x
image
- ლანა -
Top 4 მამაკაცი, რომელიც ქალებს ატყვევებს (ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით)
imageტყუპები

იღბლიანი ბიჭი... ეს შარმიანი პიროვნება ძალისხმევის გარეშე იპყრობს ყურადღებას. თვალში საცემია და მყისვე იზიდავს სუსტ სქესს. რბილი და რომანტიული ბუნების გამოც ელტვიან გოგონები. ტყუპებს არ ეშლება მანდილოსანთან საუბარი და გაგება. ამასთან, ემოციურია.. შეუძლია ყველას გულში შეაღწიოს და მოინადიროს. ქალებს ხიბლავთ ვნებიანი მამაკაცი.


ლომი

ძალიან კარგი გული და ბუნება აქვს - კეთილი და მეგობრული. არაჩვეულებრივია ურთიერთობებში. გოგონები ამ თვისებებს აფასებენ და ლომს ელტვიან, არ ერიდებიან მასთან ფლირტს. ცოტამ იცის როგორი მგრძნობიარეა.. ამ მამაკაცს შეუძლია ნებისმიერ გოგოს მოაწონოს თავი ერთი ნახვით. ავტორიტეტული, გულუხვი და მგზნებარეა, რითაც რჩეული ხდება და იგებს ქალთა გულს.


image


სასწორი

ერთი შეხედვით, უცნაური მამაკაცია. სხვებისგან განსხვავებული სტილი აქვს. ერთდროულად შეუძლია რამდენიმე პიროვნება იყოს. სწრაფად იზიდავს მანდილოსნებს. სიყვარული მისთვის ღრმა გრძნობაა. ბევრს ფიქრობს და ნაბიჯებს დგამს, რომ პატივისცემა და სიყვარული დააბალანსოს. მორცხვი და თვითკრიტიკული ბუნება აქვს, მაგრამ გოგონა მასთან გარკვეულ დროს თუ გაატარებს, მის პარტნიორობაზე იოცნებებს.


თხის რქა

იცის როგორი მზერა მიაპყროს ქალს.. ინდივიდუალურობა ბადებს სიმპატიას. ზეგავლენის მოხდენის ოსტატია. მისი სტილი, საუბრის მანერა იმდენად განსხვავებულია, რომ საპირისპირო სქესი თავს უძღვნის. თვითკმაყოფილი და შარმიანია. ამასთან, აქტიური და ჭკვიანი. გოგონებს მოსწონთ ასეთ ბიჭებთან ურთიერთობა და უმალვე 'იშოკებიან'.

image

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0