x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73403
  • ვიდეო:326427
  • სურათი:429055
"მე ქართველი ვარ და, რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ ჩემს ქვეყანას გამოვადგები..." - ნიკა კევლიშვილი

image

ნიკა კევლიშვილი ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ „ნიუ იორკ რედ ბულზის“ საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა. ნიკა ძირითადად აკადემიის 12-წლამდე გუნდსა და „რედ ბულზის“ აკადემიას დაქვემდებარებულ სკოლებში სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელებს ავარჯიშებდა.


დაუღალავი შრომის შედეგად ქართველმა წარმატებულმა მწვრთნელმა „ლივერპულის“ აკადემიაში საბუთები გააგზავნა და 6 თვიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.


როგორ მოხვდით "ნიუ-იორკ რედ ბულზის" ასაკობრივი გუნდში?


-როდესაც 20 წლის ვიყავი საქართველოში C ლიცენზია ავიღე და ამერიკაში გავემგზავრე. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე დავიწყე მწვრთნელის პოზიციაზე სამსახურის ძებნა და „რედ ბულზი" ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, სადაც გავაგზავნე ჩემი მონაცემები და რამდენიმე გასაუბრების შემდეგ დავიწყე მუშაობა ამ კლუბში.


ვინ და როდის დაგიკავშირდათ „ლივერპულიდან“?


-„ლივერპულმა" თებერვლის თვეში ოფიციალური აკადემია გააკეთა ამერიკაში, რომლის მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების ინგლისში ჩაყვანა სინჯებზე და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება იყო. 4 წელი „რედ ბულზში" გავატარე და ლივერპულის აკადემიაში საბუთები მე თვითონ გავაგზავნე. მათ მომცეს თემა, რაზეც ვარჯიში უნდა ჩამეტარებინა. მიზანი იყო ჩემი შემოწმება, როგორც თეორიულ ცოდნაში ისე პრაქტიკულში და ამ ყველაფრის წარმატებით გავლის შემდეგ 6 თვიანი კონტრაქტი გავაფორმე.


იყო თუ არა „ლივერპულში“ ან სხვა ინგლისურ გრანდში გადასვლა თქვენი მიზანი?


ყველა მწვრთნელისა და ფეხბურთელის მიზანი ევროპულ გრანდებში მოხვედრაა. ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მე დავტოვე ყველაზე პრესტიჟული კლუბი ამერიკაში და ლივერპულის ახლად გახსნილ აკადემიაში გადავედი.


გაქვთ თუ არა საქართველოსთან შეხება და რატომ აირჩიეთ კარიერის ასაწყობად ამერიკა?


-საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, მანდ გავდივარ სამწვრთნელო კურსებს და იქ ვიღებ სამწვრთნელო ლიცენზიებს, რომელიც მეხმარება კარიერულ წინსვლაში. ამერიკაში 2009 წელს ჩამოვედი და შესაბამისად აქ მომიწია კარიერის აწყობა.


რა შედეგები ჰქონდა ქართველ მწვრთნელს კლუბში?


„რედ ბულზში" U11-U12 ასაკობრივ გუნდებს ვწვრთნიდი და ძალიან ბევრი ტურნირი მოვიგეთ, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ამ საკაში აქცენტი არ კეთდება თამაშების მოგებაზე. მთავარი აქცენტი თითოეული ფეხბურთელის ინდივიდვალურ განვითარებაზე კეთდება. რა თქმა უნდა, თუ სწორად მუშაობ თამაშებსაც იგებ. ამ ასაკის ბავშვებს არ ვაქცევთ წნეხში, არ ვეუბნებით, რომ გინდა თუ არა უნდა მოვიგოთ. შედეგზე ფიქრი U14 ასაკობრივი ჯგუფიდან იწყება, როდესაც უკვე პატარა ფეხბურთელები 11-11 იწყებენ თამაშს.


– უკავშირდება თუ არა თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს?


მე ქართველი ვარ და, რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ ჩემს ქვეყანას გამოვადგები, მაგრამ უნდა იყოს გეგმა, მიზანი და შესაფერისი პირობები დასახული მიზნის მისაღწევად.



image

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0