x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გიორგი კეკელიძე და ტორესა მოსი თავიანთ შემოქმედებაზე, ღვინოსა და წიგნებზე  


image



Allwine.ge - ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ონლაინ მაღაზია და მედია პორტალი, წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსთან ერთად, ღვინოსთან დაკავშირებულ საინტერესო ღონისძიებათა სერიას იწყებს




ღონისძიებები „ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება. პირველი შეხვედრის თემაა ლიტერატურა. ღონისძიებას სახელწოდებით „ღვინო და წიგნი“ ქართველი მწერლები გიორგი კეკელიძე და Toresa Mossy 2 თებერვალს საღამოს 8 საათზე გახსნიან.

ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლები ისაუბრებენ მათი შემოქმედების შესახებ. ასევე ღვინის და წიგნის კავშირზე, ღვინის როლზე მწერლობაში და ა.შ. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დაუსვან კითხვები მწერლებს, ჩაერთონ თემის განხილვაში და მოყვნენ საკუთარი გამოცდილების შესახებ რაც ღვინოს და წიგნს უკავშირდება.


შეხვედრის მეორე ნაწილი სახალისო შეჯიბრს და ღვინის დეგუსტაციას დაეთმობა. მწერლები შეეცდებიან აუდიტორიის დახმარებით ბრმა დეგუსტაციისით გამოიცნონ ღვინის სახეობა.

ღონისძიებაზე გელოდებათ სასიამოვნო მუსიკა, ღვინო და წიგნები.

“ბიბლუსი გალერეაში" დაგეგმილი ივენთის კიდევ ერთი მასპინძელი ღვინის კომპანია - „შატო ნეკრესია“. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, ღვინის დეგუსტაცია კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება.


მის: „ბიბლუსი გალერეა“
კანდელაკის #7 (გაგარინის მოედანი)
დაწყების დრო: 20:00

0
7
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0