x
პროფესიული გადაწვა თანამედროვე საზოგადოებაში


ტერმინი "პროფესიული გადაწვა" თავდაპირველად გამოიყენებოდა ემოციური გამოფიტვის მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი ცინიზმი.ეს ტერმინი თავდაპირველად გამოიუენა ამერიკელმა ფსიქიატრმა ფრეიდენბერგმა. პროფესიული გადაწვა ძირითადად ემართებათ იმ მუშაკებს, ვისი პროფესიული საქმიანობაც გულისხმობს სხვა ადამაინების დახმარებას. მაგალთად სოციალური მუშაკი, ექიმი, მეხანძრე და ა.შ. მათ უწევთ დაძაბულ და რთულ სიტუაციებში ფუნქციონირება, ეს კი იწვევს "გადაწვას".

დღეს ეს ტერმინი გამოიყენება იმ ადამაინების მიამრტაც, ვინც ბევრს შრომობს და მთელ ენერგიას ხარჯავს, პრაქტიკულად მიუწვდომელი მიზნების მისაღწევად. ხშირად "პროფესიული გადაწვის" მიზეზია დაბალი ანაზღაურება, ცუდი დამოკიდებულება სამსახურში, დაბალი სტატუსი.image


პროფესიული გადაწვა ძირითადად სამი კომპონენტისაგან შედგება:

1. ემოციური გამოფიტვა

2. დეპერსონალიზაცია- შრომისადმი და შრომის სუბიექტისადმი ინდიფერენტულობა

3. პროფესიული მიღწევების რედუქცია, რაც გულისხმობს რომ მუშაკს უვითარდება არაკომპეტენტურობის და წარუმატებლობის განცდა საკუთარ პროფესიულ სფეროში.

ადამიანებს ვინც გადაიწვა სამსახურში, თავიდან ჰქონდათ მაღალი იდეალები და საუკეთესო სურვილები. დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ მათ არ შეუძლიათ ყველას დახმარება ან პრობლემები, რომლის გადაჭრაც უნდათ იმდენად სერიოზულია, რომ ვერ შეძლებენ მის საბოლოო მოგვარებას.
პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად მეცნიერები გვირჩევენ რომ ვეცადოთ რეალისტური მიდგომა ჩამოვიყალიბოთ საკუთარი პროფესიის მიმართ.ასევე პირადი ცხოვრების გამოყოფა სამუშაოსაგან და ისეთი ინტერესების ფორმირება, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურთან.


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0