x
მეტი
  • 15.11.2018
  • სტატია:82740
  • ვიდეო:334248
  • სურათი:440360
გამორჩეული წიგნი აგათა კრისტის შემოქმედებიდან– „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში“

image

მწერ­ლე­ბის კა­რი­ე­რა­ში საკ­მა­ოდ დიდი როლი მათ პირ­ველ წიგნს ენი­ჭე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად გან­სა­ზღვრავს მათ მო­მა­ვალს, იზი­დავს მუდ­მი­ვი მკი­თხვე­ლის დიდ ნა­წილს და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნის სტილ­სა თუ ჟანრ­ზე. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დამ­წყე­ბთათვის და უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­მომ­ცემ­ლის პოვ­ნა პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი და დე­ტექ­ტი­ვე­ბის ნამ­დვი­ლი დე­დო­ფა­ლი, აგა­თა კრის­ტი ყო­ფი­ლა. მან პირ­ვე­ლი რო­მა­ნი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს და­წე­რა, 4 წე­ლი­წად­ში კი მრა­ვა­ლი ცდი­სა და დიდი იმე­დის წყა­ლო­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა „იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მე სთა­ილზ­ში“. წიგ­ნი თა­ვი­დან მხო­ლოდ 2 დო­ლა­რი ღირ­და და არც ისე შე­სამ­ჩნე­ვი იყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე მო­იხ­ვე­ჭა პო­პუ­ლა­რო­ბა და დღემ­დე გა­მორ­ჩე­ულ ნა­წარ­მო­ე­ბად ით­ვლე­ბა კრის­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან.

წიგ­ნის სი­უ­ჟტი ინ­გლის­ში ვი­თარ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც ერთ–ერთი პერ­სო­ნა­ჟი სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში კვდე­ბა. დე­ტექ­ტი­ვი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ძა­ბუ­ლი ში­ნა­არ­სის ­გარ­და კი­დევ იმით გახ­ლავთ, რომ მას თან ახ­ლავს პერ­სო­ნა­ჟე­ბის სახ­ლის რუკა, მკვლე­ლო­ბის სცე­ნის ილუსტრა­ცია და წე­რი­ლის ფრაგ­მენ­ტი, რომ­ლე­ბიც მწე­რალ­მა თა­ვად და­ამ­ზა­და.

„იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ილი საქ­მე სთა­ილზ­ში“ აგა­თა კრის­ტიმ დე­დას მი­უ­ძღვნა. ქალს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო. კრის­ტიმ წერა სწო­რედ დე­დის რჩე­ვით და­ი­წყო ავადმ­ყო­ფო­ბი­სას და ძა­ლი­ან დიდი შრო­მი­სა და მონ­დო­მე­ბის შემ­დეგ შე­სა­ბა­მის წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია.

აგა­თა კრის­ტის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით არა­ერ­თი ფილ­მი თუ სპექ­ტაკ­ლია გა­კე­თე­ბუ­ლი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის არც „იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მე სთა­ილზ­ში“, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რა­დიო ბროდ­ქას­თი, სე­რი­ა­ლი ­და სპექ­ტაკ­ლია დად­გმუ­ლი.

სე­რი­ა­ლი აგა­თა კრის­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ჯერ კი­დევ 1990 წელს, მწერ­ლის და­ბა­დე­ბი­დან 100 წლის შემ­დეგ გა­მო­ვი­და და უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მის ერთ ეპი­ზოდ­ში კი მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის სი­უ­ჟტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

BBC რა­დი­ომ 2005 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რი 5 ნა­წი­ლი­ა­ნი ბროდ­ქას­თე­ბის სე­რია გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც ყო­ველ ორ­შა­ბათს გა­დი­ო­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უს­მენ­და საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის ხმო­ვან ჩა­ნა­წერს, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკლს, 2012 წელს ბრი­ტა­ნეთ­ში 65 წუ­თი­ა­ნი სას­ცე­ნო წარ­მოდ­გე­ნა და­იდ­გა „იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მე სთა­ილ­ზში“–ს მი­ხედ­ვით. სპექ­ტაკ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იყო თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, რად­გან მას­ში სულ 5 მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­ულ მათ­განს ერთზე მეტი რო­ლის თა­მა­ში უწევ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ წიგნს, ის ნა­თარ­გმნია ასზე მეტ ენა­ზე და თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა მისი ეგ­ზემპლა­რის შე­ძე­ნა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­ნაკ­ლი­სს არც სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს. 28 ივ­ნი­სი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სე­რი­ის „ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო“ ფარ­გლებ­ში „დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დოფ­ლის“ პირ­ვე­ლ წიგნს გა­მოს­ცემს. წიგ­ნი ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა და მისი ფასი 7 ლარი იქ­ნე­ბა.

0
38
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0