x
image
გემი დალანდი
როგორ ცხოვრობენ მოსკოველი მდიდრები ანუ გემოვნებას ფულით ვერ იყიდი
როცა ამ ადამიანების საცხოვრებელ სახლებს უყურებ, ყოველთვის გიჩნდება ინტერესი, როგორაა მათი ინტერიერი მოწყობილი, ალბათ ამაზე ცნობილმა დიზაინერებმა იზრუნეს და უნიკალური საავტორო ინტერიერის დიზაინი შექმნეს, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. ხშირ შემთხვევაში კედლებს შიგნით მხოლოდ უგემოვნობის ზეიმს წააწყდებით, რომელიც ყოველგვარი წესებიდანაა ამოვარდნილი და აღფრთოვანების ნაცვლად იმედგაცრუებას და გაოგნებას გიტოვებთ: როგორ შეიძლება ამდენი ფულით ასე უგემოვნოდ მოაწყო სახლი? რას ვიზამთ, ტყუილად ხომ არაა ნათქვამი, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. ეს სახლები მოსკოველ მდიდარ ადამიანებს ეკუთვნით, დიახ, ფული შეიძლება ნამდვილად აქვთ, მაგრამ გემოვნებაზე რა მოგახსენოთ, თავად შეაფასეთ:

image

ამ პენტჰაუსის მფლობელი ალბათ ძალიან ეცადა თანამედროვე ინტერიერი შეექმნა, მაგრამ რაღაც “ნეო ბორდელი " გამოუვიდა:

imageimage


ყოველ შემთხვევაში აქ თავს ნამდვილად ვერ იგრძნობთ სახლში, მაგრამ თუ ოცნებობდით, რომ მთელი ცხოვრება ბარში გაგეტარებინათ, მაშინ გილოცავთ! ეს ბინა თქვენთვისაა

image


ამ სახლში მოხვედრისას კი ნამდვილად მოგინდებათ ნახოთ, ოქროს უნიტაზიც ხომ არ აქვს მის პატრონს სააბაზანოში, ყოველ შემთხვევაში, ბრუნეის სულთნის სასახლეს ეს ბინა ტოლს არ უდებს

imageimageimageimageimage


მაგრამ მოიცადეთ, თქვენ ჯერ ნამდვილი “სილამაზე" არ გინახავთ

imageimage

ეს ოთახი კი ალბათ ვინმე ბებიამ მოაწყო, რომელიც სოფლის რეტრო-სტილზე აფანატებს

image


ამ ოთახში კი კედლების ფერი ისე ერწყმის ფარდების, ავეჯის და ბალიშების ფერსაც კი, რომ მათ გასარჩევად თვალების დაძაბვა მოგიწევთ.

image


ამ ბინაში კი ვარდისფერის და ვარდების წყევლაა, სააბაზანოშიც კი

imageimageimage


“კაპიტალის თანავარსკვლავედი-1"

image


აქ კი ვიღაც თავის ფანტაზიებში დაიკარგა

imageimageimageimage



და საკუთარ კრემლის კოშკზე რაღას იტყვით ტერასაზე?

image


დიახ, მართალია გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ უგემოვნობაზე დავა ხომ შეგვიძლია?

0
494
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0