x
საჭიროა თუ არა საშინაო დავალების მიცემა მოსწავლეებისათვის?
საჭიროა თუ არა საშინაო დავალების მიცემა მოსწავლეებისათვის? რას ემსახურება, რა უნარებს ავითარებს ბავშვებში საშინაო დავალება?


image


ამ კითხვებზე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს განსხვავებული პასუხები აქვთ. მაგალითად, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი სწრაფად გიპასუხებთ, რომ საჭირო არ არის, ჰქონდეთ საშინაო დავალება. მათი აზრით, ეს ზედმეტი და უსარგებლო დატვირტვაა, რომლის გამოც არ რჩებათ თავისუფალი დრო და ვერც რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას იძენენ ან განიმტკიცებენ. ხშირად საშინაო დავალებამათ ტანჯვასაც კი აყენებს. სჯობს, გაკვეტილზე შეასრულონ ყველა სახის დავალება, რაც პროგრამით განსაზღვრულია და აუცილებელია განვითარებისათვის.

მოსწავლეთა ნაწილს კი სიამოვნებას ანიჭებს და თვითშეფასებას უმაღლებს საშინაო დავალების შესრულების არამარტო პროცესი, არამედ შედეგიც, რასაც პედაგოგის სწორი შეფასება და უკუკავშირი გააძლიერებს. მათ არ აშინებთ დავალების არც სირთულე, არც მოცულობა. სირთულეს და დიდ მოცულობას, პირიქით, გამოწვევადაც ღებულობენ და ინტერესით მუშაობენ.


არის ჯგუფი მოსწავლეებისა, რომელთათვისაც არსებითი მნიშვნელობა რ აქვს საშინაო დავალების ქონა - არქონას: ექნება, შეასრულებს, არ ექნება, ე.ი. პრობლემაც არ არის. ისინი თითქმის არასოდეს რეაგირებენ უარყოფითად და არ სვამენ კითხვას, რატომ აქვთ ან არ აქვთ საშინაო დავალება.

რაზე მიგვანიშნებს ყოველივე ზემოთ თქმული? - საშინაო დავალების შერჩევის დროს პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და ინტერესები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში.

0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:მან65
მან65
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0