x
რას ნიშნავს ოპოზიციურ-დევიაციური აშლილობა და როდის ხდება მისი დიაგნოსტირება?
image
ოპოზიციურ-დევიაციური აშლილობის მქონე ბავშვები და მოზარდები ძალიან
სწრაფად კარგავენ მოთმინებას; ხშირად ავლენენ დაუმორჩილებლობას სახლისა თუ სკოლის გარემოში; იგნორირებას უკეთებენ ან წინააღმდეგობას უწევენ წესებს, შეზღუდვებს; სხვებს ადანაშაულებენ საკუთარი შეცდომების ან ქმედებების გამო; ცდილობენ სხვებით მანიპულირებას და ადვილად ღიზიანდებიან. ისინი უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე, იმის მიუხედავად, თუ რას მოითხოვენ მათგან.გარკვეულ ფარგლებში, თითოეული ზემოთ აღნიშნული ქცევა დამახასიათებელი ბავშვებისთვის. თუმცა, ოპოზიციურ-დევიაციური აშლილობის დიაგნოზის მქონე პირები ვერ ახდენენ იმპულსების შეკავებას და იმდენად ხშირად ავლენენ აღნიშნულ ქცევებს, რომ ეს ხელს უშლის მათ სხვებთან ურთიერთობისას.ოპოზიციურ დევიაციური აშლილობის მახასიათებლები გამოხატავენ ორ ურთიერთგადამფარავ პრობლემურ სფეროს: ოპოზიციასა და დევიაციას.

ოპოზიცია: ბავშვები, რომლებსაც აქვთ ოპოზიციურ დევიაციური ქცევითი დარღვევა, აქტიურად ეწინააღმდეგებიან შეზღუდვებს და მარტივ მოთხოვნებსაც კი, რაც არ უნდა გონივრული და გარდაუვალი იყოს ისინი. მაგალითად, მათ შეიძლება უარი განაცხადონ მაგიდასთან მისვლაზე, დასაძინებლად წასვლაზე ან იმაზე, რომ თბილი ქურთუკი ჩაიცვან ზამთარში.

დევიაცია: აღნიშნული დარღვევის მქონე ბავშვები იგნორირებას უკეთებენ მათ
მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, განგებ ეწინააღმდეგებიან ან ახდენენ სხვების
პროვოცირებას. ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ სიამოვნებას იღებენ სხვების ხელის შეშლით, თავის მობეზრებით, დაცინვით ან გაღიზიანებით.

ოპოზიციურ დევიაციური აშლილობა ვლინდება ზოგადი პოპულაციის 16
პროცენტამდე ბავშვებსა და მოზარდებში. ოპოზიციურ დევიაციური აშლილობის
სიპმტომები განსხვავებულად ვლინდება გოგონებთან და ბიჭებთან (ბიჭებში უფრო ხშირია აღნიშნული დიაგნოზი). ბიჭები, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზი აქვთ, ფიზიკურ აგრესიას და ემოციურ აფეთქებას ავლენენ, მაშინ, როდესაც გოგონები - ხშირად ტყუიან, უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე, და სიმპტომებს გამოხატავენ სხვა, არაპირდაპირი გზებით. ოპოზიციურ დევიაციური აშლილობას ხშირად თან სდევს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), ასევე, შეიძლება ახლდეს დასწავლის უნარის დაქვეითებას, ბიპოლარულ აშლილობას.


დიაგნოსტირება ოპოზიციურ დევიაციური აშლილობის დიაგნოსტირება ჩვეულებრივ ხდება ბავშვობის ასაკში. თუმცა, სიმპტომებმა შეიძლება თავი იჩინონ უფრო მოგვიანებით, მოზარდობის ასაკში. იმისათვის, რომ მოხდეს ოპოზიციურ დევიაციური აშლილობის განსხვავება ბავშვებისა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ტიპური პროტესტისა და დაუმორჩილებლობისგან, პროფესიონალები დეტალურად იკვლევენ ქცევების
ისტორიას სხვადასხვა გარემოში. ოპოზიციურ დევიაციური აშლილობის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა, ბავშვი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, სულ მცირე, ოთხს მაინც ავლენდეს, მინიმუმ 6 თვის მანძილზე და, ამასთან, სხვადასხვა გარემოში, როგორიცაა: სახლი, სკოლა, ან სხვა სოციალური სიტუაცია.

აღნიშნული სიმპტომებია:
o ხშირად კარგავს მოთმინებას, ბრაზობს ყველაზე
o გადაჭარბებულად ეკამათება მოზრდილებს
o ღიად ეწინააღდეგება უფროსების მიერ წაყენებულ მოთხოვნებსა და წესებს
o ახასიათებს სხვა ადამიანების გაბრაზების ან განაწყენების მიზანმიმართული
მცდელობები
o საკუთარ ქცევებს სხვებს აბრალებს, სხვებს ადანაშაულებს საკუთარ შეცდომებში
o ადვილად ბრაზდება და ღიზიანდება
o სიბრაზის დროს ახასიათებს ავი და ღვარძლიანი საუბარი
o ახასიათებს შურისმაძიებლური ქცევები
5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ზემოთ აღნიშნული ქცევები უნდა ვლინდებოდეს თითქმის ყოველდღე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში ქცევები უნდა ვლინდებოდეს სულ მცირე კვირაში ერთხელ, 6 თვის განმავლობაში.

მიზეზები ოპოზიციურ დევიაციური ქცევის გამომწვევი ზუსტი მიზეზის შესახებ მრავალი ვარაუდი არსებობს. გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს
მემკვიდრეობითი და გარემო ფაქტორების კომბინაცია

0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0