x
image
ალექსანდრე ლექსო
ლონდონელების ოჯახი აბრამოვიჩს სტადიონის მშენებლობის დამთავრების უფლებას არ აძლევს.

image

ჩვენში ახალი კორპუსები სოკოებივით მრავლდება. სულ პრობლემური და სადაოა ქალაქის განაშენიანებისა და მშენებლობის საკითხები.

გთავაზობთ საყურადღებო შემთხვვას თანამედროვე ინგლისის ცხოვრებიდან.

XIX საუკუნიდან ლონდონელებს აქვთ უფლება მზის სინათლეზე (Right to light). 1 მილიარდი ფუნტის ღირებულების ახალი სტადიონი კი ჩრდილავს ახლომდებარე სახლს. ამის გამო კროსტვეიტების ოჯახმა ლონდონის სასამართლოს დახმარებით დაბლოკა სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

დიდი ხანია კლუბ "ჩელსის" მფლობელ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს სურს 40 000 ტევადობის სტადიონი გააფართოოს, რათა 60 000 მაყურებელი დაატიოს. მაგრამ ამის მიღწევა ძნელი აღმოჩნდა — Stamford Bridge მისი არაა, არამედ გულშემატკივართა კლუბს ეკუთვნის. ისინი კი თავისი კონსერვატიულობიდან გამომდინარე არ თანხმდებოდნენ სტადიონის რეკონსტრუქციას. საბოლოოდ ლონდონის მერმა და მეზობელი სახლების მცხოვრებლებმა მოქალაქეთა 97% გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით თანხმობა მისცეს სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტს. კლუბმა 50 ათასი ფუნტი სტერლინგის კომპენსაცია გადაუხადა ყოველ ბინათმფლობელს.

კომპენსაციაზე უარი მხოლოდ ერთმა ოჯახმა განაცხადა, რომელთა მფლობელობაში სტადიონთან ყველაზე ახლოს მდგომი სახლია.

კროსტვეიტები უკვე 50 წელია პრესტიჟულ რაიონ ჩელსიში ცხოვრობენ და არსადაც არ აპირებენ გადასვლას.


მათ ზემოთმოყვანილი "მზის სინათლის" უფლების გამოყენებით სასამართლოს შეაჩერებინეს მშენებლობა. საპასუხოდ კლუბის ხელმძღვანელობამ ქალაქის საბჭოს მიმართა, რომელმაც კლუბს მხარდამჭერა გამოუცხადა.




SWNS_CHELSEA.jpg




როგორც ბრიტანული გაზეთები წერებ აბრამოვიჩს რამდენიმე ვარიანტი აქვს. შეუძლია გააგრძელოს მშენებლობა, მაგრამ იმ კედლის გარეშე, რომელიც სახლს ჩრდილავს. ან კი ყურად იღოს კროსტვეიტების მოთხოვნა 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის კომპენსაციის გადახდაზე, რაც ხუთჯერ აღემატება მათი სახლის ღირებულებას.





Chelsea-GROUNDDISPUTE.jpg




რას იზამს აბრამოვიჩი ჯერჯერობით უცნობია. სტადიონ Stamford Bridge რეკონსტრუქცია თავდაპირველი შეფასებით 500 მილიონი ჯდებოდა, ახლა კი ინვესტორები პროექტს 1 მილიარდ ფუნტად აფასებენ.

თუკი შეთანხმება არ შედგა, სტადიონის გახსნის თარიღი, რომელიც 2023/2024 სეზონის წინ იგეგმებოდა, გაურკვეველი ვადით გადაიწევს.


0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0