x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
შენი რესურსები. (ნდობა საკუთარი თავისადმი)

image


როგორ გესმის ხატება? ალბათ მსგავსება, განმეორება, ანალოგი ან სულაც კლონირება ხო?! ჩვენ ადამიანები, ღმერთის ნებით მის ხატებად ვართ წარმოდგენილი დედამიწაზე, რაც ნიშნავს იმას რომ თუ რამე წარმოდგენილია ჩვენს ირგვლივ ჩვენს ხელთ-მფლობელობაშია და უნარები რომლებიც მოგვცა დანარჩენის შესაქმნელად, ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეს თავად ასე გვითხრა რომ ჩვენ ვმეფობთ არსებულზე. (არ ვსაუბრობ რელიგიაზე და მითუმეტეს არავის ვეკამათები.) გარდა ამისა, რწმენას შეუძლია გადაგარჩინოს, გადაადგილოს მთები და შუაზე გახსნას ოკიანეები. რწმენა არის რაც განგვასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისგან. რწმენა არაცნობიერიდან გადმოტანილი ცნობიერში, (პირველ რიგში) საკუთარი თავისადმი ნდობის გამოცხადებაა. ნდობა და საკუთარი ამოძახილი სურვილების პრეზენტაციაა. თუ შენ არ მისცემ საკუთარ თავს, იმის შეფასებას რომ შენს უნიკალურაბას ათ ბალიანიდან ათივე გეკუთვნის, დამიჯერე მე მაშინ სამ ბალადაც არ შეგაფასებდი. შენ დაარღვიე ყველა ბარიერი, გასცდი ადამიანურ კანონზომიერებას და იმეფებ ბედნიერებაზე. გექნება შეგრძნება, მუდმივი მადლიერების გამოხატულება სამყაროს მიმართ. გაცემულ სიხშირეს მიიღებს სამყარო და იმავეს დაგიბრუნებს. გაიხსენე... რასაც დასთეს იმას მოიმკი. საკუთარ თავთან ნდობის გარეშე, ხარ ხორცი კანონზომიერებაზე დამორჩილებული. ამ დროს შენ არ ხარ ის, ვინც ხარ სინამდვილეში. უხეში საუბარი არ მაქვს, უბრალოდ ასეა. ენდე საკუთარ ფიქრებს, ემოციებს. გიყვარდეს სათითაო აზრი შენს აზრებში და მიიღე საკუთარი თავი. გააკეთე საკუთარი ფიქრების სოციუმში გაშვება. გიყვარდეს და ეთაყვანებოდე მას, რადგან ეგ არის შენი გენიალურობა რაც შენშია, რაც გისაჩუქრა ბუნებამ და მაღალმა ძალამ. ენდე საკუთარ თავს, საყელო გამობმული ცხვარის როლი რომ არ მოირგო ამ უზარმაზარ შეუცნობ სამყაროში. ეს უზარმაზარი თემის შესავალი გაგრძელებადია და მეორე ეტაპისთვის გავეცნობი წერაში, როგორც ჩემს აზრებს და ფიქრებს, ასევე თქვენს ნებისმიერ მოსაზრებას ყოველთვის სიამოვნებით მოვისმენ. ბოდიშით მოკლე სიტყვაობისთვის, ამ ეტაპზე ვენდოთ მხოლოდ საკუთარ თავს. მოწონება იქნება უკუკავშირი იმის რომ ღირს წერის გაგრძელება. წერა არა მხოლოდ იმიტომ რომ ღირს თუ არა, არამედ იმიტომ რომ რამდენად ერთ ენაზე შეგვიძლია საუბარი.

0
14
3-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიი წიკლაური
გიორგიი წიკლაური
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0