x
მეტი
  • 25.04.2019
  • სტატია:89064
  • ვიდეო:339455
  • სურათი:451537
ახალგა(სა)ზრდები

დავიწყოთ იქედან, რომ ყველა შესწრებიხართ ალბათ ავტობუსში ან სამარშუტო ტაქსებში შემთხვევას, როცა ახალგაზრდის ჯდომას და ასაკოვანის დგომას დიდი აყალ-მაყალი მოჰყოლია.

ზის ახალგაზრდა თავისთვის, ''არავის აწუხებს'', იყურება ფანჯარაში(სულაც არ აინტერესებს წინ გადაშლილი ხედი, მაგრამ რა ქნას, თვალებში ხომარ შეხედავს მოხუცს, რომელიც საცაა თავზე დაეცემა?!) და გაბრაზებულია - ეს მომაკვდავი მოხუცი რაღა მე დამადგა თავზე, სხვაგან ვერ ნახა დასადგომი ადგილი ბატონო–ო?!

ახლა ვეღარ გაუძლო მეორე "დამჯდარმა" მოხუცმა ამ ყველაფერს, დაიწყო ლანძღვა-გინება, ძვლივს წამოდგა ფეხზე და დაჯდომას სთავაზობს მასზე ოდნავ ასაკოვან(ან პირიქითაც - უმცროსს) მგზავრს, მაგრამ "ძვლივს წამოდგა"-ს ხელოვნურად კიდევ დაამატა ცოტა"ძვლივს" და ისე დაიხლართა ამ ცოტ-ცოტა ბუნებრივ-ხელოვნური "ძვლივსძვლივობით", რომ გაფუჭებულ ზამბარას დაემსგავსა. ნახეთ რა ჭკვიანურად მოქმედებს? ცდილობ ისე გააკეთოს რომ ფეხზე მდგარი მოხუციც სკამზე აღმოჩნდეს და თავადაც არ მოუწიოს ფეხზე დგომა, ამას რათქმაუნდა ახალგაზრდის ნამუსის ხარჯზე აპირებს, მაგრამ რას იფიქრებს რომ ეს ახალგალგაზრდა სულაც არ აპირებს მოხუცის დაგეგმილი "იდილიის" გამართლებას და მშვიდად აპირებს მგზავრობას თავის საჯდომით დასაჯდომზე?!

არადა არ იქნა, ვერ წამოდგა ბატონო ეს შენი "ჯენლტმენი", "იჯექით, იჯექით"- ამშვიდებს ფეხზე მდგარი მოხუცი, " ჩავდივარ მალე " -ეუბნება და იმედს არ იკარგავს რომ არ დაუჯერებს და ადგება, მაგრამ ცდება... და აქ იწყება მსჯელობა "ზოოოგადსაკაცობრიო" თემაზე:

- "დასწყევლოს ღმერთმა, სულ დაკარგეს ნამუსი" -ამბობს ერთი;

- "ზრდილობა აქვს ახლა ამას?" - ამატებს მეორე;

-"სად გაიზარდა ნეტა, სად?" - წუხს მესამე,

აგერ მეოთხე "გულშემატკივარი" თავადვე ახალგაზრდა აღმოჩნდა და თავის გასამართლებლად მცირე კომენტარს ისიც დააყოლა რომ ნაოპერაციებია თორემ კი ადგებოდა თვითონაც.

გადავიდა მძღოლამდე დებატები(კარგა "მოძველებულია" ჩვენი დრაივერიც) - "ესაა საქმე? ეჰ რა თაობა მოდიის?!"- დაამატა მანაც, ხელის ჩაქნევაც კი უნდოდა, მაგრამ ვერ გაუშვა საჭეს...

აგერ გაჩერდა ავტობუსი და ჩავიდა ეს მოხუციც, სამიოდე წუთში დასრულდა ეს "სასამართლო", განაჩენიც გამოტანილია, - საშინელი თაობა გვყავს!

ეს ჩვენი "დამჯდარი" ახალგაზრდა დღეს უბანში მივა და ამ ამბავს ისე მოყვება რომ სამი დღე იხარხარებს მთელი "ბირჟა".

სხვებიც მოყვებიან ამ ამბავს, ზოგი ასე, ზოგი ისე, მაგრამ ფაქტია ყველას "მონათხრობში" ამ ამბის უარყოფითი გმირი "დამჯდარი ახალგაზრდა" იქნება და ამ "ტრაგედიის" მტვერი მთელს ახალგაზრდობას შემოგვეფეთება თვალებში.


მე კი გეტყვით რომ ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის და ამას თაობათაშორისი სივრცე ჰქვია, ვინ იცის ერთ დროს როგორი "ზრდილობიანები" იყვნენ ეს მოხუცები?! დამშვიდდით ბატონებო, ეს მართლა არ არის ტრაგედია, ეს რაც აქ წაიკითხეთ არაფერია იმსთან, რაც, სწორედ ამ თემაზე, აღმოჩენილია პაპირუსებზე დაწერილი(იცით ალბათ როდის იყენებდა კაცობრიობა პაპირუსებს საწერ მასალად...).


P.S

იმედი მაქვს ახლა იმასაც მიხვდით ამ პატარა ნაჯღაბნში რატომ არის ამდენი სარკაზმი
0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:roma frater
roma frater
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0