x
კვებითი აშლილობა; ნერვული ანორექსია
კვებითი აშლილობა არის წონის კონტროლისა და მკაცრი დიეტების გამო კვების გაუკუღმართება, რაც ჯანმრთელობის დარღვევებს იწვევს. კვებითი აშლილობა ორი განსხვავებული ფორმით ვლინდება:ნერვული ანორექსიითა და ნერვული ბულემიით. ნერვული ანორექსია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უმადობას, რომელიც ხასიათდება საკვების შეზღუდვით.ეს მძიმე ფსიქიკური დაავადებაა.ამ დროს ადამიანი წონაში მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ თავის თავს მაინც მსუქნად აღიქვამს.
image












ნერვული ანორექსიის კლინიკურ სურათში წამყვანი ნიშანია საკვების მიღებაზე შეგნებულად უარის თქმა, რომელიც უკავშირდება ზეღირებულოვან ან უფრო იშვიათად აკვიატებულ იდეას რომ იგი ზედმეტად მსუქანია და სურს გამოასწოროს ეს დეფექტი.
1689 წელს ნერვული ანორექსია პირველად აღწერა მორტონმა და მას უწოდა ნერვული ტუპერკულიოზი.1988 წლამდე ნერვულ ანორექსიას ზოგი ტვიგის, ამერიკელი მოდელის სახელს, რომელიც 40 კგ-ს იწონიდა, ზოგი ბარბის სინდრომსაც უწოდებდა.1988 წლიდან დღემდე ეს დაავადება ნერვული ანორექსიის სახელით მოიხსენიება.


ნერვული ანორექსიის ჭეშმარიტი გავრცელების განსაზღვრა ძნელია, ვინაიდან ავადმყოფები ხშირად მალავენ საკუთარ მოქმედებებს და აქედან გამომდინარე ამბოლატორიული შემთხვევების აღრიცხვა არ ხდება. სტატისტიკურად ყოველ 100 000 ადამაინზე 15 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად.დაავადებულთა 90% 12-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის გოგონები არიან. ნერვული ანორექიის გავრცელება ქალებში 0.3-1%-ია, კაცებში კი- 1%.


ნერვული ანორექიისთვის დამახასიათებელის ნიშნები(სიმპტომები)
. თვალშისაცემი სიგამხდრე
.წონის მატების გადაჭარბებული შიში
.კანის სიმშრალე და სიყვითლე, სხეულის დაბალი წნევა, პულსისა და სუნთქვის სიხშირის შემცირება, სხეულის ტემპერატურის კლება, სხეულზე თმის საფარველის მომატება
.ოსტეოპოროზი
.მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები
.ძლიერი გატაცება ფიზიკური ვარჯიშით
.დეპრესია და ძილის დარღვევა
.საფაღარათო და დიორეზული საშუალებების მიღება
.დაბალი თვითშეფასება
.გუნება-განწყობილების საერთო ფონის დაქვეითება


ნერვული ანორექსიის განვითარების სამი სტადია გამოიყოფა

დისმორფომანიური–– ამ სტადიაზე ჩნდება პირველი მცდელობა საკვების შეზღუდვისა, ინდივიდი ეძებს იდეალურ დიეტას, ვერ უმკლავდება ფიქრს საკუთარ არასრულყოფილებაზე წონასთან დაკავშირებით.

ანორექტიული––სტაბილური შიმშლის ფონზე ხდება 20-30% წონის კლება, რასაც თან ახლავს ეიფორია და გახდომის გამძაფრებული სურვილი.ადამიანი ვერ აფასებს გახდომის ხარისხს.ამ სტადიისთვის დამახასიათებლია კანის სიმშრალე, მენსტრუაციულ ციკლის შეჩერება და მადის დაქვეითება.

კახეკურ კახეკტიკური- ეს სტადია დგება დაახლოებით 1.5-2 წლის შემდეგ. იწყება შინაგანი ორგანოების დისტროფია.წონა სხეულის 50%-ით ან მეტით იკლებს, მცირდება კალიუმის დონე. როგორც წესი აღნიშნული ეტაპიდან გამოსვლა შეუძლებელია ვინაიდან დისტროფიულ ცვლილებებს ადამიანი ორგანოების ფუნქციების გამოუსწორებელ დაზიანებამდე და სიკვდილამდეც კი მიჰყავს.


ნერვული ანორექსიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება რამოდენიმე ფაქტორად დაიყოს:

ბიოლოგიური ფატორები– პირველი მენსტრუალური ციკლის ადრე დადგომა, რაც ნაადრევ მომწიფებას და ე.წ ქალური ფორმების ჩამოყალიბების მიზეზია.


ოჯახური ფაქტორები- უფრო დიდი შანსია ადამიანს კვებითი აშლილობა ჰქონდეს მაშინ როდესაც მისი რომელიმე ნათესავი ნერვული ანორექსიითა არის ან ყოფილა დაავადებული.

პიროვნული ფაქტორები-– ნერვული ანორექსიის განვითარების ალბათობა დიდია მათში, ვისაც დაბალი თვითშეფასება, არასრულყოფილების განცდა აქვს.

ასაკობრივი ფაქტორები– 12-24 წლის გოგონათა 50% მიიჩნევს რომ ზედმეტი წონა აქვს და სტატიტკურად ამ ასაკობრივ ჯგუფში მეტია ნერვული ანორექსიით დაავადებულთა რიცხვი .

სოციალური ფაქტორები––მოდის ტენდენციები, სადაც აქცენტი კეთდება სიგამხდრეზე, როგორც ქალური სილამაზის მაჩვენებელზე.ასევე სოციალურ ფატორებს განეკუთვნება საზოგადოების შეხედულება რომ ქალი უნდა იყოს მოხდენილი და მუდამ წესრიგში.


ნერვულმა ანორექსიამ ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ღრმა დეპრესიამდე, ობსესურ-კომპოლსურ აშლილობამდე( ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებას განმორებითი, რეციდული აკვიატებული აზრები), თვითმკვლელობამდე, შინაგანი ორგანოების შეუქცევადი ცვლელებებისა სხეულის დეგრადაციის შედეგად სიკდილამდე.
image

ნერვული ანორექსიის მკურნალობისთვის გამოიყენება ქცევითი და კოგნიტური ფსიქოთერაპია. კოგნიტური ფსიქოთერაპიის დახმარებით პაციენტებს უნდა გამოუსწორდეთ დამახინჯებული შემეცნებითი სტრუქტურები ანუ საკუთარი თავის სწორი აღქმა უნდა შეძლონ. ასევე მკურნალობისთვის გამოიყენება ოჯახური თერაპია, რომელიც მიმართულია ოჯახში დარღვეული ურთიერთობების კორექტირებაზე.
მედიკამენტური მკურნალობისას გამოიყენება ანტიდეპრესანტები, მადის მოსამატებელი საშუალებები და ა.შ.დაავადებულთა გამოჯანმრთელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მათ სრულფასოვან კვებაზე ზრუნვა.




ანორექსიის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა XIX საუკუნეში, მაგრამ ეჭვგარეშეა რომ დაავადება მანამდეც არსებობდა.




ყალიჩავა ლაურა


0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0