x
როგორ ვირჩევთ პარტნიორს? - პარტნიორის შერჩევა და სიყვარულის სამ ფაქტორიანი მოდელი


პარტნიორის შერჩევა და სიყვარულის სამ ფაქტორიანი მოდელი

image



როგორ ირჩევენ ადამიანები პარტნიორს (მეუღლეს)?


პარტნიორის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ - ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ანატომიური, ზნეობრივი და კულტურული ფაქტორები. ასევე მნიშვნელოვანია დაბადების ადგილი, როგორ ოჯახში გაიზარდა, რელიგია.


ფროიდის აზრით, პარტნიორის შერჩევას საფუძვლად უდევს ბავშვის ლტოლვა საპირისპირო სქესის მშობლისადმი. არაცნობიერი პროცესის წყალობით ისინი ახდენენ თავისი სიყვარულის გადატანას სოციალურად მისაღებ ობიექტზე.


ვინჩის კომპლემენტალური (შემავსებელი) მოთხოვნილებების თეორიის თანახმად, საპირისპირო ნიშნების მქონე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. წყვილმა უნდა შეავსოს ერთმანეთი. მაგალითად, დაბალ მამაკაცს მოსწანს მაღალი ქალები, რბილ მამაკაცს კი შეიძლება იზიდავდეს ენერგიული ქალბატონები.


ყოველი ინდივიდი ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. შეყვარებულებეს უნდა ჰქონდეთ მსგავსი სოციალური ნიშნები (მიზანი, განწყობა, ღირებულებები, სოციალური როლი) და ფსიქოლოგიურად უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. კმაყოფილება, სიამოვნება და ჯილდო არის ის ძალები, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორების დაახლოვებას. ვინჩი არ მიიჩნევს, რომ ყველამ შელძლება იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. ეს თეორია გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რატომაა ჩვენთვის მომხიბვლელი კონკრეტული ადამიანი.


თუ საპირისპირო ნიშნების მქონე ადამიანები მიიზიდავენ ერთმანეთს, როგორ ხდება პარტნიორის შერჩევა მსგავსი ნიშნების საფუძველზე?


ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიძლება მოვიყვანოთ ავსტრიელი მეცნიერის ო. ვეინინგერის თეორია. ვაინინგერის აზრით, ყველა ადამიანს აქვს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის თვისებები. მაგრამ მამაკაცებს მეტი აქვთ მამაკაცური თვისებები, ხოლო ქალებს - ქალური. პარტნიპრებს შორის ჰარმონია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი შეავსებენ ერთმანეთს. ეს კი შესაძლებელია მათი როგორც მსგსვსების, ასევე განსხვავების შემთხვევაში.


მაგალითად, დავუშვათ კაცს აქვს 73% მამაკაცური თვისებები და 27% ქალური თვისებები. ამ შემთხვევაში მისთვის იდეალური პარტნიორი იქნება ქალბატონი, რომელსაც აქვს 73% ქალის და 27% მამაკაცის თვისებები. ამ შემთხვევაში ქალბატონს აქვს 27% მამაკაცური თვისებების, რომელიც აკლია მამაკაცს 100%-მდე. კაცს კი აქვს ასევე 27% ქალის თვისებების, რომელიც აკლია ქალბატონს 100%-მდე. ამავე დროს მათი წამყვანი მაჩვენებელია - 73% მამაკაცის და 73% ქალის თვისებების, ე.ი. მათ აქვთ საპირისპირო ნიშნები და ამიტომ ისინი ავსებენ ერთმანეთს.


თუ მამაკაცს და ქალბატონს აქვს 50%-50% ქალის და მამაკაცის თვისებები, მაშინ ამ წყვილს გააერთიანებს მსგავსება.


სენტერსის ინსტრუმენტალური თეორიის მიხედვით, ადამიანს იზიდავს იმისადმი ვისი მოთხოვნილებებიც მსგავსია ან ავსებენ ერთმანეთს. ის მიიჩნევს, რომ ზოგი მოთხოვნილება (მაგალითად, კუთვნილების და სქესობრივი მოთხოვნილება) უფრო მნიშვნელოვანია, სხვა მოთხოვნილებებთან შედარებით. ზოგი მოთხოვნილება უფრო მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი, ზოგი კი ქალებისთვის.


მურშტეინის სტიმული-ღირებულება-როლის თეორია კი გულისხმობს კარგი შენაძენის გაკეთებას. პარტნიორის შერჩევა მოტვირებულია იმით, რომ რაც შეიძლება საუკეთესო ვარიანტი მიიღო. მურშტეინი გვთავაზობს ფილტრის მეთოდს, რათა აჩვენოს ის ეტაპები რომლებსაც ადამიანები გადიან პარტნიორის შერჩევისას - ხდება ყველა არასაურველი პრეტენდენტის გაფილტვრა და საუკეთესოს შერჩევა. ეს ფილტრებია: გეოგრაფიული მდებარეობა; ფიზიკური მიზიდულობა; მოთხოვნილებათა თანხვედრა; რასობრივი, ეთნიკური თანხვედრა; რელიგიური თანხვედრა; სოციოეკონომიკური კლასის კუთვნილება; ასაკობრივი თანხვედრა.


პარტნიორის შერჩევისას მურშტეინი გამოყოფს 3 თანამიმდევრულ ეტაპს, რომელიც მოიაზრებს გაფილტვრას საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.


პირველი ეტაპი ესაა სტიმულის ეტაპი, როდესაც გვექმნება პირველი შტაბეჭდილება ადამიანზე. ყურადღება მახვილდება ადამიანის ქცევაზე, ფიზიკურ და მენტალურ მახასიათებლებზე. შეფასების შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება ურთიერთობის გაგძრელების (ან შეწყვეტის) შესახებ.


ღირებულებების შედარების ეტაპი - ხდება შედარდება ერთმანეთის ღირებულებების, რამდენად შეესატყვისება ისინი ერთმანეთს და ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ხდება იმის გარკვევა, ემთხვევა თუ არა მათი ინტერესები, ღირებულებები, განწყობები.


როლის ეტაპზე პარტნიორები არკვევენ რამდენად თანხვედრაშია მათი როლები ოჯახში ან სხვა სახის ურთიერთობის შესრულებისას.


ზიდლერის თეორია. ამ თეორიის თანახმად პარტნიორის შერჩევა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ფილტრაციის პროცესი.



პირველ ეტაპზე ხდება სოციალურად მისაღები პარტნიორის შერჩევა (ფილტრაცია).

მეორე ეტაპზე ხდება ფსიქოლოგიურად, სექსუალურად, ანატომიურად და ესთეტურად მისაღები პარტნიორის შერჩევა. მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, გამოცდილებას, ცოდნას, ოჯახიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს, პროფესიულ კარიერას.


გასული საუკუნის 70-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო დევისის და კერკგოფის ფილტრების თეორია. პარტნიორის შერჩევა, სქემატურად შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ფილტრების თანმიმდევრული გავლის პროცესი. ამ თეორიის თანახმად, პარტნიორის შერჩევა გაივლის 4 ფილტრს:

  • საცხოვრებელი ადგილის ფილტრი. აქ გაიფილტრება ის ადამიანები ვისაც ვერასოდეს შევხვდებით.
  • ჰომოგამიის ფილტრი (ბერძ. Homos - მსგავსი, gamos - ქორწინება). გაფილტვრა ხდება სოციალური კრიტერიუმების საფუძველზე. ადამიანი შედის კონტაქტში იმ პარტნიორთან, ვინც მომხიბვლელად ეჩვენება.
  • მსგავსი ღირებულებების ფილტრი. ურთიერთობა მყარდება მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანთან.
  • როლური მოლოდინების ფილტრი. ურთიერთობა მყარდება მსგავსი როლური მოლოდინების მქონე პარტნიორებს შორის.

ლ. გოზმანის მიხედვით, ერთი ადამიანის მეორის მიმართ ემოციურ ურთიერთობას, ატრაქციას (ლათ. Attraction - მიზიდვა, მიზიდულობა) განაპირობებს 3 კრიტერიუმი. ლ.გოზმანის მოსაზრებას შეიძლება ვუწოდოთ ”3 ფილტრის თეორია”:

  • ფიზიკური მომხიბვლელობა - ადამიანი ფასდება მომხიბვლელად, თუ ის შეესატყვისება ადამიანის შინაგან კრიტერიუმებს. ეს პარამეტრი უფრო მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის, ვიდრე ქალბატონებისთვის.
  • სოციალური კრიტერიუმი - ხდება პარტნიორის შერჩევა: სოციალური სტატუსის, განათლების, ასაკის, პროფესიის, ეროვნების მატერიალური მდგომარეობის და ინტერესების მიხედვით.
  • ფსიქოლოგიური კრიტერიუმი - აქ ყურადღება ეთმობა ხასიათის და ჩვევების მსგავსებას, მოსალოდნელ როლურ ქცევას. ეს ”ფილტრი” შეიცავს ჩვენ აზრს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ასრუ­ლებდეს როლს მეუღლე, შეყვარებული, მეგობარი.

სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში და სხვადსხვა სიტუაციაში დომინანტურია სხვადასხვა კრიტერიუმი. მოზარდობის ასაკში მეტი მნიშვნელობა ენიჭება პირველ კრიტერიუმს, მოზრდილობაში კი მეორე და მესამე კრიტერიუმს, ხოლო ალკოჰოლური თრობისას ”ფილტრების” კრიტიკულობა ეცემა.


რობერტ სტერნბერგის სიყვარულის სამკოპონენტიანი თეორია

სტერნბერგი მიიჩნევდა, რომ სიყვარულს აქვს 3 შემადგენელი ნაწილი: ინტიმურობა, ვნება, გადაწყვეტილება/ვალდებულება. ავტორის აზრით სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს პირველ რიგში რომელიმე ერთ ამ კომპონენტს, ან ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს. ავტორის აზრით ეს განსხვავებული შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიყვარუ­ლის შვიდი შესაძლებელი ტიპი. მეშვიდე ტიპი, რომელიც შეიცავს სამივე ბაზისურ კომპონენტს თანა­ბარი პროპორციით, არის იდეალური, სრულყოფილი სიყვარული.

ეს სამი ბაზისური კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს:

ინტიმურობა - სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორე­ბი. ადამიანებს აქვთ საერთო ინტერესები, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს და ემოციებს, მხარში უდგანან ერთმანეთს, სიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

ვნება - ეს არის ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც მივყავართ სექსუალურ ურთიერ­თობასთან. თუმცა სქესობრივი მოთხოვნილების გარდა, ვნებას შეიძლება იწვევდე სხვა ტიპის მოთხოვნილებებიც. მაგალითად, თვითპატივისვემის მოთხოვნილება, ვინმესადმი კუთვნილების მოთხოვნილება, რთულ სიტუაციაში მხარდაჭერის მოთხოვნილება. ზოგჯერ სიახლოვე იწვევს ვნებას, ზოგჯერ კი ვნებას მოსდევს სიახლოვე. არის შემთხვევები როცა ვნებას არ ახლავს სიახლოვე, სიახლოვეს კი ვნება (მაგალითად, სიბლინგების უღთიერთობა).



გადაწყვეტილება/ვალდებულება - ეს კომპინენტი შეიცავს ხანმოკლე და ხანგრძლივ ასპექტს. ხანმოკლე ასპექტი აისახება გადაწყვეტილებაში, რომ ერთ ადამიანს უყვარს მეორე; ხოლო ხანგრძლი კი - ვალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტერნბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:

  • ვნების ან ვალდებულების გარეშემო
  • რომანტიკული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და ემოციონალურად იზიდ­ავენ ერთმანეთს, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).
  • მეგობრობა-სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვალდე­ბულე­ბებს (ხანგრძლივი ვალდებულება - მეგობრობა, როგორიცაა ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალე­ბულია).
  • ძლიერი გატაცება - შეიცავს მხოლოდ ვნებას (ვნებიანი, მოზღვავებული
  • მოწონება - რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას (მეგობრობა სიყვარული ინტიმურობის ან ვალდებულებების გარეშე).
  • მოგონილი სიყვარული - შეიცავს ვნებას და ვალდებულებას. ვალდებულება ემყარება ვნებას, მაგრამ ხანგრძლივი ასპექტის და სიახლოვის გარეშე.
  • ჩამქრალი (Empty) სიყვარული - შეიცავს მხოლოდ გადა­წყვეტი­ლება/ვალდებულებას ინტი­მურობისა და ვნების გარეშე. ვალდებულება გრძელდება ინერციით
  • სრულყოფილი სიყვარული - შეიცავს სამივე კომპონენტს - ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება/ვალდებულებას.
  • სრულყოფილი სიყვარული - შეიცავს სამივე კომპონენტს - ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება/ვალდებულებას.

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0