ღელავდა და ტყვია თავში ამიტომ დაიხალა, თუმცა ეს ვერსია არც ისე სარწმუნო აღმოჩნდა. ამ ფაქტის შესახებ ჩანაწერები არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გელის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ცხვირიც კი გატეხილი ჰქონდა.
ჰიტლერის განმარტებას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა ნაცისტების პოლიტიკურმა გავლენამ და სამართალწარმოების მუქარამ ყველა მათგანი გააჩუმა. მიუხადავად ამისა, ჭორები რომ ჰიტლერმა რაუბალი თავად მოკლა, წლების განმავლობაში დადიოდა. ერთ–ერთი ჟურნალისტი, რომელიც დაწვრილებით იძიებდა გელის გარდაცვალებას, ნაცისტებმა მანამ დაიჭირეს, სანამ შეგროვებული ფაქტების გამოქვეყნებას მოახერხებდა. თვეების შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ გელის საქმეში რაიმე ჭეშმარიტი კვალი არ გამოჩენილა. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ვერასდროს გავიგოთ სიმართლე გელი რაუბალის გარდაცვალების შესახებ.

0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:მაშოო
მაშოო
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0