x
ინკლუზია და თანამედროვე საზოგადოების როლი

image

ინკლუზიური განათლება. საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ განვითარდა
და დღესდღეობით რა ბერკეტებია საჭირო ინკლუზიურ-პროფესიულ განათლებაში, რათა სრული
ინტეგრაცია მოხდეს შ.შ.მ. და ს.ს.ს.მ პირებისა
გარემოსთან. საქართველოში არც ისე მცირეა ამ კატეგორიის ბავშვების რაოდენობა. ზოგიერთი
მათგანი ოჯახში იზრდება, ზოგიც - სპეციალურ თავშესაფარში. პირველნი -მშობლების მზრუნველობით
არიან გარემოცულნი; მეორენი - სახელმწიფოსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყურადღებით,
მაგრამ ადამიანთა კოლექტივთან მათი ინტეგრირების საკითხი დღესდღეობით მაინც ძალზე მტკივნეულია.


ინკლუზია
იძლევა შესაძლებლობას, რომ შ.შ.მ და ს.ს.ს.მ პირებმა ისწავლონ სკოლაში ტიპური განვითარების
ბავშვებთან ერთად. ამის მისაღწევად სახელმწიფომ არაერთი რეფორმა გაატარა, რომელიც მორგებულია
შ.შ.მ და ს.ს.ს.მ პირებისთვის, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა მოარგო
საგამოცდო სისტემა უსინათლო და ყრუ-მუნჯ პირთათვისაც. ინკლუზიურ საზოგადოებაში მიუღებელია
ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია.


შ.შ.მ. და ს.ს.ს-მ პირებს შეუძლიათ განათლების
მიღება. განათლების და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული პროფესიული განათლების
განვითარებაში. დღესდღეობით არსებობს არაერთი პროფესიული დაწესებულება, როგორც თბილისში,
ასევე რეგიონებში. შ.შ.მ და ს.ს.ს პირებს კი შეუძლიათ წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა
და გაზაფხულზე, ჩააბარონ სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მათთვის სასურველ პროფესიაზე.
პროფესიათა არჩევანი მრავალფეროვანია, დაწყებული მზარეულობით, დამთავრებული მეფილე-მომპირკეთებელის
პოფესიით.


პრობლემის
მოსაგვარებლად საზოგადოებისა და სახელმწიფოს თანაბარი ძალისხმევაა საჭირო.


შ.შ.მ
და ს.ს.ს. მ ბავშვები საზოგადოების ღვიძლი შვილები არიან. ადამიანთა კოლექტივთან მათი
ინტეგრირება ძალდაუტანებლად უნდა მოხდეს. მათ მიმართ განსაკუთრებული სითბოს, გულისხმიერების, ნივთიერი
თუ სულიერი თანადგომის გამოვლენა თუმცა არასაკმარისია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი
პირობაა იმისა, რომ საზოგადოებისათვის ზედმეტ ადამიანებად არ იგრძნონ თავი და ისინი
უნდა განიმსჭვალონ იმ აზრით, რომ ძალუძთ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება; რომ ისინი
უყვართ, სტკივათ მათი სატკივარი და ყველაზე მთავარი - საზოგადოების სრულფასოვან წევრებად
ითვლებიან.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0