x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ფოტოსესია მკვდრად დაბადებულ გოგონასთან
ფაქტია, რომ ადამიანის ნიჭს საზღვრები არ აქვს, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება თუ ატყობთ თქვენს პატარას, რომ აქვს რაღაცის კეთების ნიჭი და ხალისი, ხელ-ფეხს ნუ გაუკავებთ თქვენი ამბიციების გამო, ვინ იცის მისგან როგორი აღიარებული მხატვარი, მკერავი, მოცეკვავე, მომღერალი, მსახიობი, მხატვარი თუ სხვა დადგეს. ფოტოგრაფიც ვინმე Lindsay Natzits-Villaroto ყოველთვის იყო მიდრეკილი დაეფიქსირებინა ბედნიერი მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში, რაც რომ ძალიან შესანიშნავად გამოსდიოდა ყოველთვის და ამ რაკურსით იგი მსოფლიომ გაიცნო. თუმცა დღევანდელი სტატია სულაც არ ასახავს ცხოვრების ბედნიერ მოვლენას, ვინაიდან ფოტოგრაფმა დაუშვა გამონაკლისი და ჩაატარა ფოტოსესია Richard და Emily Staley-ბთან, რომელთაც მკვდარი ქალიშვილი დაებადათ. რიჩარდს და ემილის უბრალოდ სურდათ ამ ფოტოსესიით პატივი მიეგოთ მკვდარი ქალიშვილის ხსოვნისთვის, როგორც მათი ოჯახის წევრისთვის.


image



ემილი მთელი ორსულობის სტრიმესტრში თავს იდეალურად გრძნობდა, თუმცა ერთ დღესაც შეშფოთებულმა მიაკითხა თავის ექიმს უწყებით, რომ ბავშვი ერთი დღეა არ განძრეულა. როგორც აღმოჩნდა პატარა გოგონა საკუთარმა ჭიპლარმა გაგუდა, რომელიც კისერზე ჰქონდა რამოდენიმეჯერ შემოხვეული, გადარჩენა კი შეუძლებელი იყო, ამიტომ საკეისრო კვეთის შედეგად ემილი ამშობიარეს, რომელმაც რაღა თქმა უნდა ჩვილი- მკვდრი დაბადა. მშობლებმა პატარას სახელიც კი მისცეს, მას Monroe Vera დაარქვეს და პატივსაგებად Lindsay Natzits-Villaroto-ს თხოვნით მიმართეს საოჯახო ფოტოსესია გაემართა მათთვის.


"თავდაპირველად არ ვიცოდი საავადმყოფოში მისულს რა სიტუაცია მელოდებოდა, თუმცა როდესაც ნათელი გახდა ჩემთვის ყველაფერი, მე მივეცი უფლება პატარა ვერას მშობლებს ფოტოსესიის დროს ტკივილი გამოეხატათ ყვირილით, ტირილით და ა.შ."- ამბობს ფოტოგრაფი Lindsay Natzits-Villaroto.



ჩვილის დაბადებიდან ცხრა საათის მანძილზე მშობლებს უფლება დართეს გაეტარებინათ დრო გამოსათხოვებლად პატარასთან, რაშიც მონაწილეობა ოჯახის სხვა წევრებმა და ნათესავებმაც მიიღეს.


აი, ასე ტრაგიკულად ჩაიარა არ შემდგარმა ბედნიერებამ Staley-ბის ოჯახში, თუმცა დედ-მამა პატარა ვერას ოჯახის წევრად მიიჩნევს და აღივსნენ იმ ღრმა რწმენით, რომ პირნათლად მოიხადეს შვილის წინაშე მშობლის ვალდებულება. ეხლა კი გთავაზობთ ფოტოებს ფოტოსესიის დროს საავადმყოფოდან:



imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



4
325
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
325
  
2014, 19 აგვისტო, 13:38
მომიკვდა გული...
2014, 12 აგვისტო, 21:23
სულ გამოშტერდა ეს ხალხი, რა უბედურებაა......
2014, 12 აგვისტო, 20:52
დამეწვა გული
2014, 12 აგვისტო, 20:07
:(პატარა ანგელოზად დარჩა :((((
0 1 4