x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71815
  • ვიდეო:324992
  • სურათი:427156
ხაშური ძველად - ფოტოქრონიკა

ქალაქი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქად იგი 1921 წლიდან იწოდება და მან განვითარების საინტერესო ეტაპები განვლო. ერთხანს იგი მიხაილოვოდ იწოდებოდა, 1918-1931 წლებში კვლავ ხაშურია, 1931-1934 წლებში სტალინისი უწოდეს, ხოლო შემდგომ თავისი ძველი სახელწოდება დაიბრუნა.

გთავაზობთ ფოტოქრონიკას, როგორი იყო ხაშური ძველად.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


კლარა ელჩიბეგაშვილი:


“შენა ხარ დიდი საქართველოს ცრემლის ნაჟური,
მლაშობს ნიშნავსო, საბა ამბობს, თურმე ხაშური.
აქ, თრიალეთზე ღრუბლებს წეწავს ქარი წარმართი,
ცრემლი ქვად იქცა, ქვამარილი ვეღარ წაგართვეს.
შენ სიყვარული იცი კაცის უღვთოდ მართალი,
დამემოწმება ძველთაძველი წრომის ტაძარი.
პარხლის ოთხთავი შეგვინახე ნეტავ რა ძალით
და დიდ ექვთიმეს მოუყევი როგორც ზღაპარი.
ადგილის დედავ, ჭრილობებში შენი მარილით
მე საქართველოს ყველა კუთხე გულით ვიწამე,
თუ ვერ შეგწირო სიყვარული სულს ჩატანილი,
ერთი წუთითაც ნუ მეცოცხლოს მშობელ მიწაზე.
ძვალთშესალაგი შენი წაღვლის ისე დიდია,
რომ მისი მადლი ვეღარ ზიდა მარტო სოფელმა,
დიდი დავითი მოგეახლა როგორც მინდია
და გაღიარა ურჯულოთა უარმყოფელმა.
შენა ხარ დიდი საქართველოს ცრემლის ნაჟური
ჩემო სახატევ, წაგლეკავდა, აბა, რა შური?!
მტლად დაგედები, სიყვარულში რომ ხარ საშური,
მლაშობს ნიშნავსო, საბა იტყვის, თურმე ხაშური".


მურად მთვარელიძე:


ოცნებათა შრაშუნით
და დღეებით ბავშვურით,
იმ შურით და ამ შურით,
სულით, გულით, დახშულით,
მეფერება ხაშური...
ატეხილი ქარებით,
მოკასკასე ქალებით,
ტანკენარი ალვებით,
პოეზიის ქნარებით,
მეფერება ხაშური...
სულის უდაბნოებით,
მოშრეტილი რტოებით,
დამუშტული ტორებით,
ხშირად ღვარძლის ტბორებით,
მეფერება ხაშური...
სიყვარულის ვარდებით,
სიძულვილის ფარდებით,
მახეების ბარდებით
და ცრემლების დადენით,
მეფერება ხაშური...
სიზმრებით და ცხადებით,
მტრობით - გულში ნადებით,
ახდენილი ზღაპრებით
და ჩამქრალი ლამპრებით,
მეფერება ხაშური...
მზის სხივების ნაჟურით
და ეკლების ტლაშუნით,
ჭორებით დაშაშხულით
და ცინიზმით საშურით
მეფერება ხაშური...
მეტყვი: - რად არ წახვედი,
არ გამექეც რატომო,
- იმიტომ რომ მიყვარხარ
და ვით უნდა დაგტოვო?!
იმიტომ რომ შენს იქით,
სული, გული მარტოობს,
იმიტომ რომ, მწარე ხარ,
ჩემო დედა-ბატონო!
და თუმც მტრობაც ბევრია
და ის შურიც კვლავ შურობს,
მე ასეთიც მიყვარხარ,
ჩემო კარგო ხაშურო!


















0
401
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0