x
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება

ინტელექტის გაგება ფსიქოლოგიაში მრვალნაირია. სხვადასხვა თეორიულ საფუძველზე მდგარი ავტორი სხვადასხავანაირად განმარტავს ინტელექტს. ხშირად მას აზროვნების სინონიმად ხმარობენ. სიტყვა ინტელექტი მომდინარეობს ლათინურიდან „intelectus“ და ქართულად გონიერებას, გაგებას, წვდომას ნიშნავს. ეს ტერმინი ლათინური თარგმანია ბერძნული ცნებისა „ნუს“ – გონება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველას გვესმის, თუ რას ნიშნავს ინტელექტი. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი „უფრო მეტად ჭკვიანია“, ვიდრე სხვები. ჩვენ ამ სიტყვას გონიერების სინონიმად ვხმარობთ. შეფასება „ის ინტელექტუალური ადამიანია“ ან „ძლიერი ინტელექტის პატრონია“, ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ძლიერი აბსტრაქტული აზროვნებით და თანმიმდევრული ლოგიკით გამოირჩევა.

ინტელექტის გაზომვა

image


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინტელექტის შესწავლისას ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ისეთი პრაქტიკული საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა ინტელექტის გაზომვის საუკეთესო გზების მოძებნა. ინგლისელი მეცნიერი ფრანსის გალტონი (მე-19
საუკუნე) იყო პირველი, ვინც ცდილობდა შეესწავლა ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებები და გაეზომა მათი გონებრივი უნარები.
1904 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ევალებოდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების შესწავლა და მათი სასწავლო უნარების შეფასება. საჭირო გახდა ბავშვის გონებრივი განვითარების დონის განსზღვრისათვის ადეკვატური საზომი სისტემის შექმნა. ამ ამოცანამ მიიპყრო ფრანგი ფსიქოლოგის ალფრედ ბინეს ყურადღება. რამდენადაც მასწავლებელთა დასკვნები იმის შესახებ თუ ვის უნდა მიეღო სპეციალური განათლება არ იყო დამაჯერებელი და საკმაოდ სუბიექტურ ხასიათს ატარებდა. ა.ბინემ დაიწყო მუშაობა მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების მოსახერხებელი, მეტ–ნაკლებად ობიექტური პროცედურის მომზადებაზე. ალ ფრედ ბინე და თეოდორ სიმონი ცდილობდნენ გამოეყენებინათ გაზომვის სხვადასხვა ხერხი, რათა განესხვავებინათ ერთმანეთისაგან მაღალი და დაბალი შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მრავალი ცდის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომელთაც ჰქონდათ საუკეთესო მსჯელობის და მიმართებათა დამყარების უნარი გააჩნიათ ტენდენცია უკეთესი ყურადღების, ლექსიკური მარაგის და სხვა შესაძლებლობების გამომჟღავნებისა.
ინტელექტის გაზომვის მიზნით
ჩატარებული კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ:
1. არ არსებობს მკვეთრ ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის.
2. არსებობს განვითარების დონის ფართო დიაპაზონი.
3. მოსახლეობაში გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებლის დადგენა დამოკიდებულია იმ სტანდარტზე, რომელსაც მიიჩნევენ ნორმად, ან იმ კრიტერიუმების მიხედვით, რითაც განსაზღვრავენ
გონებრივ ჩამორჩენილობას.
4. ის მოსაზრება, რომ ნორმიდან ქვედა გადახრები (ანუ გონებრივად ჩამორჩენილები) უფრო ხშირია, ვიდრე ზედა (ანუ ტალანტები) მოკლებულია საფუძველს.
5. მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვები უფრო მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გონებრივი განვითარების მიხედვით, ვიდრე უმცროს ასაკში, მოკლებულია საფუძველს.

ინტელექტის მოდელები

image



აღსანიშნავია, ინტელექტისადმი ფსიქომეტრული მიდგომა მრავალი წელი დომინირებდა ფსიქოლოგიაში. თავად, ფსიქომეტრული მიდგომა ინტელექტისადმი გარკვეული ხარისხით ეფუძნება სტატისტიკურ ფაქტორულ–ანალიზურმეთოდს. ფაქტორული ანალიზის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა აღწერის გამარტივება ცვლადების მაქსიმალური შემცირებით. ფაქტორული ანალიზის საშუალებით ხდება ტესტების საერთო მომენტების გადაფარვის გამოვლენა და შესაბამისად იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომელიც
ამ გადაფარვას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ტესტი რომელიც ამა თუ იმ უნარს იკვლევს ერთი ძირითადი ფაქტორის ქვეშ შეიძლება გაერთიანდეს. შესაბამისად, ინტელექტის ცნება კრებით ხასიათს ატარებს. ფსიქომეტრული გაგებით ინტელექტი არის IQ ე.ი. გონებრივი და ქრონოლოგიური ასაკის შეფარდება, რომელიც
მოიცავს სხვადასხვა უნარს, ვლინდება სხვადასხვა უნარში. ფაქტიურად, ძირითადი კრიტერიუმი, რომელსაც ზომავს ტესტთა უმეტესობა –აკადემიური მოსწრების რამოდენიმე ასპექტია. მართალია,
IQ ტესტები განსაზღვრავენ ინდივიდუალურ განსხვავებებს
უნარებში, მაგრამ ძალიან ცოტას გვეუბნებიან ამ უნარების ბუნების შესახებ. სტანდარტული ტესტების მიზანი, ფაქტიურად არის ინტელექტში ჩართული კომპლექსური პროცესების გაზომვა.
მათი უმეტესობა ვერბალური ხასიათისაა, მეტყველებით არის გაშუალებული და გარკვეულ გამოცდილებას ეყრდნობა. ამდენად, ისმის კითხვა თუ რას იკვლევს ბოლოს და ბოლოს, სტანდარტიზებული IQ ტესტი: შეთვისებულ ცოდნას, ჩვევებს თუ სუფთა ინტელექტს ანუ გონიერებას?! მათი ვერბალური ხასიათი და კულტურული გამოცდილებით შეზღუდულობა ცხადია ართულებს საქმის ვითარებას.
ამ ხარვეზის დასაძლევად შეიქმნა ტესტები, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ თავისუფალია ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებებისაგან (მაგალითად, კეტელის კულტურისაგან თავისუფალი ტესტი, ელის–დევისის თამაშები, რავენის ტესტი) ამ ტესტებში ავტორები ეცადნენ მინიმუმადე დაეყვანათ მეტყველების, გამოცდილების და ცოდნის როლი. იმისდა მიხედვით, თუ რას გულისხმობს ავტორი „ინტელექტის“ ცნების ქვეშ, ტესტსაც
შესაბამისი ხასაითი აქვს. მაგალითად, ბინეს მიხედვით, ინტელექტი არის განსჯის, გამჭრიახობის, ინიციატივის უნარი. მისი ტესტი ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ინტელექტი ერთი მთლიანი, უნიტარული ფენომენია.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ინტელექტის გასაზომი სკალები მრავალფეროვანია, თუმცა მისი გაზომვის გზების კვლევები კვლავაც გრძელდება და მუშავდება.

image



0
152
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0