x
რა ეტაპებს გავდივართ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში?
image
ადამიანებს შორის კავშირი არის იმდენად მნიშვნელოვანი რომ როდესაც შენ მოკლებული ხარ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვარდები დეპრესიაში, ხარ ეჭვების გარემოცვაში და შენ გიძნელდება მართო თუნდაც შენი ყოველდღიური ცხოვრება. კველვებმა ნათლად აჩვენეს რომ ბედნიერების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს - ფული, სამსახური, და სექსი- ახლო ურთიერთობა მეორე ადამიანთან. ურთიერთობის სურვილი არის უნივერსალური.ყველაზე კარგი გზა რომ დაიწყო ინტერპერსონალური ურთიერთობების შესწავლა არის შენი პირადი ურთიერთობების განხილვა (წარსული, აწმყო ან რომელსაც ელოდები) და შეკითხვა საკუთარ თავთან თუ რას ნიშნავს ურთიერთობები შენთვის. რა არის დადებითი და ურაყოფითი მასში? კონცენტრირება მოახდინო შენს პირად ურთიერთობაზე ზოგადად (მეგობრიბაზე, რომანზე, ოჯახზე და სამსახურზე); კონცენტრირება მოახდინო კონკრეტულ ურთიერთობაზე ( შენი ცხოვრების თანამგზავრი ან ბავშვი ან საუკეთესო მეგობარი); ან კონცენტრირება მოახდინეთ ერთი სახის ურთიერთობაზე (ვთქვათ მეგობრობაზე)

ინტერპერსონალური კომუნიკაციის უპირატესობები:

1.ერთ-ერთი მთავარი ურთიერთობის უპირატესობა არის სიმარტოვის შემცირება. ეს გაგრძნობინებს რომ ვიღაც ზრუნავს შენზე, მოსწონხარ, გიცავს, უპირობოდ უყვარხარ.

2.სხვასთან ურთიერთობის მეშვეობით შენ შეიცნობ შენს თავს და ხედავ სხვადასხვა ასპექტში და როლში- როგორც მაგალითად ბავშვი ან მშობელი, თანამშრომელი, მენეჯერი, საუკეთესო მეგობარი. ჯანსაღი ინეტრპერსონალური ურთიერთობები გმატებს თავდაჯერებულობას და თვითშეფასებას. მარტივად რომ ვთქვათ უბრალოდ მეგობარი ან რომანტიული პარტნიორი გაგრძნობინებს თავს სასურველად და ღირებულად.


3.კვლევები თანმიმდევრულად აჩვენებს რომ ინტერპერსონალური ურთიერთობები ხელს უწყობს მნიშვნელოვნად ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას და პირად ბედნიერებას. ახლო ინტერპერსონალური ურთიერთობის გარეშე მარტივად შეიძლება ჩავარდე დეპრესიაში რაც ხელს უწყობს ფიზიკურ ავადმყოფობის წარმოშობას. ფაქტობრივად იზოლაციაში ჩავარდნა განაპირობებს ქოლესტერინის მომატებას, წნევას, სიმსუქნეს, მოწევას ან ფიზიკურ უუნარობას.

4.ინტერპესონალური ურთიერთობა ძირითადად ემსახურება და მოიცავს სხვა დანარჩენ პუნქტებს, როგორიცაა მაქსიმალური სიამოვნების განცდა და პრობლემატური საკითხების მინიმუმამდე დაყვანა.

ურთიერთობის ეტაპები

  • კონტაქტი- აღქმითი კონტაქტი- ხედავ, გესმის, უყურებ ფოტოს ან ვიდეოს ან ცნობ სუნზე. ამით მენტალურ და ფიზიკურ წარმოდგენას იქმნი- სქესს, საშუალო ასაკს, სიმაღლეს და ასე შემდეგ. ამას მოყვება აუცილებლად ინტერაქტიული კონტაქტი - ამ ეტაპზე გაცვლა ხდება ზოგადი ცნობების ერთნამეთში. კვლევების მიხედვით ეს არის პირველადი შთაბეჭდილება ადამიანზე რის საფუძველზეც წყვეტ გააგრძელო თუ არა ურთიერთობა.
  • ჩართულობა- ამ ეტაპზე იბადება ორმხრივი სურვილი ურთიერთობის. ერთგვარი ექსპერიმენტი და მცდელობა შეიტყო მის შესახებ მეტი რამ. ჩართულობის საწყის ფაზას აქვს ერთგვარი გამოცდის სახე. ამით ამტკიცებ პირველადი შთაბეჭდილების სიზუსტეს. თუ სურვილი გაქვს რომ უკეთესად გაიცნო პიროვნება შენ უნდა განაგრძო ინტერაქცია და საკუთარი თავის გამოვლენა. შეხვედრის დროს უნდა გამოიყენო სხვადასხვა სტრატეგია რომ გადახვიდე ურთიერთობის შემდეგ საფეხურზე და მათ შორის ინტიმურზეც. მაგალითისითვის შეგიძლიათ ყურადგების გამოჩენა საჩუქრების გაკეთებით, თუნდაც ყვავილების ან ბარათის ან სხვა სახის.
  • სიახლოვე - ამ ეტაპზე გრძნობ თავს ვალდებულად უფრო დაუახლოვდე, გააღმავო ურთიერთობა და გახდეს შენი საუკეთესო მეგობარი, შეყვარებული ან თუნდაც ცხოვრების თანამგზავრი. სიახლოვის ეტაპი კიდევ იყოფა ორ ნაწილად. ინტერპერსონალური მოვალეობა სოციალური კავშირი. ინტერპერსონალური მოვალეობა გულისხმობს როდესაც თქვენს შორის ყველაფერი გარკვეულია მაგრამ ამას საზოგადოდ არ ამჟღავნებთ. სოციალური კავშირი კი გულისხმობს როდესაც ყველასთვის ცნობილია თქვენი ურთიერთობა-ოჯახში და მეგობრებში, ხდებით ერთი მთლიანობა.
  • გაუარესება- ინტერესის შემცირება მეგობრის ან პარტნიორის მიმართ. პირველი ნიშანი ურთიერთობის გაუფერულების იწყება ინტერპერსონალური უთანხმოებით, რაც ნიშნავს რომ შენს პარტნიორთან ურთიერთობის მომავალს უყურებ ნეგატიურად. თუ ეს შეგრძნება ღმავდება მაშინ გადავდივართ მეორე ფაზაში ინტერპერსონალურ გაუფერულებაში. ეს გულისხმობს რომ ნელ ნელა შორდები და იზრდება მანძილი. ცდილობ ნაკლები დრო დაუთმო. მცირდება სასაუბრო თემა, ფიზიკური კონტაქტი, სულიერი სიახლოვე. ხშირია კამათი და მისი მოგვარება რთულდება.
  • აღდგენა- ზოგი წყვილი უთანხმოების აღმოფხვრას ცდილობს პრობლემური საკითხის განხილვით თუ რატომ წარმოიშვა ესა თუ ის პრობლემა. განიხილავენ ერთმანეთის ხასიათის თუ შეხედულების ცვლილებას. წარმოიდგენენ რას ნიშნავს ამჟამინდელი ურთიერთობა მათთვის და როგორ წარმოუდგენიათ დაშორების შემთხვევაში საკუთარი ცხოვრება. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ რომ გსურთ აღდგენა და გაუმჯობესება ურთიერთობის უნდა გაიაზროთ წარმოქმნილი პრობლემები, სასურველი ცვლილებები, საკუთარი და პარტნიორის სამომავლო მიზნები. ეს არის ერთგვარი ურთიერთშეთანხმება.
  • დაშორება- ურთიერთკავშირი დაინგრა. დასაწყისისთვის იწყებთ ცხოვრებას ცალცალკე და თქვენი ცხოვრების გაგრძელებას დამოუკიდებლად. მიმდინარე პერიოდში თუ ხვდებით რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ცალკე ცხოვრებით და აღარ გსურთ აღდგენა ურთიერთობის მაშინ ოფიციალურად განქორწინდებით. შემდეგი ეტაპისთვის აგრძელებთ დამოუკიდებლად ცხოვრებას მარტო ან ახალ პარტნიორთან ერთად. თუმცა ზოგი ამჯობინებს მარტო ყოფნას გარკვეული პერიოდი.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0