x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
4 ვარჯიში, რომლის დახმარებით ფეხებისა და წელის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ!
ფეხებს ერთი შეხედვით არც ისე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ამიტომ მათ გაფრთხილება სჭირდებათ.

დიდ ხანს დგომამ ან სიარულმა შეიძლება მუხლებისა და წელის ტკივილი გამოიწვიოს.

image

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფეხსაცმელს, რომელიც გვაცვია, იმისთვის რომ ფეხები არე გადაგვეღალოს აუცილებელია კომფორტული ფეხსაცმლის ჩაცმა.


არსებობს რამდენიმე ვარჯიში, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ფეხების განტვირთვაში და ტკივლისგან გათავისუფლებაში.

წარმოგიდგენთ 4 ტიპის ვარჯიშს:


1.ვარჯიშის დაწყებამდე, ფეხები აუცილებლად გაითბეთ.

მოხარეთ მუხლი ოდნავ და ფეხის თითები დააჭირეთ იატაკს სამი წამის განმავლობაში.

ეს პროცედურა შეასრულეთ ათჯერ, სამჯერ დღეში.


2.დადექით ფეხის თითებზე, ისე როგორც შეძლებთ, არაა აუცილებელი ბალერინას პოზა მიიღოთ.

შეეცადეთ გაიაროთ ასეთ მდგომარეობაში, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ფეხის კუნთებისა და მყესების გაძლიერებას.

ვარჯიშის დასრულებისას, დადექით ფეხებზე სწორად და 20 წამის განმავლობაში იარეთ.

როგორც კი დაასრულებთ ვარჯიშს, დაისვენეთ 10-15 წამი.


3.თუ ფეხსაცმელში ფეხები მჭიდროდ გაქვთ, შესაძლოა მუხლების, ქუსლებისა და წელის ტკივილი იგრნძოთ.

ამავე მიზეზით ტკივილი შესაძლებელია სხეულის სხვა ნაწილებშიც, კუნთებსა და სახსრებშიც.

დაწექით იატაკზე და ერთი ფეხი მიიტანეთ თავთან, ისე რომ შეძლოთ თქვენი ტერფის ხელით დაკავება, ტერფი მოხარეთ საათის ისრის მიმართულებით 10-ჯერ. შემდეგ იგივე გააკეთეთ მეორე ფეხზეც.

4.ბოლო ვარჯიში მდგომარეობს შემდეგში: ფანქარი ან კალამი მოიქციეთ ფეხის თითებს შორის, ეს ძალიან მარტივია!

მოიქციეთ ფანქარი თითებს შორის და შეეცადეთ დაადგეთ მთელი ძალით, გაჩერდით ამ პოზიციაში 10 წამის განმავლობაში.

ეს პროცედურა შეასრულეთ 5-ჯერ, ორივე ფეხზე.


თუკი ამ ვარჯიშებს სწორად შეასრულებთ, შეგიმცირდებათ ტკივილი მუხლებში და ხერხემალში.

უმჯობესია მიმართოთ ექიმს ან ფიზიოთერაპევტს რჩევისთვის.


ასევე იხილეთ: დატოვეთ დაჭრილი ლიმონი საძინებელ ოთახში მთელი ღამით-აი, რატომ


5 მეთოდი ჩვენს ორგანიზმში ესტროგენების დონის დასადგენად-ეს მნიშვნელოვანია!


თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაწუხებთ, ამ პროდუქტების შესახებ უნდა იცოდეთ!



0
418
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0