x
მეამეა
10 ფრაზა, რომელიც არასოდეს არ უნდა უთხრას მამაკაცმა ორსულ მეუღლეს

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდია. ის განიცდის სულიერი მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტს, რადგან უჭირს ახალი მდგომარეობის გაცნობიერება და მომატებული ემოციების კონტროლი. სწორედ ამიტომ მამაკაცმა ორსულ მეუღლეს შემდეგი 10 ფრაზა არასოდეს არ უნდა უთხრას.


image



1. "უჰ, რა კარგად გამოვიძინე წუხელ!" ორსულ ცოლს ამის მოსმენა შეიძლება არ გაუხარდეს, რადგან თავად ტოქსიკოზის, დიდი მუცლისა და მომატებული მგრძნობელობის გამო მუდმივ დისკომფორტს განიცდის და ტკბილი ძილი სანატრელი აქვს.



2. "ვიცი როგორც გრძნობ თავს!" მსგავსი სიტყვებით მის მდგომარეობაში შესვლას ნუ ეცდებით, აშკარაა რომ ეს სიტყვები სიცარიელის გამოვლენაა და მხოლოდ და მხოლოდ ჩხუბს გამოიწვევთ.



3. "ნაყინის ერთი პორცია საკმარისი არ იყო?!" ორსული ქალებისთვის დამახასიათებელი ჩვევაა ბევრი ნაყინისა და სხვადასხვა სასუსნავის მირთმევა. შუა ღამის 1 და 3 საათზეც რომ მოგთხოვოთ მჟავე კიტრი ან კარაქიანი პური, უნდა გაუჩინოთ წამსვე. პროდუქტების უცნაურ კომბინაციაზე აღარაფერს ვამბობთ.


image


4. "ჩემი საყვარელი სპორტული შორტები გაწელე?!" მაშინაც კი, თუ ეს მართლა ასეა, ნუ ეტყვით მას მსგავს ფრაზას. ორსული ქალი ნებისმიერი ნივთით ეცდება თავისთვის კომფორტული ბუდე მოიწყოს და ნუ მოუშლით ბედნიერ წუთებს.




5. "შენი თითები მადისამღძვრელი სოსისებივით გამოიყურება!" ორსულ ქალებს ხშირად უშუპდებათ ხელისა და ფეხის კიდურები, მსგავს შემთხვევაში ეს ფრაზა არასოდეს უთხრათ თუ არ გინდათ, რომ ცალკე ოთახში მოგიწიოთ ღამის გათევა.



6. "უყურე, შენმა შვილმა ლურჯი მარკერით მოგიხატა ფეხები!" ვარიკოზული ვენები ორსულობის ერთ–ერთი თანხმლები, უსიამოვნო პროცესია. ამ საკითხზე მსგავსი კომენტარი სრულიად უადგილო იქნება.



7. "კვლავ ტირი?!" ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს მომავალ დედებში ტირილის პროვოცირებას, ამიტომ მსგავსი უადგილო კომენტარის ნაცვლად მისი თავი მხარზე დაიდეთ და გაამხნევეთ.



8. "მოდი შვილები ერთი წლის ინტერვალით ვიყოლიოთ!" ასეთი განცხადება სწრაფად გადააქცევს საყვარელ ქალს მონსტრად. იფიქრეთ იმაზე, რომ მას ტკივილისა და ბევრი უძილო ღამეების თუ დატვირთული დღეების გადატანა უწევს, ამიტომ აცადეთ ამ ყველაფრის გადალახვა, ვინაიდან არავის უნდა ყოველივეს კვლავ (მალევე) გამეორება.



9. "ეპიდურული ანესთეზია ძალიან ძვირია, ამიტომ ჩვენ ფიზიოლოგიურ მშობიარობას მივმართავთ!" მართალი ხართ, თუ აუცილებლობის საკითხი არ დგას, ეპიდურული ანესთეზია მართლაც რომ ფულის ხარჯვაა სხვა კიდევ ბევრ ცუდ ფაქტორთან ერთად, თუმცა სიტყვა "ჩვენ" დაივიწყეთ, რადგან მშობიარობის წინაშე დგას მხოლოდ "ის".



10. "რა უსასრულობაა ეს ორსულობა!" ამ ფრაზის შემდეგ შესაძლოა ცხვირშიც მოგხვდეთ, რადგან ქალის გარდა ვერავინ გაიგებს ორსულობის ხანგრძლივობასა და გრძნობებს, ამიტომ სჯობს კომენტარისგან თავი შეიკავოთ.



P.S. ასე, რომ თუ კარგის თქმა არ გამოგდით, სჯობს საერთოდ არაფერი თქვათ.


image


იხილეთ აგრეთვე:


4 მიზეზი თუ რატომ არიან გმირები- ქალები, რომელთაც საკეისრო კვეთა გადაიტანეს

ფოტოსესია მკვდრად დაბადებულ გოგონასთან

საკეისრო კვეთის შემდეგ რატომ აქვთ ქალების ნაწილს ჭრილობა ვერტიკალურად, ნაწილს კი ჰორიზონტალურად?


6
346
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
346
  
19 სექტემბერი, 22:06
ნინის არ უტირია, რადგან ამის საფუძველი არასოდეს არ მიმიცია.
როცა მეუღლე ალღოთი გრძნობს თუ როგორ განწყობაზეა ორსული მეორე ნახევარი, დროულად გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. :)))
19 სექტემბერი, 13:49
სწორედ მანდაა საქმე გუჯა, ორსულის მდგომარეობა იცვლება, ხასიათი, რეაქციები და საერთოდ ყველაფერი, ამას კაცები ვერასოდეს მიხვდებით :) გვინდა თუ არა, სულ ვტირით.
19 სექტემბერი, 11:58
მე რასაც ვუყურებ, ქმრები უფრო მზრუნველები გახდნენ. იმე რთეულ შიზოფრენებს თუ არ ჩვთვლით, ორსულ ცოლებს რომ სცემენ
19 სექტემბერი, 11:42
ტირილი სისუსტის ნიშანია, ტირილით ვერაფერს გამოასწორებდით. აჯობებდა ასეთ დროს (დავუშვათ) პირდაპირ და გასაგებად აუხსნათ, რომ ასეთი "კომპლიმენტი" არ მოგწონთ და არ გსიამოვნებთ. :)
19 სექტემბერი, 11:40
საინტერესოა და ვიმედოვნებ ასეთი არაკორექტული ქმრები უმცირესობაში იქნებიან.
19 სექტემბერი, 10:56
"შენი თითები მადისამღძვრელი სოსისებივით გამოიყურება!" :D ეს რომ ქმარმა მითხრას, ტირილით მოვკვდები :D
0 1 6