x
image
- ლანა -
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მიმზიდველი თვისება
image
ვერძი - თამამი

''დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და ერთი შეხედვით უშიშარი ვერძი მზადაა შანსები გამოიყენოს და თამამად იმოქმედოს. დაუყოვნებლივ იღებს იმას, რაც სურს. თქვენ არ მოიწყენთ, მისით გაოცებულიც დარჩებით.''


კურო - სენსუალური

''მასთან პაემანი დიდი სიამოვნებაა. მშვიდი მუსიკა, საკვები და სასმელი, ნაზი ქსოვილი, ბრწყინვალე მასაჟი მისი ხელებით.. უდაოდ გამოცდილია. თუ კურო რამეს გიზიარებს, იცოდე რომ განსაკუთრებული ხარ.''



ტყუპები - სიცოცხლით სავსე

''ის გასართობი ცენტრია. ყველაზე კომუნიკაბელური, გონებამახვილი, ბავშვივით ლაღი. ნებისმიერი თემის ნათელი კუთხით დანახვა შეუძლია. საოცრად შესამჩნევია ეს ადამიანი, მაგრამ ასე იოლად ვერ მიიღებ.''


კირჩხიბი - თანამგრძნობი

''ძალიან მზრუნველია. სიფრთხილით უშვებს ადამიანებს თავის ცხოვრებაში, მაგრამ ერთხელ თუ გახდები მისი სანაცნობო წრის ნაწილი, შენთვის ყველაფერს გააკეთებს. მოგისმენს და კომფორტს შეგიქმნის.''


image

ლომი - ქარიზმატული

''ნამდვილი შოუმენია. სულგრძელი, გულთბილი ♥ ჟესტებიც შთამბეჭდავი აქვს. მისთვის სამყარო სცენის ნაწილი, სათამაშო მოედანია. სიმპატიური ჯუნგლების მეფის თამაშში ყოფნა სანატრელია. თვალებში ჩახედეთ''


ქალწული - ჭკვიანი

''უზადო ინტელექტი აქვს. ანალიტიკური აზროვნებაც და პრაქტიკულიც. პირდაპირი ადამიანია. ყველაფრის გაშიფვრა შეუძლია, შენი ჩათვლით. ხედავს საუკეთესო მხარეს და სხვებსაც უბიძგებს წარმატებისკენ.''


სასწორი - ერთგული

''შესანიშნავი პარტნიორია, მარტოობაც არ მოსწონს. ვინც უყვარს, მისთვის ყველაფერს აკეთებს. თავს განგებ არავის აყვარებს. სასწორი სიყვარულის მხატვარია, შეგიძლია გულით ენდო. რომანტიკული ჟესტებითაც გამოირჩევა.''


მორიელი - ვნებიანი

''მის სულზე რომ არაფერი ვთქვათ, მორიელის დაჟინებული მზერის იდუმალება და სიბნელეც აშინებს ზოგს, მაგრამ მის გვერდით იგრძნობ, რომ ცოცხალი ხარ ♥ მოგზაურობის ქარიშხალში გადაგიყვანს, დინამიტია.''

image

მშვილდოსანი - მხიარული

''მოუშლელი ღიმილით გულს ინადირებს. თითქმის ყველაფერს იუმორისტული გზით უდგება, სიცილიც გადამდები აქვს. მზადაა მოგზაურობისა და თავგადასავლებისთვის. ცხოვრების სიბრძნეს მეგობრებს უზიარებს.''


თხის რქა - საიმედო

''ყველას სურს მისი სიმტკიცე ჰქონდეს. შემდგარი პიროვნებაა, სანდო და ერთსულოვანი. ყრმობიდანვე გაზრდილი, მოდუნებულია. წლებთან ერთად მხიარულება ემატება. შეგიძლია დაეყრდნო, ფეხზე წამოგაყენებს.''


მერწყული - დამაინტრიგებელი

''თავს არ მოგაბეზრებს. იცის როგორ გაერთოს. უკიდურესად ინდივიდუალურია და წესები, პრეცენდენტები არ ადარდებს. ამასთან, ინტელექტუალური და სასიამოვნო მოსაუბრეა, შენს ინტერესებს გაგებით მოეკიდება.''


თევზები - რომანტიკული

''ესმის რომანტიკა, ყველაზე ველურ ოცნებასაც ფრთას შეასხამს. ამ ცივ, ულმობელ სამაყროში მისი სათუთი, მეოცნებე სულის ადგილი არაა. მისტიური, პოეტური, არტისტული და ემპათიკურია, მასავით ვერავინ გაგიგებს.''

image

0
315
3-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0