x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რას შეისწავლის კროს-კულტურული ფსიქოლოგია?

image
კროს-კულტურული ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ქცევას კულტურულ კონტექსტში.ეს განსაზღვრება შედარებით მარტივი და გასაგებია, სხვა მრავალი განმარტება კი პრობლემის ახალ წახნაგებს ავლენს და გარკვეულად რთულდება.მაგალითად, ერთ-ერთი განმარტების თანახმად კროს-კულტურული ფსიქოლოგია ყურადღებას ამახვილებს განსხვავებული გამოცდილების მატარებელ იმ მრავალფეროვანი კულტურული ჯგუფების წარმომადგენელთა ემპირიულ კვლევაზე, რომელთა გამოცდილებასაც პროგნოზირებად და მნიშვნელოვან ქცევით განსხვავებამდე მივყავართ.კროს-კულტურული ფსიქოლოგიის სხვა აღწერებიც არსებობს, თუმცა ყველა აღწერაში ცენტრალური ადგილი უკავია კულტურის ცნებას. ჩვენ შეგვიძლია განვმარტოთ კულტურა როგორც „ადამიანთა ჯგუფის მიერ გაზიარებული ცხოვრების წესი.“ განსხვავებული აღწერების მიუხედავად სფეროს მთავარი საკითხია იმის დადგენა, განცალკევებულია თუ არა ქცევა და კულტურა, თუ კულტურა ქცევის წინაპირობას წარმოადგენს ან საერთოდ იწვევს მას. სფეროსადმი „კულტურულ“ მიდგომაში იგულისხმება ინტერაქციული კავშირი კულტურასა და ქცევას შორის.

ასევე მცირედი ყურადღება ექცევა სხვა საკითხებსაც. მაგალითად, კროს-კულტურული ფსიქოლოგია დაინტერესებულია არა მარტო განსხვავებებით, არამედ საერთო ნიშნებითაც, კერძოდ: რა არის ის ფსიქოლოგიური ფენომენები, რომლებიც უნივერსალურია ყველა ადამინს შორის.

აგრეთვე არსებობენ კონტექსტუალური ცვლადები, რომლებიც ძირითადად არ იგულისხმებიან კულტურის ცნებაში, თუმცა კროს-კულტურული ფსიქოლოგია მათდამი ინტერეს იჩენს. ამის მაგალითია ბიოლოგიური ცვლადები, როგორიცაა საკვები, გენეტიკური მემკვიდრეობა და ჰორმონალური პროცესები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდნენ სხვადასხვა ჯგუფებსა და კულტურებში. მეორე ტიპის ცვლადები, რომლითაც ინტერესდება ჩვენი სფერო, არის ეკოლოგიური ცვლადები, რომლებიც დაფუძნებულია იმ მოსაზრებაზე, რომ ადამიანთა პოპულაციები არიან თავიან გარემოსთან ადაპტაციის პროცესში. ასეთი ფაქტორის მაგალითს წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობა (ნადირობა, შემგროვებლობა, მიწათმოქმედება) და პოპულაციის სიმჭიდროვე.

საბოლოო ჯამში კროს-კულტურული ფსიქოლოგია იკვლევს: მსგავსებებსა და განსხვავებებს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაში სხვადასხვა კულტურებში და ეთნოკულტურულ ჯგუფებში; ფსიქოლოგიური ცვლადების დამოკიდებულებას სოციო-კულტურულ, ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ ცვლადებთან; და ამ ცვლადების მიმდინარე ცვლილებებს.

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:დიანა ამირეჯიბი
დიანა ამირეჯიბი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0