x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72048
  • ვიდეო:325243
  • სურათი:427413
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდის ზევით ორსართულიანი ტაძარი აშენდება

image

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" მახლობლად ორსართულიანი ტაძარი აშენდება.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.

ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალდზე" მაღალი გამოჩნდეს.

არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა იქნება, მეორე კი გუმბათოვანი.

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის აგების იდეა მეუფე კალისტრატეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. თუმცა, იმ ადგილზე ახლა "მაკდონალდსის" სწრაფი კვების ობიექტი აშენდა. რესტორნის აშენება სასულიერო პირებმა გააპროტესტეს, თუმცა მოგვიანებით მათ ყოფილი რესტორანი "თოლიას" ტერიტორია შეთავაზეს.

როგორც ქუთაისიპოსტს ქალაქის მერიაში განუცხადეს, ტერიტორია, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ის ქალაქის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს.

მერიის არქიტექტურის განყოფოფილებაში ჯერ კიდევ 2015 წელს ამბობდნენ, რომ სამინიტროს წერილობით მიმართეს, თუმცა ეს საკითხი პროცედურულად გაჭიანურებულია.

3
95
7-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
95
  
18 სექტემბერი, 11:39
მეუფეს დიდი ხანია "განდიდების მანია" აწუხებს...
16 სექტემბერი, 22:12
ხოო. ქუთათურები აქაც ინოვატორები აღმოჩნდნენ :)))) კიდევ კარგი მაკდონალდსის მაგივრად რაიმე მაღალსართულიანი კორპუსი რომ არ ჩადგეს, თორემ... :))))
0 1 3