x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მკურნალობა ძილით – 9 სამკურნალო პოზა, წნევის დასაწევად და ტკივილის გასაყუჩებლად

ყველამ იცის, რომ ჯანსაღი ძილის ხანგრძლივობა 7–9 საათია, ადამიანის ასაკის გათვალისწინებით. მაგრამ, ძალიან ცოტაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხეულის მდებარეობა, ძილის დროს, ისევე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც მისი ხანგრძლივობა.

image

ექსპერტები თვლიან, რომ ძილის გარკვეული პოზები, მაგ., აყუჩებს ტკივილს წელის და კისრის არეში, აქრობს სურდოს, არეგულირებს წნევას...

1. წელის ტკივილის დროს

imageთუ წელი გაწუხებთ, შეიძლება ამ პოზაში ძილმა ტკივილები მოგიხსნათ. ზურგზე წოლა აუცილებლად შეგიმსუბუქებთ ტკივილს წელის არეშე.

ექსპერტები ასევე გვირჩევენ:

2. მხრის არეში სახსრის ტკივილის შემთხვევაში

imageდაწექით ჯანმრთელი მხარზე, ოდნავ მოხარეთ ფეხები, დაიდეთ ბალიში მუხლებს შორის და ბალიშს «ჩაეხუტეთ».

მათთვის ვისაც ორივე მხარი აწუხებს, რეკომენდირებულია ზურგზე დაწოლა, აქეთ-იქით გაშლილი ხელებით.

3. სურდოს შემთხვევაში

imageსინუსიტის დროს, ძილის პოზიციას შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის როგორც შემსუბუქება, ისე გართულება. ამიტომ, სურდომ რომ არ შეგაწუხოთ და გამოძინება შეძლოთ, ზურგზე უნდა დაწვეთ, ისე რომ, სახის მდებარეობა ჰორიზონტალურთან მიახლოებული იყოს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები კი გვირჩევენ:

4. თავის ტკივილის შემთხვევაში

imageთავის ტკივილის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის სწორი მდებარეობა. უნდა დაწვეთ ზურგზე და ბალიშის გარდა, კისრის ქვეშ პატარა ზომის ბალიში დაიდოთ, ისე, რომ თავი უკან იყოს გადაწეული.

ჯანსაღი კვების ექსპერტების რეკომენდაცია კი ასეთია:

უნდა დაწვეთ ზურგზე ბალიშის გარეშე და თავთან ბალიშები შემოიწყოთ, რომ ძილის დროს, თავის აქეთ-იქით გადაბრუნება ვერ შეძლოთ.

5. მენსტრუალური ტკივილის შემთხვევაში


imageზევით აწეული წელის არე და მუხლები, ნამდვილად შეგიმსუბუქებს ტკივილებს და გამოძინების საშუალებას მოგცემთ.

6. მაღალი წნევის დროდ

imageვისაც მაღალი წნევა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, მაგრამ ძილის დროს, სხეულის მდებარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ გულდაღმა წოლა მაღალ არტერიულ წნევას ქვემოთ სწევს.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ:

7. საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში

imageკარგად რომ გამოიძინოთ, მსგავსი პრობლემების დროს, მარცხენა მხარეს უნდა გადაბრუნდეთ და მუხლებს შორის ბალიში დაიდოთ.

8. კისერი თუ გაწუხებთ

imageტკივილის შემსუბუქება კისრის არეში, პირსახოცს შეუძლია! დახვეული პირსახოცი შეგიძლიათ ბალიშის გადასაკრავის ქვეშ მოათავსოეთ, რომ არ იმოძრაოს.

9. გულძმარვის შემთხვევაში

imageვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ან ჰქონია, კარგად იცის, თუ როგორი შემაწუხებელია საყლაპავი მილის წვა. როგორც ექიმი დევიდ ჯონსონი გვირჩევს, ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი მარცხენა გვერდზე ძილია.

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, უპირველეს ყოვლისა, ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ ძილის ამ პოზებსაც ნუ დაივიწყებთ! ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

0
267
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0