x
image
ალექსანდრე ლექსო
წმინდა მიწაზე უფლის საფლავის ეკლესიის დიდი რესტავრაცია დაიწყო

image

2022 წლის 14 მარტს იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში - უფლის საფლავის ეკლესიაში - იერუსალიმის სამი ქრისტიანული ეკლესიის მეთაურებმა და წარმომადგენლებმა საფუძველი ჩაუყარეს უფალ იესო ქრისტეს საფლავის ირგვლივ მიწისქვეშა ნაგებობების ფართომასშტაბიან აღდგენას.

უფლის საფლავის ეკლესიის (რომელსაც ''კუვუკლია"-საც ეძახიან, სადაც ყოველწლიურად აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის) შესასვლელთან, იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე მესამემ, იერუსალიმის საპატრიარქოს სახელით, წმინდა მიწის მცველმა ფრანჩესკო პატონიმ რომის კათოლიკური ეკლესიის სახელით და იერუსალიმის სომეხთა პატრიარქმა არქიეპისკოპოსმა ნურხან მანუგიანმა სომხური სამოციქულო ეკლესიის სახელით წმიდა სამარხის საძმოს წევრების, ფრანცისკანელთა ორდენის ძმების, სომეხი სამღვდელოების და იერუსალიმის მრავალრიცხოვანი მორწმუნეების თანდასწრებით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ერთობლივი განცხადებით, სადც ნათქვამია, რომ იწყება ორწლიანი კვლევითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც მოიცავს არამარტო უფლის საფლავის ქვეშ განლაგებული რთული სადრენაჟო სისტემების და მიწისქვეშა ცისტერნების შესწავლა რეკონსტრუქციას, არამედ მთლიანად დიდი ტაძრისქვეშა მონაკვეთს.

ისტორიული განცხადების გამოცხადების შემდეგ მათ ტაძრის იატაკიდან პირველი ქვა ამოიღეს, რითაც სიმბოლურად აღინიშნა რესტავრაციის დაწყება.

ასეთი მიწისქვეშა სამუშაოები წმინდა საფლავის ტაძარში აქამდე არ ჩატარებულა. მანამდე წმიდა სამარხის სალოცავის მიწისზედა ნაწილისა და მის მიმდებარე სივრცის აღდგენის სამუშაოები ჩატარდა, რომელიც ათენის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა 2016-2017 წლებში შეასრულა. რესტავრაციის ამჟამინდელ ეტაპს ლა საპიენცას (რომი) უნივერსიტეტისა და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები განახორციელებენ.

იმედია ამ პერიოდში მორწმუნეებისა და მომლოცველებისთვის ტაძარი არ დაიკეტება



0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0