x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
რას გულისხმობს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

image
უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი გვსმენია მძიმე და ხანგრძლივ ემოციურ აშლილობაზე, რომელიც მთელი რიგი ტრავმული მოვლენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს. ემოცური აშლილობების გამომწვევი ტრავმული მოვლენა შესაძლოა იყოს ახლობელი ადამიანის გარდაცვლაბა, სხვისი სიკვდილის ნახვა ან სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია, რეალური სერიოზული დაზიანება ან დაზიანების მუქარა, რეალური სექსუალური ძალადობა ან ძალადობის საფრთხე. გარემოს მოვლენათა რიცხვში შედის, ასევე, იმის ცოდნა, რომ მატრავმირებელი მოვლენა შეიძლება დაემართოს ოჯახის წევრს, ახლობელს, მეგობარს და ტრავმული მოვლენების დეტალების გამუდმებული ექსპოზიცია (როგორიცაა ტერორისტულ შეტევაზე პირველი რეაგირება, როდესაც გარდაუვალი ხდება ადამიანის ცხედრებთან შეხება), რომელსაც შემდგომში მსხვერპლი კიდევ და კიდევ განიცდის მოგონებისა და ღამის კოშმარების სახით. როდესაც მოვლენები მოულოდნელად ხდება, მათ თან ახლავს ძლიერი ემოცია და მსხვერპლში ის კვლავ და კვლავ ცოცხლდება. ეს მოვლენა ფლეშბეკკის სახელით არის ცნობილი.


შემთხვევათა უმრავლესობაში ტრავმული მოვლენის მსხვერპლი არიდებს ყველაფერს, რაც ტრავმას ახსენებს. ამ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ ემოციური რეაქციების დამახასიათებელი შეზღუდვა ან სიჩლუნგე, რაც, შესაძლოა ხელს უშლიდეს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. მათ ზოგჯერ არ შეუძლიათ გადატანილი მოვლებნის გარკვეული ასპექტების გახსენება. შესაძლებელია, რომ ტრავმული მოვლენის მსხვერპლი გაუცნობიერებლად ცდილობდეს თავად ემოციის გამოცდილებისთვის თავის არიდებას, ვინაიდან ინტენსიურმა ემოციებმა ტრავმის შესახებ მოგონებები შეიძლება გააცოცხლოს. და ბოლოს, ეს ადამიანები, როგორც წესი, ქრონიკულად ზეაგზნებულები არიან, ადვილია მათი შეშინება, მალე ბრაზდებიან. მათ მიერ ხშირად განხორციელებული რისკიანი და თვითდამანგრეველი ქცევები სწორედ მომატებული აგზნებისა და რეაქტიულოის ერთ-ერთი ნიშანია. ასევე, შესაძლებელია რომ ინდივიდი გადაჭარბებული აგზნების ნაცვლად განიცდიდეს დოსიცოიაციას ანუ არარეალურობის განცდას ჰქონდეს და ჩვეულებრივ მდგომარეობაზე ნაკლებად აგზნებული იყოს.

ეს არის მდგოამრეობა, რომელსაც პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას უწოდებენ. მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1666 წელს ბრიტანელი ჟამთააღმწერი სამუელ პეპისი ლონდონის დიდი ხანძრის თვითმხილველი იყო. ხანძარმა მნიშვნელოვნაი დანაკარგი მოუტანა ქალაქს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქაოსი შექმნა. პეპისმა იმდენად ცხადად აღწერა იმდროინდელი მოვლენები, რომ ნაშრომი დღესაც კარგად იკითხება, მაგრამ თავად ვერსად გაექცა საშინელი მოვლენის ეფექტს. ხანძრიდან ექვსი თვის შემდეგ ის წერდა: "უცნაურია, რომ არ შემიძლია ყოველდღე ამაზე არ ვიფიქრო. ღამით ვერ ვიძინებ ცეცხლის საშინელი შიშის გარეშე დილის ორ საათამდე ვერ ვიძინებ ხანძარზე ფიქრის გამო". ძილის სირთულეები და ინტრუზიული/აკვიატებული აზრები, რომელიც კვლავ და კვლავ მეორდება ამ აშლილობის მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს. პეპისი აღწერს დანაშაულის გრძნობას, რომ თვითონ და მისი ქონება გადარჩა მაშინ, როდესაც სხვებმა ეს ვერ მოახერხეს. მას გარიყულობისა და ხანძართან დაკავშირებული ემოციების დაჩლუნგების განცდაც ჰქონდა, რაც ზოგადად, ასევ ახასიათებს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას.

ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობა ავლენს სტრესულ მოვლენაზე ძლიერ რეაქციებს, რომლებიც ხშირად ერთი თვის მანძილზე ნელ-ნელა ლაგდება, პოსტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზის დასმა არ ხდება ტრავმული მოვლენიდან, სულ მცირე, ერთი თვის მანძილზე. გადავადებული დასაწყისის მქონე პოსტტრავმულ სტრესული აშლილობის შემთხვევაში ინდივიდებს მცირე რაოდენობის ან არანაირი სიმპტომები არ აღენიშნბებათ ტრავმული მოვლენიდან უშუალოდ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. სიმპტომები, სულ მცირე, 6 თვის შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა ერთი წლის შემდეგაც ჩამოყალიბდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სრული სურათი.


როგორც აღვნიშნეთ, შეუძლებელია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზტირება ტრავმიდან, სულ ცოტა, ერთი თის განმავლობაში. დაავადებათა საკლასიფიკაციო სიტემაში აღწერლი იყო აშლილობა, რომელსაც მწვავე სტრესული აშლილობა ჰქვია. ეს არის ნამდვილი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ან მისი ძალიან მსგავსი მდგომარეობა, რომელიც ტრავმიდან პირველივე თვის განმავლობაში აღენიშნებათ ადამიანებს და განსხვავებული დასახელება ხაზს უსვამს იმ ვითარებას, რომ ზოგიერთ ადამიანს მწვავე სტრესული სიმპტომები ტრავმული მოვლენიდან უმალვე აღნიშნება. უახლესი კვლევების მიხედვით, მწვავე სტრესული აშლილობის მქონე ინდივიდთა 50%-ს უყალიბდება პოსტტრავმული სტრტესული აშლილობა, მაგრამ ეს კვლევები იმაზეც მიუთითებენ, რომ ტრავმაგადატანილ ინდივიდთა 53%, რომელთაც არ ჩამოუყალიბდათ პოსტტრავმული აშლილობა, არ აკმაყოფილებენ მწვავე სტრესული აშლილობის კრიტერიუმებს ტრავმიდან ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად უნდა ითქვას რომ ადრეული რეაქციები არ არის აუცილებლად კარგი პრედიქტორი იმისა, თუ ვის ჩამოუყალიბდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ვის - არა.


0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0