x
სასმელები, რომლებიც დაგეხმარებათ გაღვიძებაში და აგავსებთ ენერგიით
image

ყველას არ შეუძლია, დილით გაივიძოს დასვენებული გონებითა და ნათელი აზრებით, სასწრაფოდ შეეჭიდოს დღის პრობლემებს და დაიპყროს ყველა ხილული და უხილავი სიმაღლე. ამისათვის ბევრ ადამიანს გამოფხიზლება სჭირდება.

სტატიაში მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ სასმელები, რომლებიც სწრაფად გამოგაფხიზლებთ, მოგაბრუნებთ ცხოვრებისაკენ და აგავსებთ ენერგიით.

კაკაო ფორთოხლის წვენით

გამოწურეთ ფორთოხლიდან წვენი, გახეხეთ სახეხზე ცოტა ცედრა. მოადურეთ კაკაო, დაამატეთ ფორთოხლის წვენი, ცედრა, შაქარი ან თაფლი. ეს სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ გაციებულიც, ყინულით.კაკაო ფორთოხლის წვენითინგრედიენტები:


200 მლ კაკაო ნახევარი ფორთოხალი რძე თაფლი ან ყავისფერი შაქარი

ანანას სასმელი

ბლენდერში ათქვიფეთ ანანასი, ოხრახუში და კოჭა. დაამატეთ წყალი, თაფლი და ლიმონის წვენი.image

ინგრედიენტები:

200 გ ანანასი 200 მლ წყალი 2 სმ კოჭას ფესვები 1 კონა ოხრახუში 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი თაფლი

სტაფილოს წვენი კოჭათი

გამოწურეთ სტაფილოს წვენი. ჩაასხით ბლენდერში, დაამატეთ ლიმონის წვენი, კოჭა, შაქარი და აურიეთ. დაამატეთ მინერალური წყალი და ისევ აურიეთ.სტაფილოს წვენიინგრედიენტები:

500 მლ მინერალური გაზიანი წყალი 2 ჭიქა სტაფილოს წვენი 1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შაქარი გემოვნებით

ლიმონის სასმელი ასკილით

გამოწურეთ ლიმონს წვენი, დაამატეთ თაფლი, ასკილის სიროფი, ადუღებული წყალი და აურიეთ. სასმელი ლიმონით და ასკილით
ინგრედიენტები:

1 ლ წყალი 2 სუფრის კოვზი თაფლი 2 სუფრის კოვზი ასკილის სიროფი 1 ლიმონი


0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:მან65
მან65
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0