x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
11 წლის გოგონა ციციშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა
image

“ციციშვილის კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა”, – ინფორმაციას ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე ადასტურებს.


მოზარდი ფილტვების ანთების დიაგნოზით, საავადმყოფოში 10 დღის წინ მიიყვანეს და მას შემდეგ მკურნალობას გადიოდა.


ბავშვთა კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე 11 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე და იმ გართულებების შესახებ დეტალურად საუბრობს, რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა.



“მკურნალობის პროცესში ჩართულები იყვნენ გოგონას მშობლები, მკურნალობის გადაწყვეტილების ყველა ნაბიჯზე. თავის შინაარსით, ბავშვი მძიმედ რჩებოდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, რადგანაც აღენიშნებოდა მიქს ინფექცია, ე.წ. შერეული ინფექცია, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული. ბავშვის მკურნალობის პროცესში ჩართულები იყო არა მარტო ჩვენი კლინიკის, არამედ თბილისის ყველა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები. პაციენტს განუვითარდა ანთებითი საპასუხო რეაქციის სინდრომი, რომლის გამშვები მექანიზმი იყო ინფექცია. ამის შემდეგ განვითარდა პოლეორგანული უკმარისობა და განვითარდა სავალალო შედეგი, სიკვდილი პაციენტის. შემოსვლის დიაგნოზი იყო ფილტვების ანთება, ამასთანავე ვირუსული მონონუკლეოზი, თანმხლები დაავადება, ეპილეფსია. შემდგომ განვითარდა ანთებითი საპასუხო რეაქციის სინდრომი, რამაც გამოიწვია პოლეორგანული უკმარისობა, დაზიანდა როგორც ფილტვები, ისე თირკმელები, სისხლის შემადედებელი სისტემა, გულის უკმარისობა. ყველა ორგანო დაზიანებული იყო და გამშვები მექანიზმი ამ ყველაფრის იყო ინფექცია, “ – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0