x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73413
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429067
სტოკჰოლმის სინდრომი #8

imageრამდენიმე საათიანი უაზრო ბოდიალისა და საკუთარ გონებაში აბობოქრებული მატლებთან ბრძოლის შემდეგ ბიჭი ბინძურ სარდაფში დაბრუნდა.
გოგონა ისევ ხატავდა, მაგრამ ამჯერად ნამუშევრის დამალვა არც კი უცდია. ბიჭი კართან ახლოს კედელს მიეყრდნო და ხელები გადააჯვარედინა. გოგონას ერთი წამითაც არ გამოუპარებია თვალი მისკენ, არც რაიმე მოძრაობით გამოუხატავს რომ მის სიახლოვეს გრძნობდა.
-ნახატს არ დამალავ?-ჰკითხა ბიჭმა ირონიით.
-ნაჯღაბნს გულისხმობ?-თავაუწევლად, და იგივე ირონიით ჰკითხა გოგონამ, -არა, ფეხებზე მკიდია ნახავ თუ არა...
-ფეხებზე მკიდია რას დახატავ...
-რამდენ ხანს აპირებ ჩემს აქ დამწყვდევას?
-წასვლა თუ გინდა წადი, არავინ გაბამს...
-ფეხები რომ მქონდეს ასეც მოვიქცეოდი...
-გაგიკვირდება და... ფეხები გაქვს, თანაც ორი.
-გულისამრევია შენი ირონია...
-ირონიული არ ვარ, შენ გგონია ვერ შევამჩნიე, ძილში როგორ შებრუნდი?
გოგონას ფანქარი ხელში გაეყინა და ლოყები შეეფაკლა.
-არ ვიცი, ვის ატყუებ თითქოს წელს ქვემოთ მოწყდი ან რატომ მაგრამ ფაქტია რომ მათ ამოძრავებ, დღისით კარგად მალავ, მაგრამ ძილში... ქვეცნობიერს ვერ აკონტროლებ პატარა დემონო...
-დემონი თავი გაბია!-იყვირა და წითელი ფანქარი ბიჭს ესროლა. ისევ ააცილა, როგორც ყოველთვის. ბიჭი ამჯერად არ გატოკებულა რატომღაც ალბათ დარწმუნებული იყო ფანქარი მასთან ვერ მიაღწევდა, ან წიჭელი ფანქრის მომაკვდინებელი ძალის არ სწამდა.
-აქედან გაქცევა რომც სცადო მაინც ვერსად წახვალ, ტყუილად ცდილობ დამალო რომ სიარული შეგიძლია, ნასოფლარზე ვართ, ახლომახსო სოფლებიც კი არაა, არც ადამიანები, რომც გააღწიო ამ დამპალი სარდაფიდან რამე ცხოველი შეგჭამს...
-სიაროლი არ შემიძლია, შენთვითონ ნახე...
-კიდევ ერთხელ გადავამოწმებ...-თვალი ჩაუკრა ვაჟმა.
-რა ჯანდაბას გულისხმობ...
ბიჭმა ოთახში ჭრელი კნუტი შემოიყვანა, ყელზე თოკი გამოაბა და გოგონას გახედა.
-იცი, ამბობენ კატებს ცხრა სიცოცხლე აქვთო...
-რას უპირებ?-სასოწარკვეთილმა იკითხა გოგონამ.
-მაგრამ ეს ძალიან პატარაა, ალბათ ჯერ მხოლოდ ექვსი, ან სამი სიცოცხლე თუ ექნება...
-შეწყვიტე, კნუტის მოკვლის უფლებას არ მოგცემ...
-ამისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ ფეხზე ადგე...
-არ შემიძლია!-დაიღრიალა გოგონამ, თან ცრემლებს შადრევანივით აფრქვევდა.-გაუშვი ფისო...
-ადექი, -ბიჭმა თოკი მოქაჩა და კნუტმა დაიკნავლა...
-არაააა!-იყვირა გოგონამ...
-ადექი-მეთქი, -ბიჭმა თოკი უფრო მეტად მიიზიდა...
-ვაიმე, ფისო... არა, გთხოვ, არ მოკლა... ცოდოა...
ბიჭმა კნუტს ხელი გაუშვა ბაწრის ბოლო კი ზემოთ აზიდა. კნუტი აფართხალდა და აჩხავლდა. გოგოკა აკივლდა. სკამიდან ფეხზე წამოიჭრა და უმალ იატაკს დაენარცხა. თვალები დახუჭა და საკუთარი თმის გლეჯა დაიწყო. იატაკს მუშტებს ურტყამდა და ისტერიკულად გაჰკიოდა.
„არა, არა, ფისო არა.“
„გაუშვი.“
„მოკვდება.“
„პატარაა.“
ბიჭს დაოცებული სახე ჰქონდა, ამავდროულად იმედგაცრუებულიც, კნუტის მოკვლა არც უნდოდა და არც აპირებდა, ბაწარს ხელი მაშინვე გაუშვა როდესაც გოგონას წამოდგომის მცდელობა ჩაფლავდა.
მატლები:
„იტყუება..“
„მსახიობობს, კნუტი ფეხებზე ჰკიდია, მისთვის უნდა გამოგება ეგ ბაწარი და ნახავდი თუ არ წამოხტებოდა ფეხზე.“
„ასე ვერ მოიტყუება, იქნებ მართლა...“
„ნუ ბოდავ, ხომ ნახე?“
„იქნებ, თვითონაც არ იცის რომ სიარული შეუძლია...“
ბიჭი გაყინული იდგა და საკუთარ გონებაში მატლების მსჯელობებს გულმოდგინედ უსმენდა, მანამ სანამ გოგონას ღრიალმა არ გამოათრია იქიდან.
-არა, არაა ფისო, -განაგრძობდა იატაკისა და საკუთარი თავის ცემას, -ღორი ხარ, დემონი, დამპალო პატარა კნუტი როგორ მოკალი სისულელისთვის...-თვალებს ისევ არ ახელდა, როგორც ჩანს ეშინოდა იმ საზარელი სცენის დანახვა რომელიც მისმა გონებამ უკვე ათასგვარად დაანახა.
ბიჭმა კნუტი ხელში აიყვანა, თავზე ხელი გადაუსვა. ცახცახებდა. გული წამში ათასჯერ უცემდა, მაგრამ ცოცხალი იყო. გოგონას მიუახლოვდა, მაგრამ დისტანცია დაიცვა რომ ლილის თავდასხმისგან თავის არიდება მოესწრო და მის წინ ჩაიმუხლა.
-თვალები გაახილე, არ მომიკლავს...-გოგონამ თვალგაუხელლად დაიწყო ხელების ქნევა და ლანძღვა.
-მატყუარა, მკვლელო, მეზიზღები, გაეთრიე აქედან, ეშმაკის მოციქულო!
-გაახილე ეგ დამპალი თვალები!-იღრიალა ბიჭმა.
გოგონა შეცბა, მერე ნელ-ნელა ცალი თვალის გახელა დაიწყო. სიბნელის გაფერმკრთალებისთანავე ლილი უფრო მეტად აცრემლიანდა. ამჯერად ეს სიხარულის ცრემლები იყო. უდანაშაულო არსების სიცოცხლის შენარჩუნებით გამოწვეული ცრემლები. გოგონა ბიჭისაკენ გახოხდა და კნუტი გამოსტაცა, თითქოს პირდაპირ ცელიანი კაცის ხელიდან გამოეგლიჯოს სიხარულით აიწება გულზე დანერვიული მოძრაობა დაიწყო წინ და უკან.
„პაწუა...“
„ცოცხალი ხარ...“
„მაპატიე, პაწუკა...“
„მაპატიე რომ ვერ ავდექი, ციცქნა ბედნიერებავ, მაპატიე ამ ავადმყოფის ხელში რომ მოხვდი...“
„ფუმფულა...“
ლილი ისტერიკულად განაგრძობდა კნუტისთვის ბოდიშების ხდასა და მისი ათასგვარი მოფერებითი სახელით მოხსენიებას.
ბიჭმა იგრძნო რომ აქ გაჩერება მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებდა ორ ბავშვზე და ოთახიდან შეუმჩნევლად გავიდა.
ცოტახანში დაბრუნდა, გასაშლელი კიბით მხარზე.
ნესტიანი ოთახის ცენტრში დადგა და ავიდა. გატეხილი ნათურა „ვაივაგლახით მოხსნა“ და ახალი დააყენა.
ჭრაჭ-ჭრუჭ და განათდა.
გოგონამ თვალებზე ხელი აიფარა, ისევ გაუძნელდა შეგუება სინათლესთან...
ალბათ ფეხზე დგომაც რომ შეძლოს ოდესმე, გაუჭირდება შეგუება, თვალებივით...
თვალი სიბნელეს ეჩვია, ფეხები კი - უმოძრაობას...
ალბათ, რომ შეძლებოდა გავლა მაინც ვერ შეძლებდა. ცოტახნით მაინც ვერა...
ვაჟი კიბიდან ჩამოვიდა, დაკეცა, მხარზე გაიდო და კარისაკენ წავიდა.
სინათლე არ ჩაუქრია, ისე დააპირა გასვლა:
-შუქი გრჩება...
ბიჭმა ირონიულად გახედა უმწეო, შეშინებულ ბავშვს, რომელიც არ კარგავდა ოპტიმიზმს, რომელიც იბრძოდა, როგორც შეეძლო ისე...
სხვა თუ არაფერი, ვაჟის ნერვების მოშლას მაინც ახერხებდა...
უყურა, უყურა და კარისაკენ გაბრუნდა.
გავიდა.
***
თბილი წყლით სავსე აბაზანაში იწვა.
შოკოლადის არომატიან თამბაქოს აბოლებდა და საკმაოდ ძვირად ღირებულ კონიაკს პირდაპირ ბოთლიდან სვამდა. თან შიგადაშიგ უაზროდ ეღიმებოდა.
„მაგარი არანორმალურია.“
„კატის გამო რა დღეში ჩავარდა...“
„მართლა რომ ამდგარიყო ფეხზე, ალბათ დამახრჩობდა...“
„მაგრად გადავრჩი...“
„ჯობია შენ მოკლა სანამ სიბრალულის გრძნობა „მოწონებასა“ და კიდევ „იმაში“ არ გადაგეზდება...“
„სისულელეა!“
„უფეხებო ავადმყოფია... თანავ ელის მკვლელის შვილი...“
„სწორედ ამიტომ უნდა მოკლა სანამ დაგასწრებს...“
„გაუშვი რა...“
„ვერ გაუშვებს...“
„მაშინ დატოვე აქ და წადი...“
„ფეხებზე დაიკიდე...“
„არ შეუძლია...“
„ვითომ რატომ არ შეუძლია...“
„მოსწონს...“
„სისულელეა!“
„შეუძლებელია...“
„ლამაზიც კი არაა...“
„ლამაზია!“
„არაა!“
„როგორ არა, არის...“
„არააა...“
„კი!“
„არა!“
„კი, არის...“
„მოკეტეთ ორივემ... ჩვენი ბიჭი დათვრა....“
„ჰო, და მგონი გვაძინებს...“
„ჰო....“
***

გაგრძელება იქნება...

2
64
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
64
  
2017, 29 დეკემბერი, 14:14
შევეცდები მალე ავკრიფო, ესეც გაგრძელებაა, წინა თავები ნახეთ?
2017, 29 დეკემბერი, 12:56
დამაინტერესა,მალე იქნება გაგრძელება?
0 1 2