x
მეტი
  • 22.07.2018
  • სტატია:78806
  • ვიდეო:331542
  • სურათი:435534
გენიოსების ჩრდილები: მერსედეს ბარჩა

მერსედესი და გაბო
გაბრიელ გარსია მარკესი, ადამიანი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. თუ მის ნაწარმოებებს გონებისთვალით წავიკითხავთ მივხვდებით, რომ კოლუმბიელი ჯადოქარი მისტიკის საბურველში ნამდვილ ცხოვრებას ხვევდა და ისე მიჰქონდა მკითხველამდე.

საყოველთაო აღიარების მოსაპოვებლად წლები დასჭირდა. ალბათ ხელსაც ჩაიქნევდა მწერლობაზე, მის გვერდით მერსედეს ბარჩა რომ არ ყოფილიყო.
მერსედეს ბარჩა, გაბოს ერთადერთი სიყვარული და ნამდვილი მეგობარი, ქალი, რომელსაც ქმრის გენიალურობაში ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი.
მათი ცხოვრება ისევე უცნაურად დაიწყო და განვითარდა, როგორც მარკესის რომანების გმირებისა.
პირველად საცეკვაო მოედანზე ნახა მომავალი მეუღლე, ბევრი არ უფიქრია მივიდა და ცოლობა სთხოვა, ქალიშვილმაც არ დააყოვნა და დათანხმდა, მხოლოდ ერთი პირობით-გოგონას სკოლა უნდა დაემთავრებინა.
სკოლა დაამთავრა, მაგრამ გაბო არ ჩანდა… მოთმინებით ელოდა ქალი საყვარელ კაცს, ყველა ხელის მთხოვნელს უარით ისტუმრებდა, ყურადღებას არ აქცევდა არცერთ ჭორს, რომელსაც გაბოსა და სხვა ქალების შესახებ უყვებოდნენ. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ის, რომ მარკესი მის წერილებს პასუხობდა. გაბო, მისთვის მთელი სამყარო იყო. image
“შეიძლება ამ სამყაროში ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.” მარკესი


მოლოდინი 12 წელს გაგრძელდა… ოჯახისათვის, მოულოდნელად მერსედესმა სწავლაზე უარი თქვა და გაბრიელ გარსია მარკეს გაყვა ცოლად (სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ბიოლოგიურსე აპირებდა ჩაბარებას).

უდარდელ, მშვიდ ცხოვრებას მიჩვეული მერსედესი, მისთვის სრულიად უცნობ სამყაროში აღმოჩნდა. მათ პატარა ბინაში, საკმარისი მხოლოდ სიყვარული იყო. მერსედესმა არ იცოდა საოჯახო საქმების კეთება, გაბრიელი მოთმინებით ნელ-ნელა ასწავლიდა ყველაფერს. სულ მალე გამოუცდელი გოგონასგან გამოცდილი დიასახლისი და ოჯახის დედა დადგა. სიყვარულმა მისცა ძალა შეგუებოდა სიღარიბეს, ალღო აუღო ყოველდღიურ რუტინას . ქალის ერთადერთი მიზანი გაბოს გაბედნიერება იყო. ღუმელს აჩაღებდა, რადგან მარკეს სიცივეში წერა არ შეეძლო, აწესრიგებდა საბუთებს, ქმრის ჩანაწერებს…
ყველაზე დიდი გამოცდა გაბრიელის და მერსედესის ცხოვრებას მოუწყო მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო რომანის “მარტოობის ასი წელიწადის” შექმნამ. იმისათვის, რომ ეს ნაწარმოები დაეწერა სამსახურიდან წამოვიდა, თვრამეტი თვის განმავლბაში არ გამოსულა ოთახიდან 30000 ღერი სიგარეტი მოწია, წყვილს ყველას ვალი ჰქონდა. მერსედესი მოელაპარაკა ბინის მფლობელს, ყასაბს, რომ მათვის კრედითი მიეცათ იქამდე სანამ გაბრიელი თავის რომანს არ დაასრულებდა. იმდენად სწამდა მეუღლის წარმატების, რომ ამაში სხვებსაც ადვილად არწმუნებდა. მართლაც, თვრამეტ თვიანი გაუჩერებელი მუშაობის შემდეგ გაბომ შექმნა შედევრი, რომლის ფოსტით გაგზავნის ფულიც არ ჰქონდათ. გაყიდეს ტელევიზორი, მანქანა, მაცივარი - მიღებული თანხა მხოლოდ რომანის ნაწილის გასაგზავნად ეყო. ფოსტიდან შინ მოსულმა მერსედესმა გაყიდა დარჩენილი ნივთებიც და რომანი მთლიანად გაუგზავნა გამომცემელს. სულ მალე მოხდა ის, რაშიც მერსედეს ბარჩას ეჭვი არასდროს შეჰპარვია, გაბრიელ გარსია მარკესის რომანმა მსფლიო აღიარება მოიპოვა.
მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მერსედესის გარეშე ვერაფერს შეძლებდა, ისინი ქორწინების შემდეგ განუყოფელ წყვილად იქცნენ.
ერთ-ერთ ინტერვიუში მარკესმა თქვა: “მერსედესი ჩემი გონების შავი ჭირი! გაიდგა მასში ფესვები, სისხლად გაედინა ძარღვებში და შეეზარდა ჩემს სხეულს.”
მწერლის ძმა ხაიმე იგონებდა, რომ სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაბრიელ გარსია მარკესი მხოლოდ მერსედესს ეძახდა.
მარკესი და მერსედესი ერთად არ დაბერებულან ისინ ერთმანეთს შეაბერდნენ…
56 წლის განმავლობაში, წყვილის ცხოვრება სტაბილური, სიყვარულით სავსე ნაბიჯებით მიაბიჯებდა ცხოვრების ლაბირინთში. 1991 წელს ჯერალტ მარტინს კითხვაზე თუ რამ გაამყარა მათი ერთობა მერსედესმა უპასუხა: “ ყველაფერი ბიოლოგიურ შეთავსებაზეა დამოკიდებული. თქვენ ვერ ხვდებით? ამის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდება”.
2014 წელს მარკესმა ქორწინების შემდეგ პირველად დატოვა მარტო მისი გვირგვინოსანი ქალღმერთი…
მათი დაშორება მხოლოდ სიკვდილმა, გაბოს სიკვდილმა შეძლო…image


0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:მერი უგულავა
მერი უგულავა
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0