x
კარიერას გეგმავთ? - დაიწყეთ პერსონალური ბრენდინგით!
კარიერისტი
იმისათვის, რომ შექმნათ წარმატებული პერსონალური ბრენდი, საჭიროა, იყოთ მაღალი პროფესიონალური დონის სპეციალისტი. ძლიერი რაციონალური ღირსებების გარეშე ბრენდი ვერ შეიქმნება.

რას მოგცემთ პერსონალური ბრენდი?

ვინც არ უნდა იყოთ - პარიკმახერი, დიზაინერი, მწერალი, მერკეტერი თუ ბლოგერი - პირადი ბრენდის შექმნით თქვენ ქმნით ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იყოთ თავდაჯერებული გარემომცველ სამყაროში; ლოლიალური მომხმარებელი მზად არის, აპატიოს ბრენდს შეცდომები და ჩავარდნები.

წარმატებული ბრენდი პირდაპირ გავლენას ახდენს შემოსავლების ზრდაზე, რადგან მომხმარებელი მზად არის, სპეციალისტს, რომლის სახელიც გახდა ბრენდი, გადაუხადოს მეტი, ვიდრე უბრალოდ სპეციალისტს.


რომელიმე კონკრეტულ ბრენდთან ან პიროვნების კულტთან კავშირის, ურთიერთობის დემონსტრირებით მომხმარებელი გამოხატავს საკუთარ თავს. ალბათ შეგინიშნავთ, როგორი სიამაყით წარმოადგენენ ადამიანები ცნობილი ბრენდების პროდუქციას ტანსაცმლიდან იახტამდე, რომლებიც მათ აქვთ. ასეთივე სიამაყით ატყობინებენ გარშემომყოფთ თავიანთი კონტაქტების შესახებ ცნობილ ადამიანებთან. რატომ? იმიტომ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და გავლენას ახდენენ სხვებზე. არ აქვს მნიშვნელობა, რა წრეში მოხდება ეს გავლენა და ვინ არიან ეს ლიდერები - პოლიტოლოგი, რომელიც ცნობილია თავისი განსხვავებული აზრით თუ მასაჟისტი, რომელთანაც პროცედურებზე ქალაქის მეორე ბოლოდან მოდიან.

იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული, ყოველთვის არ არის საჭირო, დაიპყროთ მსოფლიო. ზოგჯერ საკმარისია, თქვენი ქალაქის ან რაიონის ბრენდი გახდეთ.

ირინა ოგნევა

0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:მან65
მან65
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0