x
აღქმის დარღვევა
imageსიტყვა აღქმა ლათინურიდან მომდინარეობს და არის კოგნიტირი პროცესი, რომლის დროსაც ხდება რეალური სინამდვილის ასახვა ფსიქიკაში, საგნის ან მისი ცალკეული თვისების უშუალო განცდა.ეს არის პროცესების ერთობლიობა რომელთა საშუალებითაც ჩვენ ამოვიცნობთ, ორგანიზებას ვახდენთ და მნიშვნელობას ვანიჭებთ გარემო სტიმულებისაგან მიღებულ შეგრძნებებს.
აღქმის დაღღვევა პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ობიექტებისა და გარემო მოვლენების, ასევე საკუთარი პიროვნებისა და სხეულის აღქმის ცვლილებებით.image
ჰალუცინაცია აღქმის დარღვევის ერთ-ერთი სახეა. ჰალუცინაცია არის ნათელი აღქმა, რომელიც ჩნდება ობიექტური სტიმულაციის არ არსებობის პირობებში.მას სხვაგვარად უწოდებენ აღქმას ობიექტის გარეშე.ჰალუცინაცია არის ინდივიდის შეცვლილი რეალობის მენტალური კონსტრუქცია.მისი დიფერენცირება გრძნობათა ორგანოების შესაბამისად ხდება.
image












არსებობს სმენითი, მხედველობითი, შეხებითი, ყნოსვითი და კოპლექსური ჰალუცინაცია.სმენითი ჰალუცინაცია, როდესაც ავადმყოფს ესმის ხმები, ძახილი, ხმაური.

მხედველობითი ჰალუცინაციის დროს ადამიანი ხედავ მიცვალებულებს, მწერებს, მხეცებს და ა.შ. შეხებითი ჰალუცინაციის დროს ადამიანი გრძნობს კანზე მაგალითად მწერების ცოცვას. კომპლექსური ჰალუცინაციაა როდესაც ადამიანი ხედავს გველს, ასევე ჩაესმის მისი სისინი და გრძნობს მის ცივ შეხებას.
ზოგიერთი ჰალუცინაცია მძაფრი, ემოცირი, ხატოვანი და იმდენად დამაჯერებელია რომ ძნელია რეალური აღქმისაგან გარჩევა.ასეთ ჰალუცინაციას ჭეშმარითტ ჰალუცინაციასაც უწოდებენ.მეცნიერების მტკიცებით განსაკუთრებით საშიშია იმპერატიული ჰალუცინაცია, რომელსაც სხვაგვარად ბრძანებითი ჰალუცინაცითაც მოიხსენიებენ.ამ დროს ხმა თუ ხმები, რომელიც ადამაინს ჩაესმის ბრძანებითი ხასიათისაა და უბიძგებს მას ჩაიდინოს ესა თუ ის ქმედება.ამიტომაც ასეთი ჰალუცინაცია განსაკუთრებით საშიშია როგორც სუბიექტისთვის ასევე გარცშემომყოფთათვის. ბრძანებითი ჰალუცინაცია ხშირად აგრესიის, თვითდაზიანების, გარშემომყოფთა
დაზიანების მიზეზი ხდება.

სტრუქტურის მიხედვით ჰალუცინაციურ განცდათა რამოდენიმე ვარიანტი არსებობს:

1.ჰიპნოგოგიური-რომელიც გვხვდება დაძინების პროცესში.
2.ჰიპნოპომპიური- რომელიც ჩნდება გაღვძებისას.
3.რეფლექსური, რომლის დროსაც ჰალუცინაციის განვითარებისა და წარმოშობის წინაპირობას რეალურად არსებული გამღიზიანებელი წარმაოდგენს.ერთი მოდალობით ამ ტიპის ჰალუცინაციას ფუნქციურსაც უწოდებენ.

ჰალუცინაციის გაჩენას ხელს უწყობს მომატებული აგზნებადობა, ინტენსიური საჭიროების მდგომარეობა ან შემაშინებელი აზრების განდევნის უუნარობა.

ჰალუცინაცია შესაძლოა აღმოცენდეს როდესაც ტვინი უჩვეულო, იშვიათი გამღიზიანებლის ზემოქმედებას განიცდის.მაგალითად, მაღალი სიცხის, ეპილეფსიური გულყრის.ხშირად ჰალუცინაციას ისეთი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც იწვევს როგორიცაა პეიოტი.ასევე აღსანიშნავია რომ ჰალუცინაცია ახლავს ალკოჰოლზე უარის თქმას მწვავე ალკოჰოლიზმის შემთხვევაში.ქიმიურად გამოწვეული ჰალუცინაციების არსებობას ტვინზე ნივთიერებათა პირდაპირი ზემოქმედება უწყობს ხელს.




ადამიანთა ნაწილი ჰალუცინაციასა და ილუზიას მსგავს მნიშვნელობას ანიჭებს. ჰალუცინაცია განსხვავდება ილუზიისაგან, რომელიც რეალური სტიმულის პერცეპტული დამახინჯებაა. ჰალუცინაცია კი ინდივიდუალური გამოცდილებაა რომელსაც არ იზიარებს იგივე სიტუაციაში მოხვედრილი სხვა ადამიანი.
მაგალითად კანიზას სამკუთხედის ოპტიკური ილუზია.კანიზას სამკუთხედი ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელშიც აღიქმება სამკუთხედი მიუხედავად იმისა რომ რეალურად ის არ არსებობს.ამ ფაქტს ჰალუცინაციას ვერ ვუწოდებთ, რადგანაც სამკუთხედი ჩვენს მიერ სამყაროს აღქმის ნორმალური პროცესების შედეგად "ჩნდება".დასკვნა, რაც შეიძლება აქედან გამოვიტანოთ, არის ის რომ სენსორული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენს აღქმას(გონებას).
image

















მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ ზოგიერთ კულტურულ და ეთნიკურ გარემოში ჰალუცინაცია სასურველი და მნიშვნელოვანი მოვლენაა.ზოგიერთ აზიურ კულტურაში ჰალუცინაცია მისტიკურ ხილვად, გამოცხადებად აღიქმება, რაც მათ მნახველს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს.ამგვარად სხვადასხვა გარემო პირობებში სპირიტუალურ ძალებთან აშკარა კონტაქტის მკაფიო აღქმა შეიძლება განიხილებოდეს როგორც სულიერი ავადმყოფობის ან განსაკუთრებული ნიჭის მანიშნებელი.







ყალიჩავა ლაურა



































1
440
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
440
  
2016, 24 ივნისი, 18:43
საინტერესოა
0 1 1