x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ თქვენ მოზარდის მშობელი ხართ უნდა იცოდეთ, რა არის ნერდი და როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვების შემდგომ წარმატებას
image


სტივ ჯობ­სი, ბილ გე­ით­სი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი, ალან ტი­უ­რინ­გი, ნი­კო­ლა ტეს­ლა - ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მსოფ­ლიო შეც­ვა­ლეს, თუმ­ცა გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, მათ კი­დევ ერთი რამ აერ­თი­ა­ნებთ - ისი­ნი ყვე­ლა ნერ­დე­ბი არი­ან. ეს არის მათი ხა­სი­ა­თის მთა­ვა­რი შტრი­ხი, რა­მაც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ასე­თი წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე სწო­რედ ნერ­დო­ბის გამო არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რან და­ცინ­ვის, ბუ­ლინ­გის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.


თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ხში­რად ის­მის ტერ­მი­ნე­ბი: ნერ­დი, გიკი, ბუ­ლინ­გი, თუმ­ცა მათი ზუს­ტი გან­მარ­ტე­ბა ჯერ კი­დევ ბევ­რმა არ იცის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ ამ ყვე­ლაფ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მო­ზარ­დებს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სწო­რი მი­მა­თუ­ლე­ბა მის­ცენ, სწო­რად მარ­თონ მათი ხა­სი­ა­თი და ნერ­დო­ბა თუ გი­კო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი გა­ხა­დონ.


და მა­ინც რა არის ნერ­დი? ერთ-ერთი გან­მარ­ტე­ბით ნერ­დი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლეა, უყ­ვარს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, კო­მიქ­სე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის წიგ­ნე­ბი და ამ ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გა­დაც ერ­კვე­ვა. ნერ­დე­ბი ხში­რად უყუ­რე­ბენ ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს. ხა­სი­ა­თის კი­დევ ერთი სა­ერ­თო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შტრი­ხი კი ისაა, რომ ისი­ნი ნაკ­ლე­ბად სო­ცი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან.



ნერ­დე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბოლო პე­რი­ოდ­ში არა ერთი წიგ­ნი და­ი­წე­რა და ფილ­მი შე­იქ­მნა. ფი­ლიპ ოზ­ბორ­ნის „ნერ­დის დღი­უ­რი“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბია ნერ­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა და მალე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზეც გა­მოჩ­ნდე­ბა. წიგ­ნი „პა­ლიტ­რა L”-ის სე­რი­ის „ლი­ბერ­ქიდსის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა. სე­რია გან­კუთ­ვნი­ლია მო­ზარ­დე­ბის­თვის 8-წლი­დან.


image


ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გმნ „ნერ­დის დღი­ურს“ უკვე გა­ეც­ნო ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გი ჯანა კა­ხი­ა­ნი, რო­მე­ლიც მშობ­ლებს ასე­თი რე­კო­მენ­და­ცი­ას სთა­ვა­ზობს:


„დღეს მე წა­კი­თხუ­ლი მაქვს უამ­რა­ვი წიგ­ნი და მათი ში­ნა­არ­სი არ მახ­სოვს დე­ტა­ლუ­რად, თუმ­ცა მახ­სოვს ის ემო­ცია, რო­მე­ლიც ამ წიგნ­მა და­ტო­ვა. „ნერ­დის დღი­ურ­მა“ სწო­რედ ის და­დე­ბი­თი ემო­ცია და­ტო­ვა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. მე ვფიქ­რობ, იგი­ვე ემო­ცია ექ­ნე­ბა მის ყვე­ლა მკი­თხველს. 21-ე სა­უ­კუ­ნის თა­ო­ბას ბევ­რი ინ­ტე­რე­სი აქვს: კომ­პი­უ­ტე­რი, ფენ­ტე­ზის ჟან­რის ფილ­მე­ბი, თა­მა­შე­ბი, კო­მიქ­სე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ ეს წიგ­ნი ფი­ლიპ ოზ­ბორნ­მა და­ახ­ლო­ე­ბით კო­მიქ­სის სტილ­ში და­წე­რა. აქ აღ­წე­რი­ლი არი­ან ნერ­დე­ბი. აქ კარ­გად ჩანს მშობ­ლის როლი, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ მშობ­ლებ­მაც წა­ი­კი­თხონ. არ არის სწო­რი, როცა მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბია, იმი­ტომ რომ ამ ასაკ­ში ბავ­შვებს უყ­ვართ თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის­თვის ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა. მათ სწო­რად უნდა გა­ვუ­გოთ და მათ გან­ვი­თა­რე­ბა­საც სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა მივ­ცეთ, “ - გან­მარ­ტავს ჯანა კა­ხი­ა­ნი.


ვიდეო >>>


„ლი­ბერ­ქიდსის“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძის გან­მარ­ტე­ბი­თაც, ეს არის აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კი­თხი წიგ­ნი რო­გორც 8-წლი­დან ბავ­შვე­ბის­თვის, ისე მათი მშობ­ლე­ბის­თვის, იმის­თვის, რომ ბავ­შვებ­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია შეძ­ლონ.


„ეს წიგ­ნი არის ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც არი­ან ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი, ნაკ­ლე­ბად სო­ცი­ა­ლუ­რე­ბი და გა­აჩ­ნი­ათ გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლებ­ში ასე­თი ბავ­შვე­ბი ხში­რად იჩაგ­რე­ბი­ან. სწო­რედ ასე­თია წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟიც. მას მე­გობ­რე­ბის ვიწ­რო წრე ჰყავს. ის ცდი­ლობს სკო­ლა­ში ყო­ველ­დღი­ურ ჩაგ­ვრას გა­ექ­ცეს და სა­კუ­თა­რი სამ­ყა­რო შექ­მნას. მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­თან ერ­თად, ბავ­შვი წიგნ­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ეც­ნო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მიღ­წე­ვე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. წიგნ­ში მრავ­ლა­დაა კო­მიქ­სე­ბი, ფენ­ტე­ზის და სა­მეც­ნი­ე­რო ელე­მენ­ტე­ბიც. ეს წიგ­ნი გა­ნა­ვი­თა­რებს ბავ­შვე­ბის წარ­მო­სახ­ვას და აა­მაღ­ლებს მათ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას - გან­მარ­ტავს გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძე.


ნერ­დე­ბის შე­სა­ხებ ამ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნის ყიდ­ვას ქარ­თველ მკი­თხვე­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შეძ­ლებს.

1
617
9-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
617
  
2018, 30 აგვისტო, 12:41
პირველად მესმის ეგ სიტყვა.
0 1 1