x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508603
მიქაელ ბალაკი-ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი

imageგერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიქაელ ბალაკი, თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო ფეხბურთელად. მიზეზი მარტივია, მან კარიერის განმავლობაში ექვსი უმნიშვნელოვანესი ფინალი წააგო, ყველაფერი 2001-2002 წლების სეზონში დაიწყო, ბალაკმა, რომელიც მაშინ ლევერკუზენის "ბაიერში" თამაშობდა, ჯერ გერმანიის თასის ფინალი წააგო, შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი დაუთმო მადრიდის "რეალს", ამავე წლის ზაფხულში, გამართულ მსოფლიოს პირველობაზე, ფინალში გასული მიქაელი და მისი ნაკრები ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ. ლევერკუზენის დატოვების შემდეგ ბალაკი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, ამ გუნდში მან თითქოს სტატისტიკა გამოისწორა, რამჯენჯერმე მოიგო გერმანიის თასი და ჩემპიონატი, თუმცა მალე იგი "ჩელსიში" წავიდა სადაც თურმე ბევრი გულდასაწყვეტი ფინალი ელოდა.2007-2008 წლის სეზონში მან ინგლისის ლიგის თასის გადამწყვეტი შეხვედრა წააგო, შემდეგ კი უფრო გულდასაწყვეტი მარცხი იწვნია ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, მისმა გუნდმა სანუკვარი ტიტული "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუთმო. 2008 წელს ბალაკის უიღბლობა ევროპის ჩემპიონატზეც გაგრძელდა, გერმანია ფინალში გავიდა მაგრამ... მიქაელს აქაც მხოლოდ ვერცხლის მედალი შერჩა ხელთ. ასევე შეუძლებელია არ გავიხსენოთ 2006 წლის მუნდიალი, რომელსაც გერმანია მასპინძლობდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მაგრამ ნახევარფინალში იტალიასთან მოულოდნელი წაგების გამო ბუნდესნაკრები და ბალაკი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნათლად ჩანს, თუ რაოდენ "იღბლიანია" თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მისი სათამაშო კლასიდან გამომდინარე ალბათ ბევრად მეტს იმსახურებდა.

0
291
2-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0