x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ევროპის ჩემპიონატი
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს და ერქვა ევროპის ნაციონალური თასი 1968 წლამდე. ტურნირის მანაწილეები გადიან საკვალიფიკაციო ეტაპს, ფინალურ ეტაპზე ხვდება 16 კვალიფიკაცია გავლილი ქვეყნის ეროვნული ნაკრები. მასპინძელ ქვეყანას (ქვეყნებს) ფინალური ეტაპის საგზური ეძლევათ ავტომატურად. შესარჩევ ეტაპთან ერთად ჩემპიონატი დაახლოებით 2 წელიცადს გრძელდება. ფინალური ეტაპის ხანგრძლივობა კი დაახლოებით ერთი თვეა.

პირველი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 4 გუნდი იყო და ჩემპიონობა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მოოპოვა ფინალი პარიზში გაიმართა.

1964 წელს ჩემპიონატს ესპანეთმა უმასპინძლა. თასიც ესპანელებმა დაიტოვეს.

1968 წელს მასპინძელი ქვეყანა იტალია იყო და გამარჯვებულიც იტალიის ნაკრები გახდა.


1972 წლის ჩემპიონატი ბელგიაში გაიმართა და დასავლეთ გერმანიის გამარჯვებით დასრულდა.

1976 წელს იუგოსლავიაში ჩატარებული ჩემპიონატი კიჩეხოსლოვაკიის გამარჯვებით დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ ამ წელს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველად დაინიშნა პენალტების სერია (ფინალში).

1980 წელს ჩემპიონატის ფინალს რომმა უმასპინძლა და დასავლეთ გერმანიამ თავისი მეორე ევროპული ტიტული მოიგო.

1984 წელს თავისი პირველი ტიტული მოიგო საფრანგეთმა. ფრანგთა კაპიტანმა მიშელ პლატინიმ 5 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც დღემდე სარეკორდოა.

1988 წელს ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდა და ჰოლანდიის გამარჯვებით დასრულდა.

1992 წელს ჩემპიონატს შვედეთმა უმასპინძლა. გამარჯვება კი დანიამ მოიპოვა.

1996 წლის მასპინძელი ინგლისი იყო. ჩემპიონატი გერმანიის გამარჯვებით დამთავრდა.

2000 წლის ჩემპიონატს, ჩემპიონატის ისტორიაში პირველად ორი მასპინძელი ქვეყანა ყავდა: ჰოლანდია და ბელგია. ტურნირი საფრანგეთმა მოიგო.

2004 წელს ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიაში გაიმართა. საბერძნეთის ნაკრებმა, რომელსაც მანამდე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული (1980), თავისი პირველი ევროტიტული მოიპოვა.

2008 წლის ჩემპიონატს ავსტრიამ და შვეიცარიამ უმასპინძლეს და ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა.

2012 წელს ევროპის ჩემპიონატს პოლონეთი და უკრაინა მასპინძლობს. შედეგი სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

საუკეთესო ბომბარდირები

მიშელ პლატინი 9 გოლი

ალან შირერი 7 გოლი

ნუნუ გომეში 6 გოლი

ტიერი ანრი 6 გოლი
პატრიკ კლუივერტი 6 გოლი
რუდ ვან ნისტერლოი 6 გოლი

მილან ბაროში 5 გოლი

იურგენ კლინსმანი 5 გოლი
სავო მილოშევიჩი 5 გოლი
მარკო ვან ბასტენი 5 გოლი
ზინედინ ზიდანი 5 გოლი

0
59
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით სანიკიძე
დავით სანიკიძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0