x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
FIFA-მ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

image



image

ლონდონში FIFA the Best დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მეორედ ზედიზედ პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა, მწვრთნელების და ნაციონალური ნაკრების კაპიტნების 43% -მა ხმა პორტუგალიელ გარემარბს მისცა.

image


გარდა ამისა, ღონისძიებაზე კიდევ რამდენიმე ჯილდო იქნა გათამაშებული. მაგალითად, ჯანლუიჯი ბუფონი საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ხოლო ზინედინ ზიდანს - საუკეთესო მწვრთნელის ტიტული გადაეცა.წლის საუკეთესო გოლის ავტორი(პუშკაშის ჯილდო) ოლივიე ჟირუ გახდა ლონდონის"არსენალიდან"(ნახე ვიდეო)


წელს ლონდონში, სხვადასხვა დროის უამრავი ლეგენდარული ფეხბურთელი შეიკრიბა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დიეგო მარადონა, დიეგო ფორლანი, ფრენკ ლამპარდი და სხვები, კრიშტიანუ რონალდუ ცერემონიას მეგობარ ქალთან და შვილთან ერთად დაესწრო.

image

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალის"გარემარბი და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრი და კაპიტანია. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ (2007-08, 2013-14, 2015-16, 2016-17) და ოქროს ბურთი 4-ჯერ (2008, 2013, 2014, 2016).


imageიხილეთ აგრეთვე

0
41
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0