x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ავიწყდება თუ არა ადამიანს ის, რაც მისთვის უსიამოვნოა და ამახსოვრდება თუ არა უფრო დიდხანს ის მოვლენები, რომლებიც მისთვის სასიამოვნო და პოზიტიურია?
image



მეხსიერების კვლევით მრავალი მეცნიერი დაინტერესდა, მათ მეხსიერება სხვადასხვა კუთხით იკვლიეს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია ავიწყდება თუ არა ადამიანს ის რაც მისთვის უსიამოვნოა და ამახსოვრდება თუ არა უფრო დიდხანს ის მოვლენები რომლებიც მისთვის სასიამოვნო და პოზიტიურია? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულა არაერთი კვლევა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულია შედეგების მიხედვით. საინტერესოა რამდენად აქვს ადამიანის პიროვნულ ნიშნებს გავლენა კონკრეტული ემოციური ტონალობის (დადებითი, უარყოფითი) მოვლენების დამახსოვრებაზე. შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ მაღალი ნეიროტიციზმის მქონე ადამიანების მოგონებებში უფრო მეტად ნეგატიური მოვლენები სჭარბობს, და პირიქითაა ემოციურად სტაბილური პიროვნებების შემთხვევაში? მართლაც, ზოგიერთ ადამიანს გამორჩეული უნარი აქვს ნეგატიური გამოცდილებების დაქვეითების და პოზიტიურის გაძლიერებისა. საინტერესოა რა განაპირობებს ამას და მართლაც არსებობს თუ არა კავშირი პიროვნულ ნიშნებსა და ემოციური ტონალობის (დადებითი, უარყოფითი) მოვლენების დამახსოვრებაზე.


მეხსიერება ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ის დაკავშირებულია განვითარების ნებისმიერ ეტაპთან დაბადებიდან-სიკვდილამდე. მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში განცდილისა და აღქმულის შენახვა.


მეხსიერება სხვა ფსიქიკური პროცესებისგან გამოირჩევა თავისი სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ფართო დიაპაზონით. მეხსიერება მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს. ის, რისი დახსომებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში აღიქმება, შემდეგ ხდება აღქმულის შენახვა. აღქმული ინფორმაცია ფსიქიკაში ინახება ზოგჯერ უცვლელად, ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ამდენად, წარსულს განეკუთვნება. მეხსიერება წარმოდგენილია სამი ეტაპის ანუ ფაზის სახით, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი ფსიქოლოგიური სტრუქტურითა და კონკრეტული ამოცანით. ეს ეტაპებია: ინფორმაციის აღბეჭდვა (კოდირება), შენახვა და აღდგენა.



კოდირება– მეხსიერება იწყება შთაბეჭდილების მიღებით, ფსიქიკურ სისტემაში ინფორმაციის შემოსვლით. დამახსოვრება არსებითად კოდირება ანუ მიღებული შთაბეჭდილების (ინფორმაციის) გარკვეულ ფსიქიკურ ფორმაში მოქცევა და მნემურ სისტემაში შეტანაა. როცა კომპიუტერის პროცესორში ინფორმაცია შეგვყავს, მის კოდირებას ვახდენთ. იმას, თუ როგორ ხდება შთაბეჭდილებათა აღბეჭდვა, რა პირობები უწყობს ან უშლის ხელს მათ ფიქსაციას, სწავლობს მეხსიერების ფსიქოლოგია.


შენახვა – მეხსიერების პროცესის შემდეგი ფაზა. ამ დროს კოდირებული ინფორმაცია ფიქსირდება გარკვეულ ფსიქიკურ და ნეირონულ სტრუქტურებში. შენახვა, იგივე შემონახვა აღბეჭდილი ფსიქიკური მასალის აქტიური გადამუშავების პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ მეხსიერების საცავებში ინფორმაციის არქივაციას ან კონსერვაციას. იგი მოიცავს ხატების, სიგნალებისა და შინაარსების გაშიფვრას, დახარისხებას, სხვა მასალასთან მიმართებაში მოყვანას, ორგანიზაციას, აქცენტების გადანაწილებას და სხვ.


აღდგენა – მეხსიერების პროცესის დამასრულებელი ეტაპი. ადრე შეძენილი ცოდნა-ჩვევების, სხვადასხვა მასალის, საჭირო ინფორმაციის მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი. არსებობს აღდგენის განზრახვით აღდგენა, როდესაც სუბიექტი სპეციალურად, მიზანდასახულად იგონებს რამეს. აღდგენის ამ სახეობას ეწოდება მოგონება. მეხსიერების ფსიქოლოგიაში იცნობენ ასევე აღდგენის არაცნობიერ, უნებლიე ფორმებსაც. ამ შემთხვევაში სუბიექტი ყოველგვარი სპეციალური განზრახვის გარეშე, უნებლიეთ აღადგენს გარკვეულ ინფორმაციას. წარმოდგენის ან აზრის სპონტანურ და აკვიატებულ ამოსვლას ცნობიერებაში პერსევერაცია ეწოდება. ზოგადად, აღდგენის წარმატებულობა ორ მთავარ გარემოებაზეა დამოკიდებული: იმაზე, თუ რამდენად ღრმა და ხარისხიანია შენახული ინფრომაციის გადამუშავება და იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს თვით აღდგენა, ანუ საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი.

თითოეული ამ ეტაპის არსებობა აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მოქმედებისათვის. ამ სამიდან რომელიმე ფაზაზე შეფერხება იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას. რადგანაც წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოყენებისთვის გვჭირდება, მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას, არამედ მომავლში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.


ერთ-ერთი პირველი ვინც იკვლია ეს თემა იყო ებინგჰაუსი, მისი ექსპერიმენტების შედეგად (სამ სერიანი ექსპერიმენტი, რომელშიც ცდისპირებს ევალებოდათ დაემახსოვრებინათ 1.ინდიფერენტული 2.უარყოფითი 3. დადებითი შინაარსის სიტყვები.) (H.Ebbinghaus, 1885) დადინდა, რომ დადებითი შინაარსის სიტყვების დამახსოვრება უფრო უკეთ ხდება ვიდრე უარყოფითი ან ინდიფერენტულის.


რატომ ხდება ისე რომ ზოგიერთი მოვლენა გვახსოვს ნათლად, ზოგიერთი კი გვავიწყდება? მკვლევრები თვლიან, რომ პოზიტიური მოგონებები ჩვენს მეხსიერებაში ძლებს უფრო დიდ ხანს, ვიდრე ნეგატიური. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ იმას, რომ ადამიანებს ჩვეულებრივ, სურთ, იყვნენ ბედნიერები და ხალისიანები. ფსიქოლოგები თვლიან, რომ კარგი მოგონებების შენარჩუნება და უარყოფითის უკან მოტოვება გვეხმარება, გვოქონდეს მაქსიმალურად ხალისიანი ცხოვრება. დაახლოებით 80 წლის წინათ, პირველად გაჩნდა მოსაზრება, რომ ნეგატიური მოგონებები სწრაფად ეცემა დავიწყებას.

ერთ-ერთ კვლევაში მკვლევრები სთხოვდნენ ადამიანებს, რომ შეეფასებინათ მათი უქმეები-დადებითად ან უარყოფითად.მოგვიანებით, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, მოულოდნელად სთხოვეს, რომ გაეხსენებინათ ეს მოგონებები, აღმოჩნდა, რომ უსიამოვნო მოვლენების 60% ხოლო დადებითი მოვლენების მხოლოდ 42% იყო დავიწყებული. მსგავსი რამ ალბათ ნებისმიერ ადამიანს შეუმჩნევია საკუთარ გამოცდილებაში, ის რომ დღესასწაულებთან დაკავშირებული მოგონებებიდან ძირითადად პოზიტიური ფაქტები გვახსენდება, მაგალითად ვინ გავიცანით და ა.შ, ხოლო ისეთი უსიამოვნო მოგონებები, როგორიცაა ფრენისას აეროპორტში შეყოვნება, მალევე ქრება ჩვენი ცნობიერებიდან.

რა იწვევს დავიწყებას? ამ საკითხზე ცნობილია ფროიდის პასუხი-დავიწყებას განსაზღვრავს უსიამოვნების მოტივი. ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ სასიამოვნო განზრახვის შესრულება უფრო მოგვწონს (მაგ, კინოში წასვლა), ვიდრე უსიამოვნოსი (ექიმთან წასვლა). ალბათ ეს უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კბილის ექიმის ოფისიდან შეახსენებენ ხოლმე პაციენტს ექიმთან მისვლის დროს, სილამაზის სალონიდან კი თავის კლიენტებს, როგორც წესი, არ ურეკავენ. თვით ფროიდი წერს, რომ საკუთარ თავზე შეუმჩნევია (რაც შემდგომში აღმოუჩენია) რომ იმ დგეებში, როდესაც ბევრ პაციენტთან იყო მისასვლელი ვიწყდებოდა უფასო პაციენტების მონახულება.


ეს მოსაზრება ექსპერიმენტულად დაასაბუთეს მიჩემმა და სინგერმა (Meacham & Singer, 1977). ცდის პირებს თხოვდნენ რამდენიმე წერილის გაგზავნას გარკვეული მისამართით თითო კვირის ინტერვალით. მაშასადამე, ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ არ დავიწყნოდათ წერილების კვირა გამოშვებით გაგზავნა. ექსპერიმენტი ორ ჯგუფზე ჩატარდა.ერთი ჯგუფის წევრებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ ამოცანის შესრულებისთვის ფულს გადაუხდიდნენ, მეორეს კი-არა. პირველ ჯგუფში პროსპექტული მეხსიერება უკეთესი იყო. მნიშვნელოვანია ფროიდის მიერ გამოყოფილი უსიამოვნების მოტივი, როგორც დავიწყების მიზეზი. იგი განსაზღვრავს პიროვნებისთვის უსიამოვნო შთაბეჭდილების განდევნას ცნობიერებიდან. აქ განდევნა განხილულია, როგორც დაცვის მექანიზმი.ფროიდი მსჯელობს განცდებზე და უდიდეს ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას, რომ უარყოფითი შთაბეჭდილებების დახსომება უფრო რთულია ვიდრე დადებითის. ამის მექანიზმში რეპრესიას ანუ განდევნას მოიაზრებს, ხოლო მიზანში კი ეგოს დაცვას.

ბიჰევიორისტული ორიენტაციის თეორიებისთვის დასწავლისას დადებით შთაბეჭდილებებს ენიჭებათ უპირადესობა, რადგან დაჯილდოება უკეთ მოქმედებს, ვიდრე დასჯა.


საინტერესოა რამდენად აქვს ადამიანის პიროვნულ ნიშნებს გავლენა კონკრეტული ემოციური ტონალობის (დადებითი, უარყოფითი) მოვლენების დახსომებაზე. შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ მაღალი ნეიროტიციზმის მქონე ადამიანების მოგონებებში უფრო მეტად ნეგატიური მოვლენები სჭარბობს, და პირიქითაა ემოციურად სტაბილური პიროვნებების შემთხვევაში? მართლაც, ზოგიერთ ადამიანს გამორჩეული უნარი აქვს ნეგატიური გამოცდილებების დაქვეითების და პოზიტიურის გაძლიერებისა. ადამიანები კარგ მოგონებებს უფრო მეტად იმახსოვრებენ თუ ცუდს? თუ ასეა რა განაპირობებს ამას? ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც ჩაატარა ლიმერიკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ტიმოტი რიჩიმ (T.Ritchie, ), სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ცდისპირებზე, აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც უჭირდა პოზიტიური მომენტების გახსენება, განიცდიდნენ არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობას. კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა ასეთმა ქალბატონმა-ემა ბრინკლიმ-განაცხადა რომ, მისთვის რთული აღმოჩნდა რაიმე პოზიტიურის გახსენება, ის ამ პროცესს ხსნიდა იმით, რომ გონება თითქოს უარყოფდა და არ აძლევდა მას საშუალებას, ცნობიერებაში რაიმე პოზიტიური მომენტი ამოეტანა.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება ისეთი კვლევის ჩატარება, რომლის შედეგების მიხედვითაც შევძლებთ დავადასტუროთ ჰიპოთეზა, რომ პიროვნულ ნიშნებს აქვთ გავლენა ემოციური ტონალობის (დადებითი, უარყოფითი) მოვლენების დამახსოვრებაზე.

იმისთვის, რომ დავადგინოთ ცდისპირების პიროვნული ნიშნების გავლენა, მათ მიერ ემოციური ტონალობის მოვლენების დამახსოვრებაზე, ბუნებრივია დაგვჭირდება პიროვნების საკვლევი ტესტი, რომ გამოვავლინოთ ცდისპირების ნეიროტიციზმის დონე. ჩვენ გამოვიყენებთ აიზენკის პიროვნების 16 ფაქტორიან მოდელს. ეს მოდელი ერთ-ერთ ყველაზე ამომწურავ, ემპირიული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით მიღებულ მოდელად ითვლება პიროვნების ფსიქოლოგიის ისტორიაში. აიზენკმა გამოყო ორი განზომილება: ექსტრავერსია-ინტროვერსია და ნეიროტიზმი-ემოციური სტაბილობა. მოგვიანებიტ კი დაუმატა მესამე განზომილებაც: ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერ ეგო. აიზენკის თეორია ტიპოლოგიური თეორიაა, მაგრამ ტიპის ცნება მას თავისებურად ესმის. ტიპი მისთვის კატეგორია კი არ არის, რომელიც პიროვნებას ზუსტად ერგება, არამედ ფართე განზომილებაა.




ნევროტიზმი და სტაბილობა

ნევროტიზმი და სტაბილობა არის აიზენკის მიერ გამოყოფილი
მეორე ფაქტორი და ემოციონალობას უკავშრდება.ინდივედებს, რომლებსაც აქვთ ნევროტიზმის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი, უკიდურესი ემოციონალური რეაქციები აქვთ. არასტაბილური ტიპი გამღიზიანებელზე გადაჭარბებული რეაქტიულობით პასუხობს, სტაბილური კი სიტუაციის ადეკვატურად.
მაგალითად როდესაც მანქანა ძალიან სწრაფად, პირდაპირ ჩვენკენ მოძრაობს, ჩვენ სასწრაფოდ განვერიდებით მას, გვერდით გავიწევთ-ეს ადეკვატური ქცევაა. ხოლო როდესაც იგივე მოძეაობას ვაკეთებთ, როდესაც მანქანის მხრიდან საშიროება არ არის, ეს უკვე არაადეკვატირუ და ემოციონალური მოქმედებაა.

ნევროტიზმის მაღალი მაჩვნებლის ადამიანებს ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა.ისინი გაუბედავები, ნერვიულები და მშფოთვარენი არიან.მათი ემოციების გამოწვევა ადვილად ხდება და გარეთაც ინტენსიურად ვლინდება.ფსიქოლოგიური დატვირთვის შემთხვევაში თავს ხშირად შეუძლოდ გრძნობს, აწუხებს თავის, ან ბეჭის ტკივილი, ღელვა და შფოთვა.

ამგვარი ადამიანები გამოირჩევიან ტირანული ნიშნებით, კერძოდ მათ არ უყვართ, როდესაც მათი ბრძანებები არ სრულდება და გაწბილების შემთხვევაში მაღალია მათი, როგორც შინაგანი მღელვარება, ასევე ანტისოციალური ქცევებისადმი მიდრეკილება. ნევროტიზმის სკალაზე ალბათ მაღალ მაჩვენებელს აჩვენებდნენ ისეთი ადამიენბი, როგორებიც იყვნენ : ადოლფ ჰიტლერი, გაიუს კალიგულა და სხვანი.


ემოციურად სტაბილური პიროვნება არის მშვიდი, თავშეკავებული, მაღალი თვითცნობიერებით გამოირჩევა, სანდო პიროვნებაა და არ არის დარდით დამძიმებული. მისი ავტონოომიური ნერვული სისიტემა გაწონასწორებულად მოქმედებს. ემოციურად სტაბილურ პიროვნებას მეტი შანსი აქვს გახდეს სოციალურად აქტიური პიროვნება და შესაბამისად მეტი დადებითი რამ აკეთოს, ვიდრე უარყოფითი, რადგანაც მას აქვს მდგრადი ემოციონალური მდგომარეობა და კარგად აკონტროლებს საკუთარ თავსა და ემოციებს. ემოციურად სტაბილური ადამიანები არ არიან მიდრეკილნი ანტისოციალური ქცევებისკენ. მაგალითად სასულიერო პირები, ფილოსოფოსები და მარტოდ მყოფი ბერები გამოირჩევიან ემოციურად სტაბილური პიროვნების მაღალი მაჩვენებლით.

აიზენკის მიხედვით ნევროტიზმის სკალაზე მაღალი ქულა სულაც არ ნიშნავს რომ საქმე ნევროზთან გვაქვს, თუმცა აიზენკის მიხედვით ამ სკალაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანში ნევროზით დაავადების ალბათობა, კრიტიკულ პერიოდში, მაღალია იმ ადამიანთან შედარებით რომელსაც დაბალი მაჩვენებელი აქვს.

იპოთეზა: ნეიროტიციზმის მაღალი დონის მქონე პიროვნებებს უფრო მეტად უარყოფითი მოვლენები ამახსოვრდებათ.

ჰიპოთეზის საფუძველზე, ჩავატარეთ ჯგუფთა შორისი კვლევა.რაც გულისხმობს ისეთ სქემას, რომელშიც კვლევის თითოეული მონაწილე საკუთარი თავის კონტროლია. ექსპერიმენტულ პირობაში მონაწილის ქცევას ექსპერიმენტულ ჩარევამდე ან მის შემდეგ მისსავე ქცევას ვადარებთ.კვლევის მონაწილეები ჯერ საფუძვლის პირობაში ხვდებიან, შემდეგ ექსპერიმენტული ჩარევის პირობაში და შედეგ ისევ საფუძვლის პირობას უბრუნდებიან, რაც საშუალებას მოგვცემს, საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ ცვლილება მხოლოდ მისი ჩარევის და არა — რომელიმე დამატებითი ცვლადის მაგალითად, დროის გასვლის, შედეგია.

მიუხედავად, იმისა, რომ მხოლოდ ნეიროტიციზმის დონე გვაინტერესებდა, ცდისპირებს მთლიან აიზენკის 16 ფაქტორიანი კითხვარი მივაწოდეთ ანუ არ გავხლიჩეთ იგი. კითხვარის გასაღების მიხედვით ნეიროტიციზმის მაღალ დონედ ითვლება 14 ქულა და მეტი, შესაბამისად, 14 ქულაზე ნაკლები ემოციურად სტაბილურ ნიშნად ჩავთვალეთ. ცდისპირები შემთხვევითი შერჩევის წესით შეირჩა (სულ 40).იმისთვის, რომ კვლევა ობიექტური იყოს მონაწილეები მაქსიმალურად თანაბარ პირობებში იყვნენ. ცდისპირებს კითხვები დაბეჭდილ ფორმატში მიეწოდებოდათ, რომლებზეც უნდა ეპასუხათ, რომ ეთანხმებოდნენ ან არ ეთანხმებოდნენ, თითოეული პასუხი უნდა ჩაენიშნათ ექსპერიმანტატორის მიერ მიწოდებულ შესაბამის ფურცელზე. ტესტის შედეგად დავადგინეთ თითოეული ცდისპირის ნეიროტიციზმის დონე.

ექსპერიმენტის მომდევნო ეტაპზე, რომელზეც დაფუძვნებულია ჩვენი ჰიპოთეზა, ცდისპირების იგივე ჯგუფს, მიეწოდებოდათ ფურცელზე ჩამოწერილი სიტყვები (20). ნაწილი სიტყვებისა იყო პოზიტიური მნიშვნელობის (10), მეორე ნაწილი კი ნეგატიური მნიშვნელობის (10). ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს ჰქონდა 40 წამი სიტყვების გადახედვისთვის, ამ დროის გასვლის შემდეგ ესპერიმენტატორი სთხოვდა ცდისპირებს, რომ ჩამოეწერათ ის სიტყვები, რომლებიც დაამახსოვრდათ. აღდგენის დროსაც მონაწილეები თანაბარ პირობებში იყვნენ და ერთნაირი დრო ჰქონდათ. (1წთ).

ექსპეტიმენტში მიღებული მონაცემები დამუშავდა spss პროგრამით.

გამოვლინდა, რომ არსებობს დადებითი კორელაცია ნეიროტიციზმის მაღალ დონესა და დამახსოვრებული უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვების რაოდენობას შორის (.196), ასევე უარყოფითი კორელაცია ნეიროტიციზმსა და დამახსოვრებული დადებითი სიტყვების რაოდენობას შორის (-.105). ჰიპოთეზის მიხედვით პიროვნული ნიშნანებს (ნეიროტიციზმი-ემოციური სტაბილობა) აქვს გავლენა ემოციური ტონალობის (დადებითი, უარყოფითი) მოვლენების დამახსოვრებაზე, ექსპერიმენტის მოლოდინი იყო, რომ ემოციურად სტაბილურ ცდისპირებს დადებითი მნიშვნელობის, ხოლო ნეიროტიციზმის მქონე მონაწილეებს კი უარყოფითი სიტყვები მეტად უნდა დამახსოვრებოდათ.ჩვენ მიერ მიღებული შედეგების მიხედვით მოლოდინი გამართლდა, შეგვიძლია დავადასტუროთ ჰიპოთეზა.






გამოყენებული ლიტერატურა:


დალი ფარჯანაძის “მეხსიერების ფსიქოლოგია”

ინტერნეტწყარო:

http://www.bbc.com/news/health-27193607

https://www.livescience.com/1827-bad-memories-stick-good.html







0
22
შეფასება არ არის
ავტორი:კაპატაძე ანა
კაპატაძე ანა
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0