x
მეტი
  • 13.11.2018
  • სტატია:82689
  • ვიდეო:334240
  • სურათი:440248
რა ვქნა არ მინდა ეს ,,რუსის ნაშები" და ,,37 მანეთიანი ფრენა"

image
“ეჰ რა დრო იყო, 37 მანეთად გადაფრინდებოდი მოსკოვში, იგულავებდი, გადმოფრინდებოდი"

“რა ქვეყანა დაანგრიეს"

“რუსეთს შენ მოუგებ? ჩვენ კიარა მთელ მსოფლიოს აზანზარებს"

“ათ ქართველს მთელი ბრიგადა ხელში გვეჭირა"

“ერთ კნოპკაზე თითს დააწვებიან და გაგვაქრობენ რუკიდან"

ყოველთვის მაღიზიანებდა და ყოველთვის გამაღიზიანებს მსგავსი ფრაზები. გაღიზიანება რბილი ნათქვამია ალბათ, უბრალოდ აღარ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას.

კონკრეტული მაგალითების მოყვანა არ მინდა ბევრი ადამიანისგან, ძალად ქართველებისგან, გამიგია მსგავსი “ბრძნული გამონათქვამები". ამ დროს მინდება ხოლმე, რომ დავისვა ასეთი ადამიანი, დაველაპარაკო, ავუხსნა, დავანახო რეალობა და რამე შევაგნებინო. ვიწყებ კიდევაც ლაპარაკს, გამეხსნება თითქოს ლაპარაკის მუღამი, სიტყვების ულევი მარაგი მოდის. დავიღლები ხოლმე ლაპარაკით და.. საუბრის ბოლოს მინდება, რომ დაბრუნდეს ის “ლეგენდა", “გმირი", “ფაშიზმის მძლეველი", დიდი სტალინი და ჩემი თანამოსაუბრე მთელი თავისი მოდგმით საქართველოდან შორს გადაასახლოს.

ყოველთვის მინდოდა რომ ამ თემაზე ვინმესთის ჩემი აზრი გამეზიარებინა და ამ სტატიას ორი ადამიანი მაინც თუ წაიკითხავს ძალიან კმაყოფილი ვიქნები.

უფრო შორს რომ არ წავიდე საბჭოთა კავშირი. 70 წლიანი ჩამორჩენა, მუხრუჭი. მოკლედ, მე არ მიცხოვრია საბჭოთა კავშირში და არც ის მინახავს როგორ ცხოვრობდა მაშინ ხალხი. ნეტა რას ჭამდნენ ეგეთს, რა ფულს შოულობდნენ, რას გულაობდნენ ასეთს მოსკოვებში და ხარკოვებში, რით უტენიდნენ ტვინს, რომ ისე მისტირიან იმ დროს ოღონდ იქ დააბრუნონ და მზად არიან მთელი ქვეყანა ლანგრით მიართვან ჩვენს “ერთმორწმუნე მეგობრებს". განსაკუთრებით იმ ხალხისგან მიკვირს ასეთი დამოკიდებულება ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრიათ. დალოცვილო, ხომ გინახავს რას ასწავლიდნენ სკოლებში, რას უკეთებდნენ განსხვავებულ აზრს, ხომ გახსოვს რასაც გიყვებოდნენ ხალხზე რომლებიც საბჭოთა კავშირის გარეთ ცხოვრობდნენ, ხომ გახსოვს როგორ გიკრძალავდნენ ეკლესიაში სიარულს, როგორ აქრობდნენ ქართულ ენას, ხოდა რატო? რა მიზეზით ბრუნდები უკან? რით გაგაძღეს ასე ანეხლა რა მოგშივდა ეგეთი, რომ არ გინდა თავისუფლება და ის 37 მანეთიანი ცხოვრება გირჩევნია? მოხვალ მერე და ისტორიაზე, წინაპრებზე, ქართველობაზე დამიწყებ საუბარს. ჭკუას დამარიგებ, ჩვენს წინაპრებს გაიხსენებ რომლებმაც საქართველოს თავი შესწირეს და შენ რას შვები? ხალხი იხოცებოდა, ნამდვილი გმირები, იმისთვის რომ თავისუფლება ჰქონოდათ და შენ “ნაშებზე", გულაობაზე და სავსე მუცელზე გინდა გაცვალო დამოუკიდებლობა?

ნიკოლოზ ბარათაშვილს ტყვილა არ დაუწერია:

“.ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს

არად მიაჩნით უბედურება,

თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება"...

ჰოდა რატომ არ გინდა ოდნავ მაინც მიბაძო იმ შენს წინაპრებს და გაიჭირვო ცოტა, არ იფიქრო მუცლის ავსებაზე, 37 მანეთიან გულაობაზე და გადადო რაღაცები მეორე პლანზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის?

ეხლა მეორე საკითხი. რუსეთს დიდი ბაზარი აქვს, შეგვიძლია ყველაფერი გავყიდოთ, ფული ვიშოვოთ, ადრე ყვეაფერი გადიოდა რუსეთში, ბლა ბლა ბლაა და ასე შემდეგ. კარგია, გავყიდოთ რუსეთშიჩვენი ხილი, ბოსტნეული, მინერალური წყალი და ასე შემდეგ მაგრამ რის ხარჯზე? გაგვიხსნიან ბაზარს და ჩვენ საზღვრები გავუხსნათ? საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რომებიც ეხლა ქართლში დგას დავდგათ აჭარაში, სამცხე ჯავახეთში, აზერბაიჯანის საზღვართან და ასე შემდეგ. შემდეგ შეგვიშვებენ მათ ბაზარზე, 37 მანეთადაც გადავფრინდებით, არც ვიზა დაგვჭირდება... მთავარია მშივრები არ ვიყოთ...

რა ვქნა არ მინდა ეს რუსის ნაშები, არც მათი გულაობა, არც მათი ფულები, არც 37 მანეთათ ფრენა მოსკოვში. ჩემს სამშობლოში წყნარად ცხოვრება მირჩევნია, მოსკოვს სოხუმის ნახვა მირჩევნია, სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლო ერქვას მირჩევნია...

P.S. შეიძლება რამეში ვცდები, იქნებ მართლა რუსეთია ჩვენი ერთმორწმუნე ძმა, მაგრამ თუ არ ვცდები?.....

3
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ლმძე
ლმძე
148
  
9 თებერვალი, 23:04
ისინი ის ახალგაზრდები ხომ არ არიან,რომლებიც დეზერტირობა ურჩევნიათ 1 წლის მსახურს ან ვინც ღვთისმსახური ხდება ან ვინც ტერფს იბრტყელებს ან ომის დროს იმალებოდნენ,რომ არ გაეწვიათ. ყოველთვის იქნებიან ეგეთი ყორღანაშვილები და ორჯონიკიძეები. საბედნიეროდ უმეტესობა ახალგაზრდობის მათსავით არ ფიქრობს და საჭირო დროს საჭირო ადგილას დადგებიან. რამდენი ახალგაზრდა ვიცი და რამდენი ყოფილი სამხედრო,რომლებიც საზღვარგარეთ არიან და დროს ელოდებიან. სამწუხარო ამბავია გაზულუქებულ ჩინოვნიკებს მათი მისახედი ფული არ დარჩათ და ოჯახების გამოსაკვებად სხვაგან გაუშვა. ეს ადამიანები,რომლებიც წარმოადგენენ დიდ არმია აუცილებლად იბრძოლებენ საჭირო დროს. იმიტომ კი არა,რომ მთავრობა ან სისტემა მოწონთ,არამედ იმიტომ რომ ისინი ოჯახისთვის ყველაფერს გაკეთებენ და მათვის სამშობლო ოჯახიდან იწყება.კიდევ იმიტომ რომ მათ ომში,მისიებში ძმები დაკარგეს და სწორედაც ძირითადი დასაყრდენი იქნება ესეთი ხალხი საჭირო დროს.დასასრულს კი გეტყვით: ვინც მცირე კეთილდღეობისთვის დათმობს თავისუფლება,ის არ იმსახურებს არც კეთილდღეობას და არც თავისუფლებას.
9 თებერვალი, 15:03
გაიხარე. მეც მაგ თაობის ვარ, და ვიცდი ველოდები გავიდეს კიდევ დრო, თუნდაც კიდევ 13 წელი. გეთანხმები ყველაფერში რაც დაწერე, თუმცა გული იმაზე მტკივა რომ ჩვენს და მომდევნო თაობებშიც არიან ჯერ კიდევ ახალგაზრდები რომლებზეც არ ვიცი ალბათ ბებია-ბაბუის და მშობლების თაობამ იმხელა გავლენა იქონია, თავიანთი ნოსტალგიით ,,რა ქვეყანა დაანგრიეს", რომ ზოგიერთ ახალგაზრდასაც წამოსცდენია რათ გვინდა რომ ვებრძვით, ვერ მოვერევით, დიდი ბაზარია რუსეთი, ჩავალთ ვიგულავებთ და ასე შემდეგ :( ვერ ხვდებიან რის ხარჯზე მოუწევთ ეგ ყველაფერი. იმედი მაქვს დრო მართლა ზავს თავისას და ბევრი იქნება შენნაირი და ჩემნაირი რომლებიც არ შეეგუებიან იმას, რომ ვაშლის გაყიდვის სანაცვლოდ ტერიტორიები და დამოუკიდებლობა წაგვართვან... დამოუკიდებლობა კიდე სხვა სიტყვაა თავისუფლებაა მთავარი...
9 თებერვალი, 10:51
მე გეტყვით,რატომ აქვთ ე.წ. მამების თაობას მეგეთი დამოკიდებულება: მათთვის არ უსწავლებიათ საკუთარი აზრის ქონა,ისინი დაიყვანეს პრიმატის დონემდე და მათთვის უპირველესი გახდა სმა,ჭამა და გულაობა, ყველა ქართველი,რომლებიც მსახურობდნენ საბჭოთა ჯარში იყინებდნემ შავ მუშებად და უმეტესობას არც ქონია შეხება იარაღთან და ბრძოლასთან. ზოგი დურგალი,ზოგიც კი მზარეული იყო და მათში მოკლეს საბრძოლო სულისკვეთება, ქართული ლიტერატურა იროდიონ ევრდოშვილით და ვარდს გაეფურჩქნა კოკორით იწყებოდა და აშტერებდა თაობას. ასეთი დეგრადირებული თაობისგან ნუ ელი თავგანწირვას და მე პირადად მეცოდებიან იმის გამო,რაც დამართა საბჭოთა ხელისუფლებამ. არც მე მინდა ვაჭრობა და მოსკოვები ტერიტორიების და თავისუფლების ხარჯზე. რომ ვაკვირდები დღევანდელობას და ვიცი წარსული გამოსავალი ერთია და იმ შემდეგში მდგომარეობს: ჯერ მხოლოდ 27 წლისანი ვართ და თაობები არ შეცვლილა ბოლომდე. 40 წელი მაინც არის საჭირო თაობების შესაცვლელად და 13 წელიც მოვითმინოთ მეგობარო. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი თაობა ვარ და რომ ვაკვირდები ყველა თაობა ერთმანეთზე უკეთესი მოდის. პირველი ნაბიჯი მახინჯი სახელმწიფო სისტემის დანგრევაა. რაც მთავარია ბებია და ბაბუები არ უნდა ახდენდნენ გავლენას არჩევნების შედეგზე და ახალგაზრდა თაობა უნდა წყვეტდეს ქვეყნის მომავალს. როცა ამას მოვახერხებთ და ქვეყანა ნორმალურ განვითარების რელსებზე შევაგდებთ,შემდეგ ჩვენ შევძლებთ რუსეთის და მისნაირების წინაღმდეგ ბრძოლას. დღესაც შეილება ბრძოლა მაგრამ დავმარცხდებით,იმიტომ რომ ბევრი გამყიდველი ჩუნგა ჩანგებია ქვეყანაში. აკაკის ბაში-აჩუკი:ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს,მაგრამ თვითონ გაზაფხული ერთსაც მოიყვანს და ათასაც. დრო მაგარი რამეა და დაველოდოთ, ჩვენი თაობის დროც მოვა.მანამ ვეცადოთ განვავითაროთ საკუთარი თავი და ერთმანეთი. მჯერა,რომ ჩემი შვილს(ჯერ არ მყავს) დამოუკიდებელ,თავისუფალ და ერთიან საქართველოს დავუტოვებ
0 1 3