x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სოციალური ქსელების გავლენა: Facebook-ი და თვითშეფასება
image

კვლევებმა აჩვენა, რომ სოციალური მედია დიდწილად დაკავშირებულია მარტოობასთან, აგრესიასთან დეპრესიასა და ნარცისიზმთან. იგი იწვევს სოციალური უნარების დაქვეითებას.

მომხმარებელთა 60% აცხადებს, რომ სოციალურმა ქსელებმა გამოიწვია მისი თვითშეფასების დაქვეითება.

50 % თვლის, რომ მან უარყოფითი გავლენა იქონია რეალურ ურთიერთობებზე.


80% ფიქრობს, რომ უფრო ადვილია მათი მოტყუება სოციალური ქსელების გავლენით.

პარადოქსულია ის, რომ სოციალური მედია გვაძლევს არჩევანის შესაძლებლობის ილუზიას, მაშინ როცა გვირთულებს შესაფერის, ღირსეულ ალტერნატივაზე წვდომის შესაძლებლობას.

კალიფორნიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევრები დაინტერესდნენ Facebook-ის გავლენით პიროვნების თვითშეფასებაზე და როგორც ერთერთი მათგანი, ამანდა ფორესტი აცხადებს იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თვითშეფასებას.

აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა რადიკარულ ჩარჩოებში ექცევა, ე.ი. ან ნარცისიზმის მსხვერპლია ან უკიდურესად დაბალი თვითშეფასების. მკვლევრები ამბობენ, რომ თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რას პოსტავენ ადამიანები, ამას მოწმობს სტატიტიკა, რომლის მიხედვითაც, ის მომხმარებლები რომლებიც უმეტესად პოზიტიურ სიახლეებს ავრცელებენ, უფრო მეტად იმსახურებენ ფრენდების მოწონებას და პოპულარობას, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ნეგატიურ და კრიტიკულ ინფორმაციას აქვეყნებს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ Facebook მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე ჩვენი შთაბეჭდილებების ფორმირებაზე. ვინაიდან იგი გვაწვდის ძალიან მწირ ინფორმაციას მომხმარებლებზე, ვიზუალურად კი გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ შესახებ თითქმის სრული ინფორმაცია გვაქვს და თავს ვაძლევთ უფლებას ჩამოვიყლიბოთ წარმოდგენა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში მცდარია.

ადამიანთა უმრავლესობა მიდრეკილია პიროვნული სრულყოფისაკენ, რაც მათ ვებგვერდებზეც აისახება და ხშირად ეს თვალს უხვევს სხვა მომხმარებლებს, ანუ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად კარგები გამოჩნდნენ friend-ების თვალში და ხშირად გამოსდით კიდეც. შედეგად მომხმარებელთა ნაწილის თვითშეფასება მნიშვნელოვნად ეცემა, რადგან ისინი ხედავენ მხოლოდ სხვების „იდეალურ“ სამყაროს და ამ ფონზე საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესო ეჩვენებათ. გაპოპულარულებული მომხმარებლები კი არაჯანსაღი თვითპატივისცემით ივსებიან და მათ ნარცისიზმი იპყრობთ.


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ნ.ტაბატაძე555
ნ.ტაბატაძე555
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0